აი, რატომ არ შეიძლება მზის დამწვრობის დროს „პანთენოლის“ წასმა. ნახეთ პრეპარატის შემადგენლობა

3695

ჩვენ ყველა მიჩვეული ვართ, რომ ზღვაზე წასვლის დროს სააფთიაქო ყუთში „პანთენოლის“ ქილა ან ტუბი ჩავდოთ. ზაფხულის მცხუნვარე მზეზე დამწვრობის დროს სწორედ მას იყენებენ. ითვლება, რომ „პანთენოლი“ დამწვრობის დროს სწრაფი დამხმარე საშუალებაა და ჩვენ ყველა მას აქტიურად ვიყენებთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა.

დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, შეიძლება თუ არა „პანთენოლის“ წასმა ახალ დამწვრობაზე და დაგეხმარებათ თუ არა შეხორცებაში.

„პანთენოლი“ დამწვრობის საწინააღმდეგოდ

ზაფხულის სეზონზე მზის დამწვრობის თემა განსაკუთრებით აქტუალურია. სწორედ ამიტომ, უკრაინის პარამედიკოსები ხალხს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევენ. განსაკუთრებული აქცენტი სწორედ „პანთენოლის“ გამოყენებაზე კეთდება. პარამედიკოსები აცხადებენ, რომ „პანთენოლი“ დამწვრობის სამკურნალოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ.

პირველ რიგში, ექიმები აღნიშნავენ, რომ „პანთენოლი“ უპირველეს ყოვლისა ჭრილობის შესახორცებელი საშუალებაა. ის, რომ ის მზის დამწვრობას შველის, არსად წერია. თუმცა ზოგიერთ ტუბსა და ქილაზე ეს წერია, მაგრამ პირველ რიგში ჭრილობის შესახორცებელ თვისებებზეა საუბარი.

მეორე მხრივ, პარამედიკოსები პრეპარატის შემადგენლობას უთითებენ და თითოეულ კომპონენტს განიხილავენ. საშუალების მთავარი ინგრედიენტი – დექსპანთენოლია (B5 პროვიტამინი). ნივთიერებათა ცვლის პროცესში დექსპანთენოლი პანთელონის მჟავამდე იჟანგება, რომელიც კანის აღდგენას ხელს უწყობს.

ასევე შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელიც დამწვრობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ის კრემის და მალამოს დამზადების დროს შესასქელებლად გამოიყენება. თავად ტოქსიკური არაა, მაგრამ კანზე შეიძლება უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს. მაგალითად, შეიძლება ურტიკარია წარმოიქმნას.

შემდეგ ვხვდებით დამხმარე დანამატებს, რომელთაგან არც ერთი დამწვრობის დროს არ გამოიყენება. მაგალითად, პროპილენ გლიკოლი, რომელსაც ბაქტერიოციდული თვისება აქვს, კალიუმის დიჰიდროფოსფატი – მჟავიანობას აწესრიგებს და ტეტრაფტორეტანი, რომელსაც გაგრილებას ხელს უწყობს. როგორც ხედავთ, ზემოთ მოცემულიდან არც ერთი დამწვრობის დროს არ გამოიყენება.

დიახ, დექსპანთელონი კანის აღდგენას და დაცვას ხელს ნამდვილად უწყობს და მასზე ჭრილობის შეხორცების ფუნქციას ასრულებს, როგორც შეფუთვაზეა მითითებული. თუმცა ჭრილობა შეხორცებას მხოლოდ მე-5 დღეს იწყებს, ხოლო მანამდე „პანთენოლი“ არათუ ვერ შეძლებს, არამედ სიტუაციას გააუარესებს.

საქმე იმაშია, რომ „პანთენოლი“ დამწრობაზე წასმის დროს ქაფის სქელ ფენას ქმნის. ეს კი ჭრილობის გასაგრილებელ გზას ბლოკავს. ამრიგად, სითბო არსად არ მიდის, მხოლოდ შიგნით და დამწვრობა მძიმდება. ჩვეულებრივი ფიზიკაა.

სწორედ ამიტომ, ახალ დამწვრობაზე „პანთენოლის“ გამოყენება არ ღირს. ერთადერთი რაც ნამდვილად უნდა გააკეთოთ, ჭრილობა დაიტენიანეთ და გააგრილეთ. ამაში ცივი კომპრესები და მზის აბაზანებზე უარის თქმა გიშველით. „პანთენოლი“ კი მხოლოდ 5 დღის შემდეგ გამოიყენეთ, რომ დამწვრობიდან მიღებული ჭრილობა სწრაფად შეხორცდეს.

მზის დამწვრობის მიღება ძალიან ადვილად და მარტივად შეიძლება, განსაკუთრებით დასვენების პირველ დღეებში, როცა სანაპიროზე დაწოლა და სითბოთი სიამოვნების დიდხანს მიღება გსურთ. ეს არც ისეთი რთულია: ყველაზე მცხუნვარე საათებში მზეზე არ გახვიდეთ და მზისგან დამცავი კრემები გამოიყენეთ. ესეც მთელი საიდუმლო. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს