დედაჩემი პილატესზე ჩავწერე. მას შემდეგ ხერხემლის ტკივილებს არ უჩივის

1564

სამწუხაროდ, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენს დროში იშვიათობა აღარაა. ყოველი მეორე უჩივის ზურგის ტკივილებს. ამ სიმპტომის მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს. ყველაზე გავრცელებულია ცხოვრების მჯდომარე წესი.

როგორ მოვიშოროთ ზურგის ტკივილები

იმისათვის, რომ ზურგში უსიამოვნო შეგრძნებები ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ, აუცილებელია ზურგის იმ კუნთების რეგულარული გაძლიერება, რომლებიც ხერხემლისთვის დამხმარე საყრდენს წარმოადგენს.

ამის გაკეთება შესაძლებელია პილატესის დახმარებით. პილატესი – ესაა სავარჯიშოების სპეციალური სისტემა, რომელიც შემუშავებულია ტრავმების რეაბილიტირების მიზნით. ეს სისტემა მრავალ სავარჯიშოს მოიცავს.

როგორ განვკურნოთ ზურგის ტკივილები? ეს შესაძლებელია უბჰაია პადანგუსტასანას, იგივე “ასი” სავარჯიშოს შესრულებით. ეს რთული პოზაა, თუმცა არსებობს მისი უფრო მარტივი ვარიაციები, განკუთვნილი დილეტანტებისთვის.

სავარჯიშო მრავალფუნქციურია. იგი ერთდროულად ასტაბილურებს ხერხემლის წელის მონაკვეთს, ავარჯიშებს სწორ სუნთქვას და აძლიერებს მუცლის ღრუს კუნთებს.

კლასიკური სავარჯიშო “ასის” ტექნიკა

1. საწყისი პოზიციისთვის დაწექით ზურგზე, გაასწორეთ ფეხები და წამოწიეთ 60 გრადუსზე, ხელები ტორსის გასწვრივ გაასწორეთ.

2. ამოსუნთქვისას შეზნიქეთ მუცელი და წამოწიეთ ტორსის ზედა ნაწილი, ხელები წინ წაიღეთ და გაშალეთ.

3. ჩასუნთქვისას შეასრულეთ 5 გარწევა ხელების ზემოთ-ქვემოთ მოძრაობის ხარჯზე.

4. შემდეგ ამოსუნთქვაზე კიდევ ამდენივე მოძრაობა შეასრულეთ ხელებით. გაიმეორეთ თანმიმდრევრულად ათჯერ.

ამ სავარჯიშოს რეგულარულ ბაზისზე შესრულებით, ზურგის განკურნება სავსებით რეალურია. გახსოვდეთ, რომ მოუმზადებელი ადამიანისთვის ამ სავარჯიშოს შესრულება ძალიან რთული იქნება გამარტივებული მოდიფიკაციის გარეშე.

 

შეგიძლიათ, სავარჯიშო ფეხების უფრო ზემოთ წამოწევით გაამარტივოთ. როცა მიეჩვევით, ჩამოწიეთ ფეხები ისევ 60 გრადუსზე.

პილატესი არამხოლოდ ტრავმირებულ ადამიანებს სჭირდებათ. იგი ასევე წარმატებით გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის პროფილაქტიკის მიზნითაც, რამდენადაც ეს სისტემა აძლიერებს კუნთებს, აუმჯობესებს სხეულის მდგომარეობას და მოძრაობის კოორდინაციას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს