ამ დროისთვის 80-ზე მეტი დაავადებაა აღწერილი. ზოგიერთს საკუთარი სიმპტომები აქვს, მაგრამ უმეტესობა ერთმანეთს ემთხვევა: დაღლლილობა, ენერგიის დეფიციტი, მსუბუქი ტემპერატურა და სხვადასხვა სახის ანთება. მკურნალობა პრობლემაზეა დამოკიდებული, მაგრამ, როგორც წესი, მოიცავს ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, მედიკამენტს, იმუნური სისტემის დამხშობს, ასევე ანტიბიოტიკებს. დაგეხმარებათ დიეტა, რაციონიდან ტკბილეულის და სწრაფი კვების პროდუქტების გამორიცხვა, ასევე სტრესის შემცირება, ტოქსინების გამოდევნა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მკურნალობა.
დაავადებას რაც უფრო დროულად გამოავლენთ, მისი შეჩერების შანსი მით უფრო დიდი იქნება. აი, რამდენიმე გავრცელებული დიაგნოზი.
1. რევმატოიდული ართრიტი
დაავადება ქალების დაახლოებით 4%-ს, ანუ ყოველ 25-ეს აქვს. დაავადება როგორც მტკივნეული ანთება ჩნდება მთელ სხეულზე, განსაკუთრებით ხელებზე, ფეხებზე, მხრებზე, მუხლებსა და თეძოებზე. ის ოსტეოართრიტისგან განსხვავდება: დაღლილობის, სიცხის, წონის დაკარგვის და მადის დაქვეითების ნიშნები სწრაფად გადადის. რაც მთავარია, რევმატოიდული ართრიტის დროს სხეულის ორივე ნაწილი ზიანდება. მას სიცხის დამწევი და ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებებით (ასპირინი, იბუპროფენი), იმუნური სისტემის დამხშობით მკურნალობენ. ასევე მოძრაობის გასაუმჯობესებლად სამკურნალო ტანვარჯიშს იყენებენ.
2. წითელი მჭამელი
ყურადღების ცენტრში 2015 წელს მოექცა, როცა მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა ამ დიაგნოზის ქონა აღიარა. წითელი მჭამელით დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანი იტანჯება და მათგან მხოლოდ 10%-ია კაცი. დაავადება აზიანებს სახსრებს, კანს, თირკმლებს, გულს, ფილტვებს – თითქმის მთელ სხეულს. მას ბევრი ნიშანი აქვს, რაც დიაგნოზის დასმას ხელს უშლის. ეს არის თავის ტკივილი, ხელებსა და ფეხებზე უსიამოვნო შეგრძნება, ანემია, მცირე ყინვაში თითების დაბუჟება. სამკურნალოდ გამოიყენება სტეროიდები და მედიკამენტები, რომლებიც შინაგანი ორგანოების ზეწოლას ამსუბუქებენ.
3. ჰაშიმოტოს სინდრომი
თიროიდიტის ეს სახეობა მაშინ წარმოიქმნება, როცა იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს ებრძვის. შეიძლება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში გამოვლინდეს. სიმპტომები: კისრის არეში უსიამოვნო შეგრძნება, დაღლილობა, წონის მომატება, ჰორმონალური ცვლილება, კუნთების ტკივილი, ცივი კიდურები, მშრალი კანი და ფრჩხილები, თმის დაკარგვა, ჟრჟოლა, დეპრესია, მეხსიერების დროებით დაკარგვა, ხმის შეცვლა. მკურნალობა – ჰორმონალური.
4. ფსორიაზი
კანის დაავადება, რომლის დროსაც უჯრედები საჭიროზე უფრო სწრაფად იზრდება. ავად ხდებიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ყველაზე ხშირად გვხვდება ბათლოვანი ფსორიაზი, როცა კანზე ლაქები ჩნდება, რომლებიც მკვდარი უჯრედების თეთრი ფენით იფარება. „საყვარელი“ ადგილი – თავი, მუხლები, მხრები და ზურგი. სამკურნალოდ სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები იყიდება, მაგრამ ასევე მისაღებია სხივური თერაპია და განსაკუთრებული დიეტა.
5. ფსორიაზული ართრიტი
შეიძლება ფსორიაზის გარეშეც განვითარდეს. ყველაზე ხშირად მსხვილ სახსრებს აზიანებენ, რომლებიც უსარგებლო ხდებიან. ნაადრევ სტადიაზე მკურნალობას კარგად ექვემდებარება.
6. შეგრენის სინდრომი
იმუნური სისტემა ნერწყვის, საცრემლე და სხვა ჯირკვლებს უტევს. ჯირკვლის წარმოება მცირდება, რაც „მშრალი თვალის სინდრომს“, საშოს და პირის სიმშრალეს იწვევს. ამას ფეხების ტკივილი და მუდმივი დაღლილობა ემატება. ამ სინდრომით იტანჯება ცნობილი ჩოგბურთელი ვენუს უილიამსი. ითვლება, რომ პრობლემება გენებშია და რაღაც ვირუსში ან ბაქტერიაში, მაგრამ ზოგიერთი ექიმი ფიქრობს, რომ მასზე გავლენას ენდოკრინოლოგიური და ნერვული სისტემაც ახდენს. მკურნალობა – სიმპტომების მიხედვით.
7. სკლეროდერმია
კოლაგენის ჭარბი წარმოებით გამოირჩევა და 100 ათასი ადამიანიდან 24 ადამიანს აწუხებს. კანი სქელი და უხეში ხდება, სიარული რთულდება. ასევე ქსოვილები თირკმლებში, ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში სქელდება. სიმპტომების შემსუბუქება მედიკამენტების დახმარებით, ასევე ტანვარჯიშით შეიძლება.