უნაყოფობა – ესაა ფსიქოლოგიური გამოცდა მრავალი ოჯახური წყვილისთვის. ამ პერიოდში, პარტნიორები ერთმანეთს მხარს უნდა უჭერდნენ და ემოციებს უზიარებდნენ. მამაკაცებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პრობლემაზე საუბარი, რადგან მათ უნაყოფობა ისევე ხშირად უდგინდებათ, როგორც ქალებს.
რატომ ირღვევა მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა?
ამის მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს: სათესლე ჯირკვლების დაავადებები, ვარიკოცელე(სათესლე არხის ვენების ვარიკოზული გაგანიერება), გენეტიკური პათოლოგიები, ჰორმონალური დისბალანსი, სკროტალური ორგანოების თანდაყოლილი ანომალიები, სგგი(სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები). აქვე ემატება მავნე ჩვევები(ალკოჰოლის მოხმარება, მოწევა), ცხოვრების მჯდომარე წესი ან, პირიქით, სპორტით მეტისმეტი გატაცება სტეროიდების გამოყენებით. პლუს, სტრესი, რომლის გარეშეც დღეს ვერავინ ცხოვრობს.
მამაკაცის რეპროდუქციული დისფუნქცია განპირობებულია ან იმით, რომ სპერმატოზოიდები საერთოდ არ ჩნდება(სეკრეტორული ფორმა) ან იმით, რომ ისინი ვერ აღწევს ქალის სასქესო გზებამდე(ობტურაციული ფორმა).
ცალკე გამოყოფენ იმუნოლოგიურ უნაყოფას, რომელიც ანტისპერმალური ანტისხეულების წარმოქმნის გამო ჩნდება. რა არის ეს? ნორმაში, მამაკაცის ორგანიზმში იმუნიტეტის უჯრედები და სპერმატოზოიდები არამხოლოდ არ ახდენენ ერთმანეთზე გავლენას, არამედ საერთოდ არც კი ეჭვობენ ერთმანეთის არსებობის შესახებ. საქმე ისაა, რომ სასქესო გამეტები პირველად მხოლოდ მოზარდობის ასაკში ჩნდება და იმ მომენტში ისინი უკვე საიმედოდაა გამოყოფილი განსაკუთრებული ჰემატოტექსტიკულარული ბარიერით. პრობლემები იწყება, თუ ეს ბარიერი, რაღაც მიზეზების(მაგალითად, ანთებითი პროცესების) გამო ზიანდება. მაშინ დამცავი უჯრედები აღმოაჩენენ “უცხოებს” და იწყებენ მათთან ბრძოლას. სპეციალური ანტისხეულები(АСАТ) ემაგრება სპერმატოზოიდებს და ხელს უშლის მათ გადაადგილებასა და კვერცხუჯრედში მოხვედრას.
ზოგიერთ შემთხვევაში, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში, იდიოპათურ უნაყოფობაზე საუბრობენ.
როგორ დავაგდგინოთ მამაკაცის უნაყოფობა?
თავიდან, აუცილებელია სპერმოგრამის ჩაბარება. ესაა ძირითადი გამოკვლევა, რომელიც წარმოდგენას იძლევა მამაკაცის სასქესო უჯრედების რაოდენობასა და სხვადასხვა თვისების შესახებ. კერძოდ, ექიმი აფასებს მათ აგებულებასა და მოძრაობის უნარს.
მაჩვენებლების ნორმიდან გადახრის შემთხვევაში, ანალიზს 2 კვირისა და 2 თვის ინტერვალში განმეორებით აკეთებენ. ამასთან, კვლევის ჩატარებამდე 3-7 დღის განმავლობაში არ უნდა მოხდეს სქესობრივი კონტაქტი. თუ ამ რეკომენდაციას არ მიაქცევთ ყურადღებას, არასაიმედო შედეგებს მიიღებთ.
ასევე, კვლევის პირველ ეტაპზე ატარებენ MAR-test-ს და განსაზღვრავენ სპერმატოზოიდების დნმ-ს ფრაგმენტაციას.
აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენება ეაკულატის გამოკვლევის დამატებითი მეთოდები:
- HBA-test, რომლის დახმარებითაც ამოწმებენ მამაკაცის სასქესო გამეტების უნარს, შეაღწიოს კვერცხუჯრედში;
- ეაკულატის ბიოქიმიური ანალიზი, რომელიც იმის გაგების საშუალებას იძლევა, თუ რეპროდუქციული სისტემის რომელ მონაკვეთშია დარღვევა;
- სისხლის ბიოქიმიური კვლევა;
- სგგი-ს ანალიზიი, ეაკულატუს ბაქტერიოლოგიური თესვა;
- ჰორმონების დონის განსაზღვრალ
- მედიკო-გენეტიკური კვლევა;
- სათესლე პარკისა და პროსტატის ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა;
როგორ იკურნება?
მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის აღმოჩენა და აღმოფხვრა, რომელმაც რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება გამოიწვია.
მამაკაცს, იმისათვის, რომ მაჩვენებელი გაიუმჯობესოს, დამოუკიდებლადაც შეუძლია რაღაცის გაკეთება. აუცილებელია ალკოჰოლსა და სიგარეტზე უარის თქმა და მედიკამენტების უკონტროლო მიღების შეწყვეტა.
არ დაგავიწყდეთ დასვენებაც
შრომაჰოლიზმი და მუდმივი სტრესი ახლა საკმაოდ ხშირია. ცხოვრების პასიური წესი უნდა გააქტიურდეს. ფეხმძიმობის დაგეგმვის პერიოდში, დღეში არანაკლებ 4 კმ უნდა გაიაროთ. მავნე საწარმოში მუშაობაც შეიძლება გახდეს უნაყოფობის მიზეზი, ამიტომ შრომის პირობებიც უნდა შეცვალოთ.
ცალკე თემა – აბანო და საუნა
ისინი, ნამდვილად, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ოღონდ არა რეპროდუქციული სისტემისთვის. აქ ყველაფერი პირიქითაა – თუ ტემპერატურა სათესლეების ადგილას ძალიან მაღალია, სასქესო უჯრედების წარმოქმნის პროცესი ირღვევა.
ახლა მცირეოდენი ინტიმური ცხოვრების შესახებ
იგი აქტიური, თუმცა – ზომიერი უნდა იყოს. უფრო სწორად, სპერმის ხარისხის შესანარჩუნებლად, სასაურველია სექსით კვირაში ორჯერ დაკავდეთ. ფეხმძიმობის დაგეგმვის ეტაპზე უნდა იზრუნოთ სწორ კვებაზეც. მნიშვნელოვანია, რაციონში ვიტამინებით, მინერალებითა და პოლიუჯერი ცხიმებით გაჯერებული საკვების მიღება.
თუ ბუნებრივი ფეხმძიმობის დადგომა არ მოხერხდა, დახმარებისთვის მზადაა თანამედროვე მეთოდები(ეკო-იქსი, ეკო-პიქსი). რას ნიშნავს ეს აბრევიატურები?
ეკო-ს დროს, წინასწარ დამუშავებული ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოები ერთმანეთს ერწყვის პეტრის ფინჯანში, შემდეგ კი განაყოფიერების შედეგი ფასდება. რთული მამაკაცური ფაქტორის დროს, როცა სპერმატოზოიდები ძალიან მცირე რაოდენობითაა, ან მათი უმრავლესობა დაბალი ხარისხისაა, წარმატებული განაყოფიერების მიღწევა უკიდურესად რთულია. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება იქსის მეთოდი. თავიდან, ემბრიოლოგი ყურადღებით შეისწავლის სპერმატოზოიდებს, შემდეგ კრეფს მათ, რომლებსაც საუკეთესო თვისებები აქვს, და მიკრონემსების დახმარებით, სათითაოდ ათავსებს ერთ-ერთი კვერცხუჯრედის შიგნით. დამატებით, გამოიყენება პიქსის ტექნოლოგიაც, რომლის დახმარებითაც მამაკაცის სასქესო უჯრედების სიმწიფე ფასდება.