თანამედროვე სამზარეულოში პირველ კერძს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. და სულ ტყუილად. როგორც დიეტოლოგები ირწმუნებიან, წვნიანების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.
ორგანიზმს ბოსტნეული, ხილი, მთელი მარცვლეული და ნედლი პროდუქტი ნამდვილად სჭირდება. მათი გადამუშავებით ბევრ სასარგებლო ნივთიერებას ვღებულობთ და ნაწლავების მოძრაობა და პერისტალტიკა ვარჯიშდება. ორგანიზმს გადამუშავებული პროდუქტიც სჭირდება, რომ არ გადაიტვირთოს. ამ მხრივ წვნიანები ყველაზე უკეთ გამოდგება.
კლასიკური ვარიანტით წვნიანი დიდი რაოდენობით წყალში წვრილად დაჭრილი მოხარული ბოსტნეულია ზეთით და სანელებლებით მორთული. რა შეიძლება იყოს დიეტური?
წვნიანის სარგებელი
„მათთან, ვინც წვნიანებს არ ღებულობს, სიმსუქნე 3-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება! წვნიანი, ამას დამატებული ცილოვანი კერძი მსუბუქი და დაბალკალორიული ვახშამია, რომლის რეკომენდაციას დიეტოლოგები იძლევიან. ასეთი ვახშამი დაგანაყრებთ და ზედმეტ კილოგრამებს არ მოგცემთ“ – თვლის კვებისა და ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი დიმიტრი ნიკიტიუკი.
ის გირჩევთ, კვირაში 2-ჯერ წვნიანი მიიღოთ. მათ, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის და ჭარბი წონის პრობლემები აწუხებთ, წვნიანი ყოველდღე სადილობის დროს და საღამოს უნდა მიირთვან.
წვნიანი რაციონს მრავალფეროვანს და სასარგებლოს ხდის. ის, ძირითადად, შეიცავს ბოსტნეულს მცირე რაოდენობის მარცვლებით, რომლებიც ხარშვის დროს წყალში წვენს გამოყოფენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კი არ ვასხამთ, არამედ ვსვამთ. ეს ნაწლავების მიკროფლორას აუმჯობესებს.
წვნიანის მიღებით დანაყრების და მოხდენილი ფორმების მიღება მარტივია. ის დაგანაყრებთ და კუჭის მოცულობას შეავსებს. შემადგენლობის წყალობით სარგებელს მოგიტანთ და კალორიებით არ დაგტვირთავთ.
ერთ-ერთ მთავარ კერძად წვნიანის მიღებით სწრაფი კვების პროდუქტებს, ჩიფსებს და ტკბილეულებს ვტოვებთ. საკუთარ თავს სწორ კვებას ვაჩვევთ. წვნიანის მომზადების გარკვეული წესები არსებობს.
1. წვნიანმა სარგებელი რომ მოგიტანოთ, ის ცხიმიანი არ უნდა იყოს. მსუყე კერძი, სადაც ხორცი იხარშებოდა უკვე წვნიანი არაა, არამედ ბულიონია. წვნიანში ცოტა ხორცის დამატება დასაშვებია, მაგრამ ის ცალკე უნდა მოხარშოთ. ასევე შეგიძლიათ ზღვის პროდუქტები დაუმატოთ. “უხა” როგორც წვნიანის სახეობა ასევე შეიძლება. თეთრი სოკოს წვნიანი კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა მიიღოთ.
2. წვნიანში ბევრი კარტოფილი არ უნდა იყოს. ეს არც თუ ისე დიეტური პროდუქტია. საშუალო ზომის ნახევარი კარტოფილი ერთ პორციაზე სრულიად საკმარისია.
3. წვნიანი წვნიანად რომ ჩაითვალოს, მასში 2/3 სითხე და 1/3 პროდუქტი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში წვნიანი კი არა, თხევადი ფაფა იქნება.
გთავაზობთ, წვნიანი თავად მოამზადოთ. რეცეპტი მარტივია, გამოიყენეთ და მიხვდებით, რომ სასარგებლო კერძის მომზადება და სწორად კვება რთული არაა.
წვნიანი ბოსტნეულით და ლობიოთი
ინგრედიენტები:
- 200 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
- 3 კარტოფილი
- 100 გრ მოხარშული ლობიო
- 1 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 ხახვი
- 1 სტაფილო
- 3-4 სმ სიგრძის პრასი
- ოხრახუში და მარილი გემოვნებით
მომზადება:
- სტაფილო თხელ ზოლებად, ხახვი კი ნახევარ რგოლებად დაჭერით. სტაფილო, ხახვი და პრასი ზეთში შეწვით.
- ყვავილოვანი კომბოსტო დააცალკევეთ, კარტოფილი გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით. მდუღარე წყალში ჩაყარეთ.
- აქვე დაამატეთ სტაფილო ხახვთან ერთად და 15-20 წუთით ხარშეთ.
- ქვაბს ლობიო (შეგიძლიათ დაკონსერვებული თეთრი ლობიო, სოუსის გარეშე გამოიყენოთ) დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ. სუფრაზე გატანის წინ მწვანილები მოაყარეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.