ხშირად ხდება ისე, რომ დილით გაოფლილი იღვიძებთ? თუ მსგავსი რამ ყოველ ღამით გაწუხებთ, ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოთ. ძლიერი ოფლიანობა ღამით შეიძლება ორგანიზმის სერიოზული დარღვევის და ზოგიერთი დაავადების ნიშანი იყოს. პანიკაში ჩავარდნა არ ღირს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
„ვივიენი“ ძილის დროს ოფლიანობის 8 მიზეზზე გიამბობთ და იმაზე, თუ როდის ღირს ექიმთან ვიზიტი.
ღამის ოფლიანობა
ღამის ოფლიანობის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს. პირველ რიგში, ოთახის ტემპერატურა შეიძლება ნორმაზე მეტი იყოს, რასაც სხეული ვერ უმკლავდება. სხეულის გაგრილების მცდელობით, ის ბევრ ოფლს გამოყოფს. ამ პრობლემას გადაჭრით, თუ ოთახის ტემპერატურას დაარეგულირებთ, გაანიავებთ ან ვენტილიატორს ჩართავთ. თუ პრობლემა მაინც არ ქრება, დროა იმაზე ვისაუბროთ, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც რიგზე არაა.
მეორე მიზეზი – ბუნებრივი ფაქტორი და ორგანიზმის ცვლილებები, მათ შორის დაავადება. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს – იმის შესახებ, რატომ შეიძლება იყოს ოფლიანობა სერიოზული ნიშანი, რაზე გვაფრთხილებს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს.
1. მენოპაუზა
მენოპაუზის დროს ქალები რიგ უსიამოვნო სიმპტომებს განიცდიან, მათ შორის ოფლიანობას. სხეულში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებზე ეს სრულად ნორმალური რეაქციაა. მენოპაუზის ნიშნების შემსუბუქებას მედიკამენტების დახმარებით შეძლებთ. საჭირო წამლის დასანიშნად სპეციალისტს მიმართეთ.
ნორმაზე მეტი ოფლი რომ არ გამოგივიდეთ, ძილისთვის ოპტიმალური გარემო უნდა შექმნათ. პირველ რიგში, ოთახის ტემპერატურა ჩვეულებრივ მაჩვენებელზე ოდნავ დაბალი უნდა იყოს. მეორე მხრივ, ძილის წინ გრილი შხაპი მიიღეთ. ასევე ძილის დროს არ დაგავიწყდეთ ტანსაცმელი, რომელიც სუნთქვის საშუალებას მოგცემთ.
2. მჟავე რეფლუქსი
ჭარბი ოფლიანობის კიდევ ერთი მიზეზი – რეფლუქსური დაავადება. დაავადების დროს კუჭის წვენი ყელში ან საყლაპავ მილში ხვდება, ამით კი გულძმარვას იწვევს. ღამით სხეულის ჰორიზონტალური მდგომარეობის გამო დისკომფორტი უფრო შეიგრძნობა. ოფლიანობა – კიდევ ერთი ნიშანია.
ამ შემთხვევაში პრობლემას წამლის მიღებით მოაგვარებთ, რომელიც გულძმარვას მოგაშორებთ. კომპლექსური მკურნალობა ყველა ნიშნის მოშორებაში დაგეხმარებათ. მთავარია, ექიმს დროულად მიმართოთ.
3. ობსტრუქციული აპნოე ძილის დროს
ღამის აპნოე სუნთქვის დარღვევას იწვევს, მას ახშირებს და არათანაბარს ხდის. მოსალოდნელია, სუნთქვის ხანმოკლე გაჩერება. შედეგად ორგანიზმი დიდი რაოდენობით ოფლს გამოყოფს. ამ პრობლემის დროს ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.
აპნოეს მოსაშორებლად რეკომენდაცია ასეთია: ჭარბი წონა დაიკელით, ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარი თქვით, ძილის გასაუმჯობესებლად სპეციალური მოწყობილობა გამოიყენეთ. ეს ყველაფერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
4. ჰიპერთირეოზი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაზრდილი დონე შეიძლება ღამის ოფლიანობის მიზეზი გახდეს. ჰიპერთირეოზის შედეგად ტემპერატურა იზრდება, ამიტომ ოფლი ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა. ამ შემთხვევაში ოფლიანობა სპეციალური დიეტების და წამლების მიღებით ქრება. თვითმკურნალობა არ ღირს, ექიმს უნდა მიმართოთ, ანალიზები ჩააბაროთ და ოფლიანობის ნამდვილი მიზეზი გაარკვიოთ.
თუმცა რაციონის შეცვლა ახლავე შეგიძლიათ. მაგალითად, ყვავილოვან და თეთრ კომბოსტოზე, ასევე თალგამსა და სოიოს პროდუქტებზე უარი თქვით. ყველა ეს პროდუქტი ფარისებრი ჯირკვლის, ასევე კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევას იწვევს.
5. ჰიპოგლიკემია
ჰიპოგლიკემიით დაავადებულ ადამიანებს კოშმარები, ცუდი ძილი, და ჭარბი ოფლიანობა აწუხებთ. ყველაფერი ეს კი სისხლში შაქრის დონის მკვეთრი შემცირებით არის გამოწვეული. ამ სიმპტომების მოსაშორებლად, შაქრის დონე უნდა აკონტროლოთ. პრობლემის მოგვარებას სპეციალური მოწყობილობის დახმარებით შეძლებთ.
გლუკოზის მაკონტრობელები მოწყობილობა ღამით მშვიდად ძილსა და ოფლიანობის დავიწყებაში დაგეხმარებათ. მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებმა ექიმს დანიშნულებისთვის უნდა მიმართონ.
6. ტუბერკულოზი
ტუბერკულოზი ღამის ოფლიანობის ერთ-ერთი ნიშანია. ეს ერთ-ერთი ადრეული ნიშანია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ღამით ჭარბი ოფლიანობია შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. თუ ამასთან ცხელება, სხეულის მასის შემცირება და ხველა გაქვთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.
ტუბერკულოზი ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ინფექციურ დაავადებად ითვლება. მსოფლიოში ტუბერკულოზით დაახლოებით 10 მლნ ადამიანი იტანჯება. პანიკაში ჩავარდნა არ ღირს, მაგრამ ანალიზების ჩაბარება ზედმეტი არ იქნება.
7. ლიმფომა
ოფლიანობა შეიძლება ონკოლოგიური დაავადების, ლიმფომას მანიშნებელი იყოს. ასეთი სიმპტომი იმის გამო ჩნდება, რომ ორგანიზმი სიმსივნურ უჯრედებთან საბრძოლველად ძალებს იკრებს და სხეულის ტემპერატურას ზრდის. თუ ამასთან ერთად შეინიშნება მადის დაქვეითება, სხეულის მასის შემცირება და ძილიანოაბა, დროა განგაში ატეხოთ.
ოფლიანობის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს და ეს 100%-იანი მაჩვენებელი არაა, თუმცა მსგავსი ნიშნის უგულებელყოფა არ შეიძლება. სჯობს ანალიზები ჩააბაროთ და დარწმუნდეთ, რომ ჯანმრთელად ხართ.
8. მედიკამენტების მიღება
ოფლიანობის მიზეზი შეიძლება საშიში სულაც არ იყოს. ზოგჯერ ორგანიზმი ზოგიერთი მედიკამენტების მიღებას ოფლიანობით პასუხობს. მაგალითად, ანტიდეპრესანტები, ანტიჰიპერტონული და სიცხის დამწევი საშუალებები. თუ მსგავსი ნიშნები გაქვთ, ექიმის რეკომენდაციით ან მედიკამენტი შეცვალეთ, ან დოზა შეამცირეთ. ამის შემდეგ უსიამოვნო სიმპტომი გაქრება.
ჩვენი ორგანიზმი ძალიან ჭკვიანი სისტემაა და როცა ის სიგნალს გვაძლევს, მისი უგულებელყოფა არ ღირს. არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე ექიმთან მისვლა და ანალიზების ჩაბარება, რომ გაიგოთ, თუ რა ხდება თქვენს ორგანიზმში! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.