ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ჰორმონები ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჰორმონები ქიმიური ნაერთებია, რომლებიც ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებს, მათ შორის სისხლის არტერიულ წნევას და გულისცემას, თმის ზრდას, ლიბიდოს და ძილს, აკონტროლებენ.
ჰორმონალური დისფუნქცია ხშირად დაღლილობას, წონის მომატებას ან კლებას, თავის ტკივილს, განწყობის სწრაფ ცვლილებას, აკნეს, უძილობას და საჭმლის მონელების პრობლემებს იწვევს.
პრობლემას შეიძლება იწვევდეს ის, რასაც მივირთმევთ. აი, 6 პროდუქტი, რომლებიც ჰორმონების მდგომარეობაზე ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენენ.
1. ყავა
კოფეინი, რომელიც ყავაში შედის, ორგანიზმს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, ჭარბ წარმოებას აიძულებს. თუ ადამიანს კორტიზოლის წარმოების დისბალანსი აქვს, მას ძილის პრობლემები, სისხლში შაქრის დონის მატება და შენელებული ნივთიერებათა ცვლა აწუხებს.
2. შაქარი
ჰორმონი ინსულინი უჯრედებში გლუკოზის ტრანსპორტირებას ხელს უწყობს. თუ თქვენ ძალიან ბევრ შაქარს მიიღებთ, უჯრედები ინსულინის მიმართ მდგრადი იქნებიან და სისხლში ჭარბი გლუკოზა გაჩნდება. ეს კი წონის მატებას და დიაბეტის განვითარების რისკს იწვევს.
3. ნახშირწყლები
ფაფა ან მაკარონი ჭამის შემდგ გლუკოზად გარდაიქმნება და პოტენციურად ჰორმონებზე ისეთივე გავლენას ახდენს, როგორც ჩვეულებრივი ტკბილი პროდუქტები.
4. ხორცი
გადამუშავებული ხორცის ნაწარმში ჩვეულებრივ გვხდება 7 ჰორმონი – ტესტოტერონი პროპიონატი, აცეტატი ტრენბოლონი, ესტრადიოლი, ზერანოლი, პროგესტერონი, აცეტატი მალენგესტროლი და სომატოტროპინი. უმჯობესია, თუ დაუმუშავებულ ხორცის პროდუქტებს აირჩევთ, ასევე ორგანიზმზე მავნე გავლენას შეამცირებთ.
5. სოიო
სოიო ფიტოესტროგენების ყველაზე დიდ წყაროს წარმოადგენს. ეს ნაერთი ქალის ჰორმონის, ესტროგენის მსგავსად მოქმედებს. ფიტოესტროგენი პოტენციურად ესტროგენის რაოდენობას ზრდის, რაც ნაყოფიერებაზე ცუდ გავლენას ახდენს.
6. ალკოჰოლი
ალკოჰოლი ორგანიზმში არა მხოლოდ ინსულინის წარმოებაზე, არამედ თქვენს სასქესო ჰორმონებზე გავლენას ახდენს. ალკოჰოლი პოტენციურად მამაკაცებში ტესტოტერონის დონეს ამცირებს და ქალებში მენსტრუაციულ ციკლს არღვევს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.