სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვწევს ძალა, გავლენა მოვახდინოთ ოჯახის ისტორიასა და ასაკზე – ძირითად ფაქტორებზე, რომლებიც დემენციის განვითარებაზე აგებს პასუხს. მაგრამ, საბედნიეროდ, გვაქვს შესაძლებლობა, შევცვალოთ საკუთარი ცხოვრების წესი და ჩვეული რაციონი, რომლებიც, ასევე, გავლენას ახდენს ამ დაავადების გაჩენის რისკზე. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ეს მავნე ჩვევები, რომლებიც რამდენიმე ათწლეულში თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრებას უარესისკენ შეცვლის. აუცილებლად დათმეთ ეს ჩვევები და იცხოვრეთ ჯანსაღად!
1. ცუდად კვება
დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი რაციონი არამხოლოდ გულისა და სისხლძარღვების ნორმალური მუშაობის, კარგი ფიგურისა და ენერგიის წინაპირობაა. ჩვენი ტვინის ჯანმრთელობაც უშუალოდაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ და რა სახის მკვებავ ნივთიერებას ვიღებთ საკვებიდან ყოველდღიურად. რაც უფრო ნაკლებია ყოველდღიურ რაციონში ნაჯერი ცხიმები, რაც მეტია მასში ბოსტნეული, ხილი, სრულმარცვლოვანი პროდუქი და სასარგებლო, მონოუჯერი ცხიმები, მით უკეთ მუშაობს იგი და უფრო ძლიერია ბუნებრივი დაცვაც ასაკობრივი ცვლილებების წინააღმდეგ.
2. ქრონიკული დაავადებების უგულებელყოფა
ორი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების გაჩენის რისკს ზრდის, არის დიაბეტი და ჰიპერტონია, რომელთა დროსაც პაციენტები არ იღებენ აუცილებელ მკურნალობას. თუ ამ ორიდან რომელიმე დაავადება გაწუხებთ, აუცილებელია დიეტის დაცვა, ცხოვრების მაქსიმალურად აქტიური წესის შემოღება, წამლების საჭიროებისამებრ მიღება და იმის გათვალისწინება, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია დემენციის პროფილაქტიკისთვის.
3. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
ინსულტი, სისხლის მომატებული წნევა, ღვიძლის დაავადებები – იმ დაავადებების სიას, რომლებიც ხშირად აწუხებთ ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებს, უნდა დავუმატოთ დემენციაც. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იწვევს ტვინის უჯრედების ატროფიას, რაც იწვევს მეხსიერების დაკარგვას, კოგნიტური შესაძლებლობების ძლიერ შემცირებას და დემენციის განვითარების რისკის ზრდას.
4. მოწევა
ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი მწეველებში 79%-ით მეტია მათთან შედარებით, ვინც არასდროს ეწეოდა. თუმცა, კარგი ამბავიც გვაქვს: ვინც მოწევას თავს ანებებს, დაავადების რისკიც უმცირდება. დიდი ალბათობით, ის არასდროს იქნება იმდენად დაბალი, რამდენადაც არამწეველ ადამიანებშო, თუმცა, “მოგებული” პროცენტებიც ძალიან მნიშვნელოვანია.
5. ცხოვრების მჯდომარე წესი
რამდენიმე წლის წინ, ცხოვრების მჯდომარე წესი ოფიციალურად იქნა აღიარებული, როგორც ჯანმრთელობისთვის მოწევაზე უფრო საშიში ჩვევა. გარდა ამისა, რეგულარული ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა პირდაპირი მნიშვნელობით გვადებილებს. ფიზიკური აქტივობისა და სპორტის დროს, სისხლი იჟღინთება ჟანგბადით, რაც სასარგებლოა არამხოლოდ გულისა და სისხლძარღვების, არამედ ტვინისთვისაც. აერობული დატვირთვის 150 წუთი კვირაში – ეს აუცილებელი ნორმაა.
6. ტვინის გავარჯიშების ნაკლებობა
ფიზიკური უძრაობის მსგავსად, ჩვენი ტვინისთვის გონებრივი უმოქმედობაც საშიშია. ტვინითვის აუცილებელია რეგულარული ვარჯიში, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების აქტიურობის შენარჩუნებას და ახალი ნეირონული კავშირების(სინაფსის) წარმოქმნას, რომლებიც ხელს უშლის დემენციას. უცხო ენების შესწავლა, სუდოკუსა და კროსვორდის ამოხსნა, თავსატეხების აწყობა, კარტის თამაში – ეს ყველაფერი თქვენი ტვინისთვის სასარგებლოა.
7. სოციალური პასიურობა
ბრიგამის უნივერსტიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა პირდაპირი კავშირი მარტოობის შეგრძნებასა და ბეტა-ამილოიდის დაგროვებას შორის. ბეტა-ამილოიდი არის ტვინში არსებული ცილა, რომელიც დაკავშირებულია ალცჰაიმერის დავადებასთან. მაშინაც კი, თუ მარტო დროის გატარება მოგწონთ, კვირაში ერთხელ მაინც შეხვდით ახლობლებსა დ ანათესავებს ან დაკავდით სოციალური ღონისძიებებით, მაგალითად, მოხალისეობით.
8. საკმარისზე მეტი ან ნაკლები ძილი
სრულყოფილი ღამის ძილი ჩვენი ტვინისთვის საციცოცხლოდ აუცილებელია. სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევათაგან 15%-მდე შეიძლება ძილის უკმარისობით იყოს გამოწვეული, მაგალითად, უძილობის ან ღამის აპნოეს გამო. თუმცა, მეტისმეტად ხანგრძლივი ძილიც საშიშია: კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 7500-მა ქალმა მიიღო, აჩვენა, რომ დღეში 8-9 საათზე მეტხანს ძილი დემენციის გაჩენის რისკს 35%-ით ზრდის.