სასარგებლო ცნობარი სანელებლების შესახებ: რა რას უნდა დაუმატოთ

2143

თითოეულ, საკუთარი თავის დამფასებელ დიასახლისს სახლში არა ერთი სანელებლის ქილა აქვს, ზოგჯერ მათი რაოდენობა ათეულს აღწევს…როგორ არ დავიბნეთ და გავიხსენოთ, თუ რა რას უნდა დაუმატოთ? ამისთვის „ვივიენი“ სანელებლების ცნობარს გთავაზობთ.

ხორცისთვის: წითელი, შავი, ბაჰარის წიწაკა ან მიხაკი, მაიორანი, ბეგქონდარა, კვლიავი, კურკუმა, ხახვი, ორეგანო.

ფრინველისთვის: ბეგქონდარა, მაიორანი, როზმარინი, სალბი, ბაზილიკი.

თევზისთვის: დაფნის ფოთოლი, თეთრი წიწაკა, კოჭა, ბაჰარის წიწაკა, ხახვი, ქინძი, ჩილის წიწაკა, მდოგვი, კამა, ბეგქონდარა.

გრილისთვის: წითელი წიწაკა. ბაჰარის წიწაკა, ილი, ბეგქონდარა, მაიორანი, მუსკატის კაკალი და მუსკატის ყვავილი, კვლიავი, კოჭა, ჩილის წიწაკა.

გარეული ფრინველისთვის: ბეგქონდარა, ორეგანო, ბაჰარის წიწაკა, წითელი წიწაკა, ღვია.

რაგუსთვის: წითელი წიწაკა, კოჭა, კურკუმა, ქინძი, მდოგვი, ილი, კვლიავი, შავი წიწაკა, ბაჰარის წიწაკა, მუსკატის კაკალი, მიხაკი.

კომბოსტოსთვის: ქინძი, დიდი კამა, ძირა, შავი მდოგვის თესლი.

კარტოფილისთვის: ქინძი, კურკუმა და ასაფეტიდა.

პარკოსანისთვის: ძირა, ასაფეტიდა, კოჭა, წიწაკა, პიტნა და ქინძი.

მარინადისთვის: დაფნის ფოთოლი, ღვია (კენკრას მარინადში გარეული ფრინველის ან თევზის მომზადების დროს უმატებენ), კამას ღეროები ყვავილებიანად ან თესლი.

ხილის, წვენისა და კომპოტისთვის: დარიჩინი, მიხაკი, კოჭა, ბადიანი, ილი.

პაშტეტისთვის: თეთრი წიწაკა, დარიჩინი, კოჭა, დაფნის ფოთოლი, მიხაკი, დარიჩინი, ბადიანი, ილი.

გამოსაცხობად: მიხაკი, დარიჩინი, ბადიანი, კოჭა, ილი, ბაჰარის წიწაკა, ფორთოხლის ცედრა, ანისული, სეზამი, ყაყაჩო, ვანილი.

ცხელი რძისთვის: დარიჩინი, ილი, ზაფრანა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს