ეგზემას მკურნალობა საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ მას სრულყოფილი მიდგომა სჭირდება. პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ რომ მოიშოროთ, ეს 7 ნაბიჯი შეასრულეთ.
1. კანი დამარბილებელი ზეთებით დაატენიანეთ
ზეთი ტენიანობის შენარჩუნებას ხელს უწყობს, ამით კი ქავილს აქრობს. ყველაზე საუკეთესოა ქოქოსის და ფურისულას ზეთები.
ისინი ინფექციებს ებრძვიან და გაღიზიანებას არ იწვევენ. გამოყენებამდე ზეთის მცირე ტესტი მაჯაზე გაიკეთეთ.
2. ბალახების ჩაი სახვევის სახით
5-7 პაკეტი კალენდულას ან გვირილის ჩაი 2 ჭიქა მდუღარე წყალში აადუღეთ. 5 წუთის შემდეგ გადაწურეთ და სახვევი დღეში 1-2-ჯერ გაიკეთეთ.
3. ფიტოთერაპიის ან საკვები დანამატის გამოყენება
ამ შემთხვევაში ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად უნდა გაიაროთ. ექიმმა კვების და დამატებითი მედიკამენტების მიღების გეგმა უნდა შეადგინოს.
4. სტეროიდების ხანგრძლივ გამოყენებას მოერიდეთ
სტეროიდები ანთებას წარმატებით აქრობს, მაგრამ ქრონიკული, განმეორებითი ან ხანგრძლივი ეგზემის შემთხვევაში არაეფექტურია.
5. მინერალური ზეთების გამოყენებას მოერიდეთ
კანი შეიცავს მიკრობიომს, რომელიც ბაქტერიების, სოკოს და სხვა მილიონობით მიკრორგანიზმისგან შედგება. მინერალური ზეთების შემცველმა პროდუქტებმა კანის მიკრობიომი შეიძლება დააზიანოს.
6. ჯანსაღი კვება
რაციონში ბევრი ხილი და ბოსტნეული ჩართეთ. მოერიდეთ გავრცელებულ ალერგენებს, როგორიცაა კრევეტები და სხვა მოლუსკები, არაქისი, მარწყვი, კვერცხი და რძე. შაქარი და ტკბილეული, ასევე რძის პროდუქტები გამორიცხეთ.
7. პოზიტიური იყავით!
ეგზემის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ ის მუდმივად იცვლება. ხშირად პრობლემა თქვენი ფსიქოლოგია იყოს. ეგზემას, როგორც დროებით მდგომარეობას ისე შეხედეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.