რატომ ჩნდება ცხიმგროვები თვალქვეშ და როგორ მოვიშოროთ ისინი

12717

დღეს ვისაუბრებთ ისეთ სამედიცინო პრობლემაზე, როგორიც თვალქვეშა ცხიმგროვებია(მათ ლიპომებსა და მილიუმებსაც უწოდებენ). ეს პრობლემა, ჩვეულებრივ, არაა უბედურება – პატარა, თეთრი ან მოყვითალო წერტილები ადგილს ზედა ან ქვედა ქუთუთოებზე იმკვიდრებენ ხოლმე. ისინი არ გვტკივა და, ესთეტიკურის გარდა, სხვა სახის დისკომფორტს არ ქმნის. და მაინც, მათ უნდა ვებრძოლოთ.

გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ, რატომ ჩნდება ისინი და როგორ უნდა ებრძოლოთ.

ცხიმგროვები თვალქვეშ

ცხიმგროვა(მედ. ლიპომა) მიეკუთვნება კეთილთვისებიან სიმსივნეს. იგი შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ კანქვეშა ცხიმს, თუმცა, აკნესგან განსხვავებით, არ აქვს “არხი” კანის ზედაპირზე. და, თუ ლიპომა თვალქვეშ გაჩნდა, ამისთვის მრავალი შესაძლო მიზეზი არსებობს, რომელშიც აუცილებლად უნდა გაერკვეთ.

ცნობილია, რომ ამ სახით “თავისუფალი” ცხიმი გროვდება, რომელიც ორგანიზმშია დაგროვებული და, ამასთან, ამის რისკი არსებობს როგორც მსუქნებში, ისე გამხდრებშიც. რატომ არ უჩნდება ცხიმგროვები ყველას? ხშირად, ამას განაპირობებს სხვადასხვა დაავადება(თანაც არა კანის – საუბარია დიაბეტზე, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებზე, თირკმლების, თირკმელზედა ჯირკვლების და ა.შ. დაავადებებზე), ან მემკვიდრეობითობა, გენეტიკური წინასწარგანწყობილება. თუმცა, ლიპომის გაჩენის შესაძლო მიზეზად მიიჩნევა რაციონში დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების არსებობაც.

ცხიმგროვა-მილიუმი თვალის ირგვლივ საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ უსიამოვნო გამონაყარის მოშორება და ახლის გაჩენისთვის ხელის შეშლა მოითხოვს რაციონის კორექციას ჯანსაღი კვების სასარგებლოდ.

როგორ მოვიშოროთ ცხიმგროვა თვალქვეშ

თუ თვალქვეშა ცხიმგროვა გაღიზიანებთ, არსებობს უამრავი ხალხური საშუალება. არჩევანი თავად გააკეთეთ:

  • ცხიმგროვის “ამოშრობა” იოდით ან სპირტით: ამისთვის დაიტანეთ ცხიმგროვებზე იოდი ან სალიცილის სპირტი(ძალიან ფრთხილად, კანი რომ არ დაწვათ) დღეში ორჯერ, რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ სიმსივნე არ გაქრება;
  • ცხიმოვანი კომპრესი: მცენარეულ ზეთი გაათბეთ და გახსენით მასში ჩვეულებრივი მარილი. დაიტანეთ ლიპომაზე. რამდენიმე პროცედურის შემდეგ, ამ ადგილას გაჩნდება ქერქი, ცხიმგროვა თითქოს “მიახმა” კანს, ეს ქერქი მალევე ჩამოვარდება.

ცხიმგრობის მოშორება შეგიძლიათ სპეციალისტსაც ანდოთ. აი, რას შემოგთავაზებთ დერმატოლოგი:

  • ლიპომას მოშორება ქირურგიული მეთოდით(ძირითადად, დიდი ზომის ლიპომების დროს): ეს, ფაქტობრივა, გაჭრა და შიგთავსის ამოღებაა. ხდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ;
  • სამედიცინო პრეპარატის ინექცია ცხიმგროვაში: თხელი ნემსით ხდება ცხიმგროვაში პრეპარატის შეყვანა, რომელიც, რაღაც დროის შემდეგ ამცირებს ლიპომას და თანდათან აქრობს;
  • პუნქციურ-ასპირაციული მკურნალობა: ფაქტობრივად, ლიპომას გამოდენაა, ოღონდ არა ხელით, არამედ სპეციალური ელექტროტუმბოთი, რომელიც სამედიცინო ნემსითაა აღჭურვილი. ლიპომაში შედის წვრილი ნემსი და წოვს შიგთავსს. მეთოდს გარკვეული რისკიც ახლავს თან – თუ ექიმი შეცდომას დაუშვებს, ცხიმგროვა ხელახლა გაჩნდება და თანაც უფრო დიდი ზომით.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს და შეასრულეთ მისი რეკომენდაციები, რადგან ცხიმგროვა თავისით არ გაიწოვება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს