ჩვენს ორგანიზმში მუდმივად იწარმოება ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს ემოციურ რეაქციაზე გავლენას ახდენენ – ნეირომედიატორები, ჰორმონები და ნეიროპეპტიდები.
პოპულარულ ლიტერატურაში ამ ნივთიერებებს ხშირად „ბედნიერების ჰორმონებს“ უწოდებენ. მათ მიეკუთვნება დოფამინი, სეროტონინი და ოქსიტოცინი. ქალის განწყობაზე გავლენას ასევე ახდენს ესტროგენი და პროგესტერონი.
1. დოფამინი
დოფაინი ჩვენი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ძალიან დაბალი დონე დეპრესიას, წუხილს, შიშს, ნეგატიურ ფიქრებს, გაფანტულობას და სხვა ემოციურ და ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს.
აი, რამდენიმე მეთოდი, რომელთა დახმარებით ორგანიზმში დოფამინის დონეს გაზრდით:
- ფიზიკური დატვირთვა;
- გასაკეთებელი საქმეების სია და დასრულების შემდეგ მათი გადახაზვა;
- დოფამინის წარმოების მასტიმულირებელი პროდუქტების გამოყენება: ქათმის კვერცხი, მწვანე ჩაი, რძე, საზამთრო, ყავა, ნუში, ბანანი, შავი შოკოლადი და იოგურტი;
- მხიარული მუსიკის მოსმენა;
- მედიტაციისა და იოგის პრაქტიკა;
2. ოქსიტოცინი
ოქსიტოცინის გაზრდილი დონე ადამიანში კმაყოფილების გრძნობას, შიშისა და შფოთვის შემცირებას, პარტნიორთან სიმშვიდის და ნდობის გრძნობას იწვევს.
ფიზიოლოგიურ დონეზე ოქსიტოცინი მიჯაჭვულობის მექანიზმს რთავს: სწორედ ოქსიტოცინი იწვევს ქალებში სექსუალურ პარტნიორთან მიჯაჭვულობას, ხოლო კაცებში რომანტიკულ განწყობას ქმნის და ერთგულებისადმი მზადყოფნას იწვევს.
მიჯაჭვულობის ჰორმონის დონის გასაზრდელად:
- პარტნიორს ხშირად ჩაეხუტეთ, აკოცეთ და სექსით დაკავდით;
- კომპლიმენტები უთხარით და სულიერ თემებზე ესაუბრეთ;
- სცადეთ, მეგობრულ გუნდში იყოთ;
- კონცერტზე ფანების, თამაშის გულშემატკივრების, სპორტული გუნდის წევრების და ა.შ. შორის მოხვდით;
- მედიტაციით დაკავდით და ხშირად ილოცეთ;
- შინაური ცხოველი აიყვანეთ და მას რაც შეიძლება ხშირად მოეფერეთ;
3. სეროტონინი
სეროტონინი არის ნეირომედიატორი, რომელიც ადამიანის განწყობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას არეგულირებს. მისი წარმოების ან ათვისების პროცესის დარღვევა განწყობის გაუარესებას და დეპრესიას იწვევს.
სეროტონინის წარმოება პირდაპირ გავლენას ახდენს არა მხოლოდ განწყობაზე, არამედ კოგნიტურ ფუნქციებზე, ძილზე და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე. სეროტონინის 90% კუჭ-ნაწლავის ტრაქტში იმყოფება.
როგორ გავზარდოთ სეროტონინის დონე?
- ტრიპტოფანის შემცველი საკვები მიიღეთ: კვერცხი, რძის პროდუქტი, უცხიმო ყველი, კაკალი და მწვანილი;
- მასაჟი გაიკეთეთ და სპორტით დაკავდით;
- მზეზე უფრო დიდხანს იყავით;
- ნაკლები შაქარი მიიღეთ;
- ბევრი მაგნიუმი და B ჯგუფის ვიტამინი მიიღეთ;
4. ესტროგენი
თუ ქალს რეპროდუქტიულ ასაკში ესტროგენის დეფიციტი აქვს, სიმპტომები ყველაზე ხშირად გამოვლინდება განწყობის სწრაფი ცვლილებით, ლოგინში „გაციებით“, მეხსიერების გაუარესებით და სხვა ნიშნებით.
როგორ აღვადგინოთ ორგანიზმში ესტროგენის ბალანსი?
- ესტროგენის გამოდევნის გზები დაარეგულირეთ – ღვიძლი და ნაწლავები. ღვიძლის მუშაობის მხარდასაჭერად მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინები, C ვიტამინი, ცილა და სელენი.
- რაციონიდან შაქარი და მარტივი ნახშირწყლები (ფქვილი, თეთრი ბრინჯი, მაკარონი) გამორიცხეთ, რადგან ისინი პათოგენურ ბაქტერიებს კვებავენ, რაც ესტროგენის გამოდევნას ხელს უშლის.
- რაციონში უჯრედისის (ბოსტნეული) რაოდენობა გაზარდეთ, რომ ჭარბი ესტროგენი ორგანიზმიდან გამოდევნოთ. ამისთვის გამოდგება ლიგნინი – პარკოსანი პროდუქტების, სტაფილოს, თესლისა და მსხლის უხსნადი საკვები ბოჭკო.
- მიკროტალღურ ღუმელში საკვების პლასტმასის კონტეინერში გაცხელება არ შეიძლება, რადგან ეს კერძს უცხო ესტროგენებით ამდიდრებს.
5. პროგესტერონი
35-დან 50 წლის ასაკში ესტროგენის დონე 35%-ით, ხოლო პროგესტერონის კონცენტრაცია მთელი 75%-ით მცირდება.
ესტროგენთან შედარებით პროგესტერონის ასეთი სწრაფი შემცირება სამწუხარო შედეგებს იწვევს, კერძოდ: მძიმე წინა მენსტრუაციულ სინდრომს, დეპრესიულ მდგომარეობას, მასტოპათიას და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევას.
აი, რამდენიმე ბუნებრივი მეთოდი პროგესტერონის ჰორმონის წარმოების გასაზრდელად:
- მიიღეთ პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს საკუთარი პროგესტერონის წარმოებაში ეხმარება: ხორცი (ძროხა, ქათამი, ინდაური), ასევე რძის პროდუქტები და კვერცხის გული.
- დამატებით C ვიტამინი მიიღეთ;
- მოერიდეთ მცენარეებს, რომლებიც ესტროგენის დონეს ზრდიან;
- თუთიით და მაგნიუმით მდიდარი საკვები მიიღეთ;
- სტრესის თავიდან აცილება ისწავლეთ;
- მავნე ჩვევებზე უარი თქვით;
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.