რომელი მედიკამენტების მიღება არ შეიძლება რუჯის მიღების დროს

1056

ალბათ, რუჯის უსაფრთხოდ მიღების წესები იცით: მზისგან დამცავი კრემი აუცილებლად გამოიყენეთ, ყოველ 2 საათში და ბანაობის შემდეგ თავიდან განაახლეთ, მზეზე ნახევარ საათზე მეტხანს არ გაჩერდეთ, ბევრი წყალი დალიეთ და თვალები ულტრაიისფერი სხივებისგან აუცილებლად დაიცავით.

არსებობს კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც მზის მოყვარულებს ემუქრებათ და ის ჩვენს პირად აფთიაქში იმალება. სანაპიროზე გასვლის წინ რამდენიმე, გავრცელებული მედიკამენტის მიღებამ შეიძლება ალერგია გამოიწვიოს, ასევე ულტრაიისფერი სხივების მიმართ კანის მგრძნობელობა გაზარდოს და მზის დამწვრობას ხელი შეუწყოს.

როგორ უკავშირდება ერთმანეთს რუჯი და მედიკამენტი?

ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ბევრი პოპულარული მედიკამენტი შეიცავს, კანის უჯრედებში აღწევს და სინათლის მიმართ მის მგრძნობელობას ზრდის. შედეგად, მზეზე მცირე ხნით ყოფნისას კანზე სიწითლე, ქავილის შეგრძნება და წყლულები ჩნდება. დაზიანება ისე გამოიყურება, როგორც მზის დამწვრობა. მას მედიკამენტის მიღებასთან ხშირად არ აკავშირებენ და ფიქრობენ, რომ უბრალოდ მზეზე დიდი დრო გაატარეს. სინამდვილეში, ყველაფერში დამნაშავე მედიკამენტის მიერ გამოწვეული გაზრდილი მგრძნობელობაა.

„მზის“ ალერგია

კიდევ ერთი უსიამოვნება, რაც შეიძლება რუჯის და მედიკამენტის კომბინაციამ გამოიწვიოს – ალერგია ულტრაიისფერ სხივებზე. მაშინაც კი, თუ „მზის ურტიკარია“ არასდროს გაწუხებდათ, მედიკამენტში შემავალი ნივთიერება ორგანიზმში გროვდება და შეუძლია შემადგენლობა უფრო ტოქსიკური, იმუნიტეტის საწინააღმდეგო გახადოს. შედეგად, ორგანიზმი მდგომარეობას საფრთხედ აღიქვამს და ალერგიული რეაქციით პასუხობს. სიმპტომები მზის დამწვრობას არ ჰგავს, უფრო ნებისმიერ სხვა ალერგიას გვაგონებს: კანზე გამონაყარი, ქავილი, ტემპერატურის მომატება და თავის ტკივილი. თუ მზეზე ყოფნის შემდეგ ეს ნიშნები შენიშნეთ, ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება მიიღეთ. თუ ნიშნები არ ქრება, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

თუ ზემოთ მოცემულ სიმპტომებს კიდურების შეშუპება დაემატა, მით უფრო სახეზე, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

რომელი მედიკამენტების მიღება არ შეიძლება რუჯის მიღების დროს?

ანტიბიოტიკები – ტეტრაციკლინის, ხინოლონის და ფტორხინოლონის ჯგუფიდან;

ტკივილგამაყუჩებელი საშუალება – პიროქსიკამი, ნაპროქსენი ან დიკლოფენაკი;

შარდმდენი საშუალებები, რომლებიც ფუროსემიდსა და ჰიდროქლორთიაზიდზეა დაფუძნებული;

ანტიარითმიული საშუალება, რომლის აქტიური ნივთიერებაა ამიოდარონი ან დიზოპირამიდი;

ბევრი ანტიდეპრესანტი, განსაკუთრებით კრაზანას ექსტრაქტის შემცველი საშუალება;

სულფანილამიდის ჯგუფის საშუალება, მაგალითად კო-ტრიმოქსაზოლი;

ჰორმონალური ორალური კონტრაცეპტივები, ასევე სამკურნალო საშუალება, რომელიც ესტრაგონს შეიცავს;

ნახშირზე დაფუძნებული მალამო;

ბერგამოტის, ლავანდის და ევკალიპტის ზეთი;

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს