ართრიტის განვითარების ადრეული ნიშნები, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება

2048

თუ დრო და დრო გაწუხებთ უცნაური ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძლიერდება, ზოგჯერ კი ყუჩდება, შესაძლოა, ეს ართრიტის განვითარების ნიშანი იყოს.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ხანდაზმული ადამიანების დაავადება, მაშინ იმედი უნდა გაგიცრუოთ. რევმატოიდული ართრიტი – აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა ასაკში აწუხებთ.

მისი დროული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე შესაბამისი ზომები მიიღოთ და დაავადების განვითარება შეაფერხოთ.

1. დაღლილობა

მუდმივი დაღლილობა, რომელსაც თან ახლავს მსუბუქი დეპრესია და დარდი, რევმატოიდული ართრიტის ყველაზე პირველი ნიშანია. უფრო მეტად ეს გრძნობა სისუსტეს ჰგავს, რომელსაც ჩვეულებრივ პაციენტები სურდოს ან სხვა ვირუსული დაავადებისგან ახლახანს გამოჯანმრთელების დროს გრძნობენ.

ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ ბოლო დროს ხშირად და ადვილად იღლებით და სისუსტე თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდა.

2. სხეულის ტემპერატურის შემცირება

კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც რევმატოიდული ართრიტის განვითარებაზე გვაფრთხილებს – მუდმივად შემცირებული სხეულის ტემპერატურა. ზოგიერთი ანთებითი პროცესი სწორედ დაბალ და არა მაღალ ტემპერატურაში იმალება. რევმატოიდული ართრიტი ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა.

თუ ტემპერატურის შემცირებას ამ სიიდან სხვა ნიშნებიც ახლავს, ექიმს რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ.

3. წონის შემცირება და ცუდი მადა

ართრიტი ანთებითი პროცესია, რომელიც თქვენი სხეულის ქსოვილებში ვითარდება. ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს მადის დაქვეითება, რასაც თავის მხრივ წონის დაკლება მოჰყვება.

წონის უმიზეზო შემცირება საკმაოდ სერიოზული სიმპტომია, რომლის უგულებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ექიმს აუცილებლად მიმართეთ!

4. პირის და თვალების სიმშრალე

რევმატოიდული ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი პირის და თვალების სიმშრალეა. ამასთან ეს ნიშანი ჩვეულ სიმპტომებზე გაცილებით უფრო ადრე ჩნდება.

სწორედ ამიტომ პირის და თვალის ლორწოვან გარსს ყურადღება მიაქციეთ და აუცილებლობის შემთხვევაში ექიმს მიმართეთ.

5. მკერდის ტკივილი

ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ნიშანი, რომელიც ყველაზე იშვიათად რევმატოიდულ ართრიტთან ასოცირდება – ესაა მკერდის ტკივილი, განსაკუთრებით ჩასუნთქვის დროს. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთ პაციენტში ანთება ფილტვების ან გულის არეში ვითარდება, ამიტომ სუნთქვის პროცესი შეიძლება მტკივნეული იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში მკერდის პერიოდული ტკივილი საკმაოდ სერიოზული მიზეზია, რომ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ.

6. სახსრების შებოჭილობა

სახსრების შებოჭილობა ყველაზე ხშირად დილით ან დასვენების შემდეგ ჩნდება. სახსრები დაავადებული და შეშუპებული ხდება. რევმატოიდული ართრიტის დროს ძვლის წვრილი სახსრების და ქუსლების სიმეტრიული დაზიანება დამახასიათებელია.

მსხვილი სახსრების ერთ მხარეს იზოლირებული დაზიანება იშვიათად გვხდება – ართრიტის ასეთი ხასიათი ხშირად გვხვდება პოდაგრის ან სახსრების ინფექციური დაავადების დროს.

7. კანქვეშა ბორცვები

კანქვეშა მყარ, მრგვალ ბორცვებს ყურადღება მიაქციეთ. ასეთი რევმატოიდული კანქვეშა კვანძები პაციენტების 30%-ს აღენიშნება.

მათი ზომა სხვადასხვაა: ხშირად წვრილი მარცვლებია, ზოგჯერ ლიმონს ჰგავს, თუმცა ჩვეულებრივ მათი დიამეტრი 5 მმ-ს არ აღემატება.

უმეტეს შემთხვევაში ასეთი კვანძები გვხვდება მკლავზე, იდაყვებზე, თითის სახსრებზე, მუხლებზე, ფეხის ძირში და ქუსლებზე. ყურადღება მიაქციეთ ხელისგულების შიდა მხარეს, კეფას, ყურის არეს და ცხვირის ღრუს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს