ექიმებმა გამოთვალეს, რომ მალთა შუა დისკის თიაქარი მნიშვნელოვნად “გაახალგაზრდავდა”: ახლა ამ პრობლებით 17 წლის ასაკშიც კი იტანჯებიან. რა უნდა ვთქვათ მოხუცებზე, 30 წლის შემდეგ თიაქარით დაავადების რისკი საგრძნობლად იზრდება. დაავადების მთავარი მიზეზებია მჯდომარე სამუშაო, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, მოწევა, არასწორი გამართვა, ზედმეტი წონა, ზედმეტად გაცივება და სხვა.
მოსკოვის მეჩეთის იმამ-ხატიბი, შამილ ალიაუტრდინოვი ირწმუნება: “ექიმები მიეჩვივნენ, რომ პაციენტები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არაფერს აკეთებენ. ადამიანების უმეტესობა წელის ტკივილის დროს მედიკამენტს ღებულობს, ან ნემსს იკეთებს. ეს მხოლოდ სიმპტომებს ხსნის, ხოლო პრობლემა დროთა განმავლობაში რთულდება”.
“თუ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დისციპლინას არ იცავთ – ამას კარგი არაფერი მოჰყვება. განეწყვეთ, რომ თუ ზურგის პრობლემები შეგექმნებათ, მას სწორად უნდა უმკურნალოთ – შეასრულეთ რიგი ვარჯიშები” – გირჩევთ იმამი.
ვარჯიშები ხერხემლის თიაქარის დროს
1. მუცელზე დაწექით, ხელები წელთან გადააჯვარედინეთ. ჩასუნთქვაზე რიგრიგობით ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფეხი ასწიეთ, ამოსუნთქვაზე დასწიეთ. პროცედურა თითოეულ ფეხზე 50-ჯერ გაიმეორეთ.
2. მუცელზე დაწექით, ხელები თავთან დაიდეთ. ჩასუნთქვაზე მკერდი იატაკიდან ასწიეთ, პრესის კუნთები დაჭიმეთ, ამოსუნთქვაზე საწყის პოზიციას დაუბრუნდით. 50-ჯერ გამეორება სცადეთ.
3. წელი იატაკიდან არ ასწიოთ და ხელებით ნელა წელის უკან გადაწევა სცადეთ. დაიჭიმეთ როგორც შეძლებთ. ასეთ მდგომარეობაში 1-2 წუთი გაჩერდით.
ეს ძალიან სასიამოვნო ვარჯიშია წელის თიაქარის დროს. მისი შესრულების დროს კუნთები კარგად იწელება და მოქნილობას იძენს.
4. მუხლებზე დაჯექით. ზურგი საპირისპირო მიმართულებით მოხარეთ: ხელები კეფასთან დაიდეთ. ჩასუნთქვაზე მუცლის კუნთები დაჭიმეთ და ზურგი მანამ მოხარეთ სანამ შუბლი მუხლს არ შეეხება. ასეთ მდგომარეობაში 3-4 წუთი გაჩერდით.
5. ქუსლებზე დაჯექით, შემდეგ ქუსლები იატაკს მოაცილეთ, თითის წვერები შეაერთეთ, მუხლები საპირისპირო მხარეს გადასწიეთ. მუხლებს შორის ხელისგულები მოათავსეთ და ხელებით ქუსლები დაიკავეთ. წელი და თავი ქვემოთ დასწიეთ. ჩასუნთქვაზე კუნთები მოადუნეთ, თავი ქვემოთ დასწიეთ. ასეთ მდგომარეობაში 2-3 წუთით გაჩერდით.
6. მიიღეთ ისეთი პოზა, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ქუსლები იატაკიდან ასწიეთ. წელი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს გადასწიეთ. 40-ჯერ გაიმეორეთ.
7. მუცელზე დაწექით, ფეხები ფართოდ გასწიეთ. მარჯვენა ხელი თქვენს წინ გასწიეთ, ხოლო მარცხენა სხეულის პერპენდიკულარულ მხარეს. შებრუნდით და მარცხენა ხელი უკან გადასწიეთ ისე, რომ ქუსლები იატაკს არ მოაშოროთ. იგივე მეორე ხელზეც გააკეთეთ.
ჩასუნთქვაზე ყველა კუნთი მოადუნეთ, სასიამოვნო შეგრძნებას მიაღწიეთ და ასეთ მდგომარეობაში 2-3 წუთით გაჩერდით. ეს ვარჯიშები ხერხემალს თავის ადგილას აბრუნებს, ადრე შეკუმშული კუნთები იჭიმება.
8. ამ ვარჯიშის შესასრულებლად ღერძი დაგჭირდებათ. ღერძს მოეჭიდეთ, მუხლები მკერდთან მიიტანეთ, უკან გადაიწიეთ. შემდეგ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. ასე 3-ჯერ 10 გააკეთეთ.
ასე არა მხოლოდ ზურგის კუნთებს დაჭიმავთ და ხერხემლის მალებს შორის დაშორებას გაზრდით, ასევე პრესსაც გააძლიერებთ.
ხერხემლის თიაქარის დროს ეს ვარჯიშები მუდმივად შეასრულეთ, ასე კუნთები დატვირთვას საკუთარ თავზე აიღებენ და ზურგზე სწორად გადაანაწილებენ. მალებს შორის დაშორება გაიზრდება, ხერხემალი გასწორდება, თიაქარის ნერვზე დაწოლა შემცირდება.
“მალთა შუა დისკი – ცოცხალი მასალაა. აუცილებელია, რომ მასში მეტაბოლიზმი სწორად მიმდინარეობდეს. ამისთვის აუცილებელია, რომ დატვირთვა მთელ ხერხემალზე თანაბრად გადანაწილდეს. ზურგის კუნთები ყოველდღე უნდა გააძლიეროთ. გირჩევთ ამ მარტივ ვარჯიშებს დღეში მინიმუმ 20-30 წუთი დაუთმოთ” გირჩევთ შამილი.
ასეთი ვარჯიშების შესრულება დღეს დაიწყეთ და უკვე ერთ კვირაში ტკივილი გაქრება, ხოლო 2 თვეში ჯანმრთელი ადამიანი გახდებით. ეცადეთ სწორად იჯდეთ, არ მოიღუნოთ, ზედმეტი წონის მოშორება სცადეთ.
ამ ვარჯიშების შესრულების სურვილი გაგიჩნდათ? მერწმუნეთ, ისინი არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ ზურგს კურნავს. თქვენი ორგანიზმი საათივით იმუშავებს! თუ გსურთ. გაუზიარეთ მეგობრებს, რომ მათაც იცოდნენ, როგორ უმკურნალონ ხერხემალს ექიმის დახმარების გარეშე.