იცით თუ არა, საერთოდ რა არის ჩაის სოკო? თუ არა, ამის შესახებ აუცილებლად უნდა გაიგოთ და სახლში მისი გაზრდა დაიწყოთ. პირველ რიგში, ის ეფექტური ანტიბიოტიკია. მეორე მხრივ, ორგანიზმისთვის აუცილებელიე სასარგებლო ბაქტერიების და ვიტამინების საწყობია.
ჩაის სოკო სხვადასხვა ბაქტერიების და საფუარის კომბინაციაა, რომელიც ბუნებრივი პირობებით იქმნება. ჩაის სოკო სხვადასხვა ეროვნების ხალხს შორის იმდენად პოპულარულია, რომ მის შესახებ ცნობებს თითქმის ყველა კულტურაში იპოვით. ეს გასაკვირი არაა, რადგან გემრიელი გემოს და რიგი სასარგებლო თვისებების წყალობით, ჩაის სოკოს კულტურული სითხე ძლიერი ანტიბიოტიკია.
ჩაის სოკოს ისტორია უძველესი დროიდან იწყება. პირველი ხსენება მის შესახებ ჩვ.წ.აღ-მდე 220 წლით თარიღდება, ძველ ჩინეთის ცინის დინასტიის დროს, სადაც მას „კომბუხა“ ეწოდებოდა. ტერმინი „კომბუხა“ სხვადასხვა კულტურაში დღემდე გამოიყენება.
ჩაის სოკო ცელულოზას ქსოვილის ბოჭკოების და სასარგებლო მიკროორგანიზმების კოლონიას წარმოადგენს. ჩაის სოკო, როგორც წესი, სასარგებლო საფუარის ბევრ ფერმენტს შეიცავს, რომლებიც შაქარს სპირტად გადააქცევენ. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და გავრცელებული ბაქტერიაა Gluconacetobacter xylinus – მიკრობიოლოგიური ცელულოზის მთავარი შემქმნელი. ეს მიკროორგანიზმი ეთანოლს ძმრის მჟავად აქცევს, რაც ჩაის სოკოში ალკოჰოლის რაოდენობას ამცირებს და პრობიოტიკული პროდუქტების რაოდენობას ზრდის.
ჩაის სოკოს მჟავე გარემო ობით და დაავადების გამომწვევი ბაქტერიებით დაინფიცირების რისკს აფერხებს. გარდა ამისა, ჩაის სოკო ბევრ ნივთიერებას აწარმოებს:
- ორგანულ მჟავებს (ძმრის მჟავა, გლუკონის მჟავა, მჟაუნმჟავა, ლიმნის მჟავა, ვაშლმჟავა, რძის მჟავა)
- ეთილის სპირტი
- ვიტამინები (ასკორბინის მჟავა, თიამინი, D ვიტამინი)
- ფერმენტები (კატალაზა, ლიპაზა, პროთეაზა, ნახშირწყლები, ზიმაზა)
- ლიპიდები (სტეროლები, ფეოფატიდები, ცხიმოვანი მჟავები)
- შაქარი (მონოსაქარიდი, დისახარიდი)
- პიგმენტები (ქლოროფილი, ქსანტოფილი)
- პურინის საფუძვლები ჩაის ფოთლებისგან
- ფისი და ტანინები ჩაის ფოთლებისგან
- ანტიბიოტიკური ნივთიერებები
ჩაის სოკოს ანტიბაქტერიული ეფექტი ცალკე საუბარს იმსახურებს. კვლევის თანახმად, რომელიც 1946 – 1947 წლებში ერევანში ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტში ასოცირებულმა პროფესორმა ლ.თ.დანიელიანმა და პროფესორმა გ.ა.შაკარიანმა ჩაატარეს, ჩაის სოკოს ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრი გააჩნია. მეცნიერების აზრით, ჩაის სოკოს სითხის ანტიბაქტერიული აქტივობა, ძირითადად, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების არსებობით არის განპირობებული.
ჩაის სოკო რიგი გრამოდადებითი და გრამოუარყოფითი ბაქტერიების საწინააღმდეგოდ სასარგებლოა. ბაქტერიების უმეტესობა ჩაის სოკოში 10 წუთიდან 2 საათში კვდება.
ობის ბაქტერიები და სოკოები უფრო მდგრად წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ 1-4 დღეში ისინიც იღუპებიან.
ჩაის სოკოს მოქმედების მიმართ ყველაზე მეტად მგრძნობიარე სტრეპტოკოკი აღმოჩნდა, რომელიც გაუხსნელ ჩაის სოკოში 1 საათში დაიღუპა.
სხვა სიტყვებით, ჩაის სოკოს სითხე პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებბის დროს შეგიძლიათ მიიღოთ. პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ სასმელი ყოველდღე დალიოთ.
