თავის ტკივილი მტკივნეული, ყურადღების გამფანტავი და გამაღიზიანებელი, ამასთან კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფიზიკური პრობლემაა. თავის ტკივილის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის გაუწყლოება, სტრესი, ალერგია.
თავის ტკივილი ტანჯვას იწვევს და ჩვეულებრივ ჩვენ აფთიაქს მივმართავთ. ნებისმიერი ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებელი საშუალება თავის ტკივილს შეამცირებს ან გააქრობს.
სამწუხაროდ, განცხადების მიუხედავად, ეს მედიკამენტები უსაფრთხო არაა. მათ სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვთ. თითოეული ტკივილგამაყუჩებელი საშუალების ეფექტური დოზა ტოქსიკურ დოზასთან ახლოსაა. სწორედ ამიტომ ექიმები ტკივილის შემამსუბუქებელი წამლების რეგულარულ გამოყენებას არ გირჩევენ.
ქვემოთ მოცემული 7 ტკივილგამაყუჩებელი საშუალება თქვენს ტანჯვას აღმოფხვრის და სახიფათო გვერდით ეფექტებს არ გამოიწვევს. უმეტესობა მათგანი ჰომეოპათიურ მედიცინაში ასობით წელია გამოიყენება.
1. წყალი
თავის ტკივილის დროს პირველ რიგში ცოტა წყალი უნდა დალიოთ. ქრონიკული გაუწყლოება თავის ტკივილს ხშირად იწვევს. საქმე ეხება არა მხოლოდ იმას, თუ დღეს რამდენი წყალი დალიეთ, არამედ წყლის დალევის როგორი ჩვევა გაქვთ. გაუწყლოება ასევე იწვევს სპაზმს და გაღიზიანებას, რაც სიმპტომებს აძლიერებს.
დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული თავის ტკივილის ნიშნების შესამცირებლად 30 წუთიდან 3 საათამდე წყალი უნდა დალიოთ. თუ თავის ტკივილები ხშირად გაწუხებთ, სიხშირის შემცირებას სწორი რეჟიმის დაცვით და წყლით მდიდარი პროდუქტების (ხილი, ბოსტნეული) მოხმარებით შეძლებთ.
2. კურკუმა
ანთება ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მდგომარეობაა და ეს თავის ტკივილსაც ეხება. იბუპროფენი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ამიტომ თავს უფრო უკეთ გაგრძნობინებთ.
თუმცა ბევრი ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალება არსებობს, რომელიც პირველ რიგში უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, კურკუმა. მასში ანთების საწინააღმდეგო ნაერთები და ანტიოქსიდანტები დიდი რაოდენობითაა. კურკუმას ანთების საწინააღმდეგო ელემენტებს კურკუმინოიდებს უწოდებენ, მაგრამ ჩვეულებრივ შეგიძლიათ კურკუმინი უწოდოთ.
კურკუმინი მთელ სხეულში ანთებას აქრობს, თავის ტკივილის შემთხვევაში ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შეამცირებს. თუ კურკუმას გემო არ მოგწონთ, ის კაფსულის ფორმითაც იყიდება.
3. ტირიფის ქერქი
თუ ლაბორატორიული წარმოების უფრო ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ეძებთ, მაშინ ტირიფის ქერქზე დაფიქრდით. ის შეიცავს სალიცინს, აცეტილსალიცილის მჟავის (ცნობილია, როგორც ასპირინი) ახლო ნათესავს. ძველად ტირიფის ქერქს ტკივილის, სიცხის და ანთების შესამცირებლად იყენებდნენ. დღეს შეგიძლიათ მშრალი სახით შეიძინოთ და ჩაი მოამზადოთ. ასევე შეგიძლიათ კაფსულების სახით შეიძინოთ.
ტირიფის ქერქი ძლიერი საშუალებაა, მაგრამ მას ასპირინის მსგავსი მოქმედება აქვს და შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. როგორც ყველა ურეცეპტო წამალი, მისი ხანგრძლივი დროით გამოყენება რეკომენდებული არაა.
მისი მიღება ბავშვებში და ანტიკოაგულანტური მედიკამენტების მიღების დროს არ ღირს. ტირიფის ქერქი სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას არ აურიოთ.
4. მაგნიუმი
კვლევამ აჩვენა, რომ მაგნიუმის დეფიციტი ხშირად გვხვდება ადამიანებში, რომელთაც შაკიკი აწუხებთ. მიღებული მონაცემები ადასტურებს, რომ დღეში 600 მგ ორალური მაგნიუმის ციტრატი შაკიკის სიხშირეს შეამცირებს.
