ქიშმიშის სამკურნალო თვისობები განპირობებულია გამომშრალ ხილში მინერალური მარილების, ორგანული მჟავებისა და ვიტამინების შემცველობით. შაქრის(გლუკოზისა და ფრუქტოზის) რაოდენობა ქიშმიში რვაჯერ უფრო მეტია, ვიდრე ყურძენში.
პროდუქტი შეიცავს ცილებსა და დიდი რაოდენობით მინერალურ ნივთიერებებს, ასევე, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელი ბორი.
მუქი ქიშმიში, მუქი ყურძნის მსგავსად, უფრო სასარგებლოდ ითვლება, ვიდრე ღია სახეობები.
წარმოგიდგენთ ქიშმიშით მკურნალობის რეცეპტებს:
ბრონქიტის, პნევმონიის, ჰიპერტონიის დროს, სხვა საშუალებებთან ერთად, დღეში რამდენჯერმე მიირთვით ქიშმიშის ასეთი ნახარში: 100 გ დაქუცმაცებულ(ხორცსაკეპში) ქიშმიშს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით, გადაწურეთ მარლაში.
ქიშმიში შეიცავს სასარგებლო ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, საკვებ ბოჭკოებს, ცილებს, ვიტამინებსა და მინერალურ მჟავებს.
კალიუმი, რომელსაც ქიშმიშის შემადგენლობაში ვხვდებით, სასარგებლოა თირკმლებისა და გულის კუნთისმუშაობისთვის, ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის ნორმალური მიმოქცევისთვის.
ქიშმიშშივე არსებულ ნიკოტინის მჟავას აქვს მომადუნებელი თვისება, რაც ნერვული სისტემის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ქიშმიშის ნახარში სასარგებლოა კუჭის აშლილობისა და ანემიის დორს, გვეხმარება სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტის აღდგენაში ფეხმძიმობის დროს.
ქიშმიშში არსებული ორგანული მჟავები ხელს უწყობს კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ასევე, ეს პროდუქტი კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება, ძირითადად, სახის ნიღბის ერთ-ერთ ინგრედიენტად.
ქიშმიშის შარდმდენი ნახარში
აიღეთ 1 წილი ძირტკნილას ფესვი, 4 წილი დათვის კენკრის ფოთლები და ღვიის ნაყოფი. დაუმატეთ 15 გ ქიშმიში. 1 ს.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ გაგრილებამდე და გადაწურეთ. მიიღეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, დღეში 3-4ჯერ, 1 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ან
3 წილ დათვის კენკრას, 1 წილ ძირტკბილას ფესვსა და ღიღილოს ყვავილებს დაუმატეთ 15 გ ქიშმიში და 1ს.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ გაგრილებამდე და გადაწურეთ. მიიღეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, დღეში 3-4ჯერ, 1 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!