სხეული არ მიგვანიშნებს, ის პირდაპირ ამბობს. კარგი განწყობის რუკა

2761

ყველაზე ხშირად სხეულის რომელ ნაწილში გრძნობას ადამიანი დისკომფორტს? სავარაუდოდ, ბევრი აღნიშნავს, რომ მუცლის არეში დისკომფორტი ყველაზე ხშირი პრობლემაა. რატომ?

საქმე იმაშია, რომ შინაგანი ორგანოების პრობლემები ტკივილს მუცლის არეში იწვევენ. სწორედ ამიტომ, უსიამოვნო შეგრძნების მიხედვით ზუსტად შეიძლება ითქვას, თუ რა იწვევს ტკივილს.

„ვივიენი“ მარტივ სქემას – „კარგი განწყობის რუკას“ გთავაზობთ, რომელიც იდუმალებით მოცული ტკივილის შესახებ გიამბობთ და ნებისმიერ მომენტში სხეულის სიგნალების გაშიფრაში დაგეხმარებათ.

სხეულის სიგნალები

1. დისკომფორტი მუცლის ზედა, მარჯვენა ნაწილში

აქ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი მდებარეობს, ამიტომ ტკივილის დროს ყურადღება ამ ორგანოებზე უნდა გაამახვილოთ. მარჯვენა მხარში მწვავე მოულოდნელი ტკივილი შეიძლება ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობაზე განიშნებთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეგრძნება ცხიმიანი საკვების ჭამის შემდეგ ჩნდება.

უწყვეტი ტკივილი ნაღვლის ბუშტის ანთებაზე მიგანიშნებთ. პერიოდული ტკივილი, რომელიც ხან ქრება, ხან კი კვლავ ჩნდება, შეიძლება ჰეპატიტის, ღვიძლის სახიფათო დაავადების ნიშანი იყოს.

2. დისკომფორტი მუცლის ზედა, შუა ნაწილში

მასთან ახლოს თორმეტგოჯა ნაწლავი და პანკრეასის ნაწილი მდებარეობს. ხშირი ტკივილის დროს, რომელიც ზურგში გადადის და საკვების მიღების შემდეგ მწვავდება, შეიძლება პანკრეატიტი ვივარაუდოთ.

მწველი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელსაც ხველა, გაზები და პირის ღრუში სიმჟავე ახლავს, შეიძლება დისპეფსიის ან გულძმარვის მანიშნებელი იყოს. აი ტკივილი, რომელიც ღამით ან საკვების მიღებებს შორის ჩნდება, ამასთან ჭამის დროს ქრება, შეიძლება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ნიშანი იყოს.

3. დისკომფორტი მუცლის ზედა, მარცხენა ნაწილში

მძიმე ტკივილი გულისრევასთან ერთად შეიძლება კუჭის ანთებაზე ან გასტრიტზე მიგითითებდეთ. აი, ინტენსიური მწველი ტკივილი, როცა კუჭი ცარიელია, წყლულზე საუბრობს.

4. დისკომფორტი მუცლის მარჯვენა და მარჯვენა ნაწილში

ძლიერი მორიგეობითი ტკივილი თირკმლებში ქვებზე საუბრობს. ამასთან შეინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ხშირი შარდვა და ცხელება.

5. დისკომფორტი მუცლის ცენტრალურ ნაწილში

ტკივილი და სპაზმები დაღლილობასა და წონის დაკარგვასთან ერთად შეიძლება ნაწლავების ანთებითი დაავადების მანიშნებელი იყოს. ხოლო ჭიპის არეში მტკივნეული შეშუპება დისკომფორტთან ერთად შეიძლება ჭიპის თიაქარზე საუბრობდეს.

6. დისკომფორტი მუცლის მხოლოდ მარცხენა ნაწილში

მუდმივი ტკივილი გულისრევასთან ერთად ყველაზე ხშირად დივერტიკულიტზე ან მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის ანთებაზე საუბრობს.

7. დისკომფორტი მუცლის ქვედა, მარჯვენა ნაწილში

აქ ბრმა ნაწლავი მდებარეობს, რომელიც საჭმლის მომნელებელ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მწვავე ტკივილი მადის დაქვეითებასთან და გულისრევასთან ერთად ხშირად აპენდიციტზე მიგანიშნებთ.

8. მუცლის ქვედა, შუა ნაწილი

მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი ხშირად შარდის ბუშტის და რეპროდუქციული ორგანოების პრობლემებზე საუბრობს. მუცლის არეში ტკივილები, მტკივნეული შეგრძნება შარდვის დროს, ასევე შარდის ფერის ცვლილება შარდის ბუშტის ინფექციაზე მიგანიშნებთ.

9.მუცლის ქვედა, მარცხენა ნაწილი

ტკივილი სპაზმებთან და შებერილობასთან ერთად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე მიგანიშნებთ.

როგორც ხედავთ, სხეული პრობლემების შესახებ საკმაოდ პირდაპირ საუბრობს, უბრალოდ ჩვენ საკმარისად ყურადღებიანი და გარკვეულები არ ვართ, რომ ეს აშკარა ნიშნები აღვიქვათ და გავიგოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს