სილამაზე თუ კომფორტი? რა თქმა უნდა, ყველა ქალი მზად არაა, რომ ლამაზი ფეხსაცმლის გამო კომფორტი დათმოს.
რა უნდა გააკეთოთ?
მთავარი რჩევა: არც ძალიან კომფორტული, მაგრამ ძალიან ლამაზი, ქუსლიანი და ვიწრო ფეხსაცმელი სადღესასწაულო შემთხვევისთვის გადადეთ. ასეთი ფეხსაცმელი მაქსიმუმ 2-3 საათით შეიძლება ჩაიცვათ და ისიც არა ყოველდღე. აქტიური მოძრაობისთვის კომფორტული ფეხსაცმელი აირჩიეთ, რომელიც თქვენს ფეხებს ნამდვილად არ დააზიანებს!
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
ფეხის ჯანმრთელობას არაფერი ისე არ აზიანებს, როგორც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ასეთად 6 სმ-ზე მაღალი ქუსლი ითვლება. გამოკითხვის თანახმად, ქალების დაახლოებით 10%-ს სწორედ ასეთი ფეხსაცმელი კვირაში 3-ჯერ ან უფრო ხშირად აცვიათ. ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ წვრილი ქუსლი იატაკის ან ექსკალატორის ხვრელში გაეჩხიროს. ნებისმიერი უსწორმასწორო ზედაპირი რისკს ზრდის.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ნელ-ნელა და შეუმჩნევლად ტერფების ფორმას ცვლის.
მთავარი დატვირთვა მის წინა ნაწილზე ხდება. სხეული ასეთ ზეწოლას მიჩვეული არაა და კუნთები მას ხშირად ვერ უძლებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთ ფეხსაცმელს მთელი დღე ატარებთ. დაძაბული ტერფების მდგომარეობის შესამსუბუქებლად დატვირთვის ნაწილს თავის თავზე იღებს შემაერთებელი სტრუქტურები: მყესები, სახსრები. შედეგად, ნელ-ნელა შეიძლება გამოვლინდეს ფეხზე გამოწეული ძვალი, კოჟრები, დახეთქილი ქუსლები, ზოგჯერ ბრტყელტერფიანობაც ვითარდება. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დიდხანს ტარება წვივის კუნთებს ამცირებს, წელის ტკივილს იწვევს და ვარიკოზული გაფართოებული ვენების რისკს ზრდის.
ალტერნატივა: ყოველდღიურად საშუალო სიმაღლის, მყარი ქუსლის მქონე ფეხსაცმელი აირჩიეთ. ქუსლიანი ფეხსაცმელი კი წვეულებებისთვის გადადეთ.
ვიწრო ფეხსაცმელი
გახსოვდეთ: ფეხსაცმლის წვერი საკმაოდ ფართო უნდა იყოს, რომ თითებმა თავისუფლებმა იგრძნოს. თუ ფეხსაცმლის წვერი ძალიან ვიწროა და ტერფს ავიწროებს, ასეთი ფეხსაცმელი სილამაზის მიუხედავად არ შეიძინოთ. ვიწრო ფეხსაცმელი პირველი თითის ვალგუსურ დეფორმაციას იწვევს, ხოლო სახსრები ნელ-ნელა გვერდზე გადადის.
დროთა განმავლობაში მდგომარეობა უარესდება. გადაადგილებული სახსრები ფეხსაცმელში ვიწროდ არის, ის მუდმივად ზიანდება და ანთებას იწვევს.
პირველი თითი მეორეს შორდება და მათ შორის მექანიკური ხვრელი ჩნდება. იქმნება ჭრილობები და კოჟრები. ამას ტკივილი ახლავს და მხოლოდ ქირურგიული მეთოდით მკურნალობას ექვემდებარება.
ალტერნატივა: ფართო წვერიანი ფეხსაცმელი.
სრიალა ფეხსაცმლის ძირი
ფეხსაცმელი სრიალა ძირით არა მხოლოდ ზამთარში არის სახიფათო: კიბეებზე ჩასვლა, ახალ დაგებულ ფილებზე ნაბიჯის აჩქარების მცდელობა, ან მოწმენდილ იატაკზე გარბენა რისკს შეიცავს. თუ ასეთი ფეხსაცმლით ქალაქში სეირნობას აპირებთ და არა მანქანიდან თეატრამდე რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას, ფეხსაცმლის ძირი აბსოლუტურად გლუვი უნდა იყოს.
ალტერნატივა: ფეხსაცმელი დანაოჭებული ძირით.
ფეხსაცმელი თხელი ძირით
ბევრ ქალს ბალერინების ჩაცმა უყვარს. ის კომფორტულია და თითებს არ აზიანებს. ძალიან თხელი ძირი აუცილებელ ამორტიზაციულ თვისებას არ ფლობს. მუხლებზე, ხერხემალზე და მენჯ-ბარძაყის სახსრებზე დარტყმითი დატვირთვა არ ხდება. ამიტომ, ყოველდღიურად ასეთი ფეხსაცმლის ტარება ბრტყელტერფიანობას, ქუსლის ძვლის დეზს, წელის თიაქარს და ოსტეოართროზს გამოიწვევს.
ალტერნატივა: ესპადრელები, სლიპონები, ბოტასები.
ფეხსაცმელი პლატფორმით
ხშირად პლატფორმას მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ალტერნატივად ირჩევენ. ისინი თვლიან, რომ ასე სიმაღლის გაზრდას ფეხის ტრავმირების გარეშე შეძლებენ. ამაში გონივრული აზრი არსებობს, მაგრამ ერთი პირობით: პლატფორმა სწორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტერფების ბუნებრივი ბიომექანიკა და სისხლის მიმოქცევა ირღვევა, ხოლო კუნთები სწრაფად იღლება. იტანჯება ტერფები, მუხლები, ვითარდება ვარიკოზი.
ალტერნატივა: კონუსური პლატფორმა სწორის ნაცვლად.