გაუგებარია, თუ როგორ ამცირებს მაგნიუმი თავის ტკივილს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც ორგანიზმს მრავალი ფუნქციის შესრულებაში ეხმარება, მათ შორის სისხლში შაქრის დონეს და ნერვების გადატანას არეგულირებს. ცხადია, რომ ტვინს ტკივილის შესახებ ინფორმაციას ნერვები აწვდიან და სისხლში შაქრის დაბალი და მაღალი დონე თავის ტკივილს იწვევს. შესაძლოა, მაგნიუმის უნარი შეამსუბუქოს სიტუაცია ამით აიხსნება.
5. კოფეინი
დიდი ხანია ცნობილია, რომ კოფეინი თავის ტკივილის დროს დადებით გავლენას ახდენს, ამიტომ მას ბევრ თავის ტკივილის მედიკამენტში იპოვით. კოფეინი სისხლძარღვებს ავიწროებს (ანთებას ამცირებს), განწყობას აუმჯობესებს და კონცენტრაციას ზრდის და ეს ყველაფერი თავის ტკივილს ამცირებს. ასევე აღმოჩენილ იქნა, რომ ეს რბილი სტიმულატორი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მოქმედებას აუმჯობესებს.
ყურადღება მიაქციეთ, რომ კოფეინზე უარის თქმამ შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს. რეგულარული მოხმარების შემთხვევაში ადამიანებს მის მიმართ ტოლერანტობა უჩნდებათ. თუ თავის ტკივილის შესამცირებლად კოფეინის გამოყენებას აპირებთ, სჯობს გვერდი აუაროთ, როცა თავი არ გტკივათ.
6. მიხაკი
მიხაკი არის სანელებელი, რომელიც თავის ტკივილის დროს დაგეხმარებათ, თუ მას შიგნით მიიღებთ ან საფეთქლებს მიხაკის ზეთით დაიზილეთ. მიხაკი შეგიძლიათ მთლიანად, ფხვნილის ან ნაყენის სახით გამოიყენოთ. მიხაკი ანთებას არა მხოლოდ ამცირებს, არამედ ტკივილგამაყუჩებელ ნაერთს, ეუგენოლს, შეიცავს. ეუგენოლს ბევრ ტკივილგამაყუჩებელ, ურეცეპტო მალამოში იპოვით.
7. ცივი კომპრესი
ძველმოდური ცივი კომპრესი სასწაულს ახდენს. ის ანთებას ამცირებს, სისხლძარღვებს ავიწროებს და ნერვულ გამტარობას ანელებს – სამი ეფექტი, რომელიც ტკივილს შეამცირებს. თავის ტკივილის დასამშვიდებლად მხოლოდ მისი გამოყენება საკმარისია, მაგრამ შეგიძლიათ სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებასთან ერთად გამოიყენოთ.
გაყინული ბოსტნეულის პაკეტი აიღეთ, რომ შუბლზე დაიდოთ ან ყინულის პაკეტი გამოყენებამდე პირსახოცში გაახვიეთ. 15-20 წუთით ცივი თერაპია საკმარისია.
დასკვნა
თავის ტკივილის სამკურნალოდ დასვენება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თავის ტკივილი ხშირად იმის ნიშანია, რომ თქვენ დასვენება, ეკრანიდან თვალის მოშორება და უბრალოდ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა გჭირდებათ. ბუნებრივი საშუალებების გამოყენება შესანიშნავი მეთოდია გონებასა და სხეულს შორის კავშირის აღსაზრდელად, რაც ტკივილის შეგრძნებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ზემოთ მოცემული სიიდან ნებისმიერი საშუალების გამოყენება ღირს, თუ თქვენთვის უკუჩვენებული არაა. გახსოვდეთ, რომ თავის ტკივილის ეფექტური მკურნალობა ორმხრივი პროცესია – ტკივილის შემსუბუქება და მთავარი მექანიზმის მოშორება.
თავის ტკივილის წარმოშობის ასობით მიზეზი არსებობს და ის, რომელიც ალერგიით გამოწვეულია, წამლებზე უფრო რეაგირებს, ვიდრე ის, რომელიც გაუწყლოებით ან სტრესით არის გამოწვეული. სჯობს პირველ რიგში, ბუნებრივი, უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებლებით იმკურნალოთ, რომ ურეცეპტო მედიკამენტებზე დამოკიდებულება თავიდან აიცილოთ, თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.