როგორ გავზარდოთ ჩაის სოკო ნულიდან
თუ ჩაის სოკო მხოლოდ გემრიელი სასმელის სახით გსურთ, რომელსაც ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება ექნება, შეგიძლიათ ჩაის სოკო შავი ჩაიდან გაზარდოთ. თქვენ სამ ლიტრიანი ქილა, მარლის ქსოვილი, ჩაის დასაყენებელი ჩაიდანი, მდუღარე წყალი, შაქარი და შავი ჩაის მსხვილი ფოთლებისგან დაყენებული ჩაი. ამასთან დაყენებული ჩაი ჩვეულებრივი უნდა იყოს.
პირველ რიგში, სამ ლიტრიანი ქილა კარგად გარეცხეთ. ეს აუცილებელი მოთხოვნაა, რადგან ჩაის სოკოს სისუფთავე ძალიან უყვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ისე დაიღუპება, რომ გაზრდასაც ვერ მოასწრებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ქილების სარეცხად სინთეტიკური სარეცხი საშუალება არ გამოიყენოთ – ჩვეულებრივი საკვები სოდა საკმარისია.
ჩაიდანში 5 ს/კ შავი ჩაი ჩაყარეთ და ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. შემდეგ 7 ს/კ შაქარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და მარლის დახმარებით გადაწურეთ. ტკბილი ჩაი სამ ლიტრიან ქილაში ჩაასხით, ზემოდან მარლის ქსოვილი დააფარეთ და ბნელ ადგილას ნახევარი თვე გააჩერეთ.
სადღაც 1,5 კვირაში ძლიერი ძმრის სუნი გაჩნდება – ეს ნორმალურია, ოდნავ მოთმენა მოგიწევთ. 5-6 დღეში სუნი პრაქტიკულად გაქრება, სითხის ზემოთ კი თხელი ფირი გაჩნდება – ეს ჩაის სოკოა. ყოველდღე ის უფრო სქელი და სქელი გახდება – სოკოს ზრდა მთელი ცხოვრება არ შეწყდება.
სოკოს გაზრდა ვარდის ნაყენით
თუ ჩაის სოკოს ამოცანა არა მხოლოდ წყურვილის მოკვლა, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, სჯობს ვარდის ნაყოფიდან გაზარდოთ. ასეთი ჩაის სოკო ნამდვილი აღმოჩენაა გრიპის და სურდოს სეზონზე, ასევე გაზაფხულზე, როცა ავიტამინოზი აქტიურდება. გაზრდის პრინციპი იგივეა, მაგრამ არსებობს გარკვეული ნიუანსი.
პირველ რიგში ვარდის ნაყენი მოამზადეთ. ამისთვის შეგიძლიათ როგორც ახალი, ასევე გამომშრალი გამოიყენოთ. თერმოსში 4 ს/კ ვარდი მოათავსეთ, ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 5 დღით გააჩერეთ.
მას შემდეგ, რაც ვარდის ნაყენი მზად იქნება, შეგიძლიათ სოკოს გაზრდას შეუდგეთ. სამ ლიტრიანი ქილა გარეცხეთ, ვარდის ნაყენი და წინასწარ მომზადებული ჩაის ნაყენი( 1 ს/კ შავი ჩაი 1 ჭიქა მდუღარე წყალი) ჩაასხით. 5 ს/კ შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მთელი ღამე გააჩერეთ.
შემდეგ მარლის ქსოვილში გადაწურეთ, ქილას გამოავლეთ და კვლავ ნაყენით აავსეთ. ქილას რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლის ქსოვილი დააფარეთ და თბილ, ბნელ ადგილას მოათავსეთ. შემდეგ პროცესი სტანდარტული სქემით განხორციელდება – დაახლოებით 2 კვირაში ძლიერი ძმრის სუნი გაჩნდება, რომელიც მალე გაქრება. თავად სოკო 2,5 თვეში გაჩნდება.
ჩაის სოკოს მოვლა
სახლის პირობებში ჩაის სოკოს ნულიდან გაზრდა საქმის მხოლოდ ნახევარია. ჩაის სოკოს მოვლა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში არა გემრიელ სასმელს, არამედ ძმრის მსგავს სითხეს მიიღებთ, ან უფრო უარესი ჩაის სოკო უბრალოდ დაიღუპება.
სხვათა შორის ჩაის სოკოს ჯანმრთელობის შესანიშნავი მაჩვენებელი არსებობს. ის ყოველთვის წყლის ზედაპირზე უნდა იყოს. თუ სოკო ფსკერზე დაეშვება, ან ჩაის ნაყენის დამატების შემდეგ წყლის ზედაპირზე არ ამოდის – დიდი ალბათობით, ის უკვე დაღუპულია. ამ დროს აუცილებელია მკურნალობა, ნებისმიერ შემთვევაში მოვლის ერთადერთი მეთოდი – სისუფთავე და სწორი მოვლაა.
სითხის მოცულობა
როგორც ხვდებით, თავიდან ქილაში მცირე რაოდენობის სითხე იყო – დაახლოებით 0,5 ლ. როცა უკვე სოკო იზრდება, სითხე უფრო მეტი უნდა იყოს – დაახლოებით 3 ლ. ჩაის სოკო დეკორაციის ნაწილი არაა და მას დალევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სითხე რეგულარულად უნდა დაუმატოთ.
ამისთვის სპირტიანი ჩაის ნაყენი გამოიყენეთ – მდუღარე წყალი დაასხით, გააგრილეთ, შაქარი დაუმატეთ, ამის შემდეგ ქილაში ჩაასხით. შაქარი ძალიან ცოტა იყოს, მაქსიმუმ 2 ს/კ 1 ლ სითხეზე. სოკოსთვის ეს საზიანო არაა, უბრალოდ ასეთი სასმელის დალევა თქვენთვის კომფორტული არ იქნება. ზიანი არ იქნება. თუ შაქარი ბოლომდე გაიხსნება – შაქრის ნამცეცები ზედაპირზე არსებულ სოკოსთან კონტაქტში არ უნდა მოხვდეს.
დაბანის დღე
2-3 კვირაში ერთხელ ჩაის სოკოს დაბანის დღე უნდა მოუწყოთ. თავად სოკო ქილიდან ფრთხილად გამოიღეთ, ფართო თეფშზე მოათავსეთ, ეცადეთ დეფორმაცია არ განიცადოს. სითხე, რომელშიც სოკო იმყოფებოდა, მარლის ქსოვილით გადაწურეთ და სუფთა, სამ ლიტრიან ქილაში მოათავსეთ.
სოკოს თეფში ნიჟარაში მოათავსეთ და თბილი წყლით ფრთხილად გარეცხეთ, შემდეგ რამდენიმე წუთით ჰაერზე დატოვეთ. შემდეგ ქილაში მოათავსეთ და მარლის ქსოვილი დააფარეთ. ამ მარტივი პროცედურის დახმარებით ჩაის სოკო ჯანმრთელი დარჩება.
წინააღმდეგ შემთხვევაში სოკო დაავადებას დაიწყებს – თავიდან ყავისფერი გახდება, შემდეგ დაიშლება. ასეთი სოკოს გადარჩენა რთულია. ახლის გაზრდა უფრო მარტივია. ასეთი ჩაის სოკოს სასმელის დალევა რეკომენდებული საერთოდ არაა, რადგან არა მხოლოდ სარგებელს კარგავს, არამედ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხდება. გახსოვდეთ, რომ ჩაის სოკოს ნაყენი ყოველთვის გამჭვირვალე უნდა იყოს.
ჩაის სოკოს შენახვა
კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა – ჩაის სოკოს სწორად შენახვა. ტემპერატურა საკმაოდ მაღალი მხოლოდ ჩაის სოკოს ზრდის დროს უნდა იყოს. შემდეგ ოპტიმალუტი ტემპერატურა 18 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ჩაის სოკოს ნორმალური სასიცოცხლო აქტივობისთვის განათება უბრალოდ აუცილებელია, ამიტომ მინიმუმ 8 საათით განათებული უნდა იყოს. პირდაპირ მზის სხივებს მოერიდეთ. ჩაის სოკო ფანჯრის რაფაზე არ დადოთ.
ჩაის სოკოს სარგებელი
ჩაის სოკოს სასარგებლო თვისებების შესახებ მოკლედ მაინც უნდა ვისაუბროთ.
ნივთიერებათა ცვლა და იმუნური სისტემა
ჩაის სოკოს სასმელი გაცილებით უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ძვირადღირებული ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. ვიტამინები, მინერალები, ნახშირის, რძის და სხვა მჟავები, მინერალები, ფერმენტები – ეს სრული სია არაა. სწორედ ამიტომ, გასაოცარი არაა, რომ ჩაის სოკოს სასმელი იმუნურ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
თქვენ გაწუხებთ გასტრიტი, ბოყინი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დაავადება, დისბაქტერიოზი? მხოლოდ 1 ჭიქა ჩაის სოკოს სასმელი უზმოზე დალიეთ და სიტუაცია 1 კვირაში გაუმჯობესდება. რეგულარული გამოყენება სრულად განკურნებას იწვევს. სასმელი ყველაზე ძლიერ გულძმარვასაც შველის.
ჩაის სოკო ძალიან კარგად ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს, არეგულირებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და ნივთიერებათა ცვლას, რაც მთავარია იმუნურ დაცვას აძლიერებს.
ჩაის სოკოს თვისებების და სახლის პირობებში მისი გაზრდის შესახებ უფრო დეტალურად ამ ვიდეოში ნახეთ.