8 დაავადება, რომლებიც ზაფხულობით მწვავდება

1138

ავადმყოფობა წლის ნებისმიერ დროს უსიამოვნოა, თუმცა, ზაფხულში იგი საწყენიც კია: გარშემო ყველა ტკბება მზის თბილი სხივებით, ხანგრძლივი, ნათელი დაისებით, თქვენ კი სახლში წოლა და აბების ყლაპვა გიხდებათ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, იცოდეთ იმ საშინელი დაავადებების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულად აქტიურდება წლის თბილ დროს, და დროულად მიიღოთ ზომები პროფილაქტიკისთვის. იყავით ჯანმრთელი დაე, თქვენი ზაფხული ნამდვილად დასამახსოვრებელი იყოს!

1. გრიპი და მრვი

ვირუსული ინფექციით დაავადების რისკი ზაფხულში 25%-ით იზრდება, თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ საზაფხულო ვირუსებს სხვა ტიპის მიკრობები იწვევს, რომლებსაც, მრვი-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გარდა, თან ახლავს მუცლის ტკივილი და გულისრევა. ამ ვირუსებისადმი ნაკლებად მოწყვლადი რომ იყოთ, აქტიურად ივარჯიშეთ და, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ პროფილაქტიკის ჩვეული ზომების მიღებაც.

2. ღამის კრუნჩხვები

თუ მოუსვენარი ფეხების სინდრომი გაწუხებთ, ზაფხულობით, დიდი ალბათობით, ამ პრობლემას ორჯერ უფრო ხშირად შეეჩეხებით. საქმე ისაა, რომ თბილ ამინდში მოტორული ნერვები დამატებით დატვირთვას განიცდიან და კრუნჩხვებით რეაგირებენ. ეცადეთ, მეტი სითხე მიიღოთ, ასევე, დაიტენიანეთ და გაიგრილეთ ფეხები ძილის წინ. თუ ეს ყველაფერი არ გეხმარებათ, მიმართეთ ექიმს.

3. როზაცეა

კანის ანთება, რომელსაც ძლიერი სიწითლე და გამონაყარი ახასიათებს, ასევე უარესდება ცხელ ამინდებში. შეტევები უფრო ხშირდება და დიდხანს გრძელდება. ექიმები გვირჩევენ ალოეს წვენის გამოყენებას კანის დამშვიდებისა და გაგრილებისთვის.

4. ავტოიმუნური დაავადებები

გაფანტული სკლეროზი, მჭამელა და სხვა ავტოიმუნური დაავადებები, როგორც წესი, ზაფხულში ძლიერდება. მზის სინათლე, ულტრაიისფერი სხივები, სიცხე – ყველა ეს ფაქტორი სიმპტომების გაძლიერებას იწვევს.

5. ეკზემა

სიცხე, წყლის ქლორი აუზში, მზისგან დამცავი საშუალებები კანისთვის, მარილიანი წყალი – ყველაფერი ეს აღიზიანებს კანს და იწვევს სიმპტომების გაძლიერებას. ეცადეთ დააზუსტოთ, ზუსტად რა ფაქტორი იწვევს დაავადების გამწვავებას თქვენს შემთხვევაში, და, შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ მათ.

6. კენჭები თირკმელში

რაც უფრო მაღალია ჰაერის ტემპერატურა, მით უფრო დიდია თირკმლებიდან კენჭების გამოსვლის ალბათობა – ასეთი შედეგი მიიღეს ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს დაკავშორებულია ზაფხულში ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვასთან, თირკმლები კი ზედმეტ დატვირთვას განიცდიან. ამიტომაა მნიშვნელოვანი ზაფხულობით დიდი რაოდენობით წყლისა და დროული ზომების მიღება, თუ გაუწყლოების სიმპტომები შენიშნეთ.

7. ასთმა

მტვერი, სმოგი, მცენარის მტვერი – ზაფხულის ჰაერი ქალაქში გაცილებით უფრო ბინძურია, ვიდრე ზამთარში, ასთმიან ადამიანებს კი ეს დამატებით პრობლემებს უქმნის. ყოველთვის თან იქონიერ წამალი, ასევე, მოერიდეთ ქუჩაში გასვლას, თუ დიდი ხანია არ უწვიმია.

8. შაკიკი

ჰაერის ტემპერატურის ყოველი 5 გრადუსით მომატებით, შაკიკის ალბათობა ორმაგდება – ასე ფიქრობენ მკვლევარები. ასევე, გვახსენებენ, რომ სიცხე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრიგერია, რომელიც ამ დაავადების გამწვავებას იწვევს. რისკის შესამცირებლად, მიიღეთ მეტი წყალი და აუცილებლად ატარეთ თავსაბურავი ქუჩაში გასვლისას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს