37 რამ, რასაც აუცილებლად ინანებთ სიბერეში

1476

ჩვენ მუდმივად ვჩქარობთ ამ ცხოვრებაში, ვაკეთებთ იმას, რასაც ჩვენგან სხვები ელოდებიან. თუმცა, სანამ სადღაც გვეჩქარება, ცხოვრება გადის. სანამ დროის მოსვლას ველოდებით, დრო მხოლოდ გადის.

შესაბამისად, არსებობს ისეთი რამეები, რასაც სიბერეში ნამდვილად ვინანებთ. აი, რა უნდა შეცვალოთ თქვენს ქცევაში ახლავე, რომ მომავალში გული არ გეტკინოთ არასწორად გატარებული წლების გამო.

1. ნაკლები მოგზაურობა, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ

რაც უფრო გემატებათ ასაკი, მით უფრო რთულია მოგზაურობა, განსაკუთრებით, თუ ოჯახი გყავთ და სამი ადამიანისთვის აგებთ პასუხს.

2. უცხო ენების არ შესწავლა

იმდენი ადამიანი ხართ, რამდენიც ენა იცით. გარდა ამისა, ეს ტვინისთვის შესანიშნავი ვარჯიშია.

3. ცუდი ურთიერთობების შენარჩუნება

ნუ გაფლანგავთ დროს მათზე, ვინც მზად არაა თქვენთვის ყველაფრის გასაღებად.

4. მზისგან დამცავ კრემზე უარის თქმა

ნაოჭებს, ჭორფლებსა და კანის კიბოს თავიდან აიცილებთ, თუ მზისგან დამცავ კრემს გამოიყენებთ.

5. საყვარელი შემსრულებლების კონცენრტის გამოტოვება

მათ შეიძლება სიმღერა შეწყვიტონ და თქვენ ინანებთ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მოუსმინეთ პირადად.

6. რაღაცის გაკეთების შიში

უკან მოიხედავთ და გაიფიქრებთ: ასე რისი მეშინოდა?

7. სპორტის არარსებობა

ძალიან ბევრი ჩვენგანი ცხოვრებას დივანზე ატარებს. თუმცა, 40, 50 და 60 წლის ასაკში ჩვენ ვინანებთ ამას, თუმცა გაშვებულის დაბრუნებას ვეღარ შევძლებთ.

8. გენდერული როლების ტყვეობაში ცხოვრება

ყოველდღე აკეთო ის, რაც მას მოსწონს… ნუ ჩაეჭიდებით სტერეოტიპებს და მიჰყევით საკუთარ სურვილებს.

9. აუტანელ სამსახურში მუშაობა

მართალია, ცხოვრებისთვის ფულია საჭირო, მაგრამ ერთხელად მიხვდებით, რომ 40 წელი ჯოჯოხეთში გაატარეთ.

10. სკოლაში ცუდად სწავლა

საქმე მხოლოდ ის არაა, რომ თქვენი ნიშნები თქვენს მომავალს განსაზღვრავს. საუბარი იმაზეა, რომ ვერ გამოიყენეთ ის, რაც შეგეძლოთ გამოგეყენებინათ.

11. საკუთარი თავის დაუფასებლობა

ბევრი ჩვენგანი თავის ახალგაზრდობას საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილებაში ატარებენ. თუმცა რეალობა ისაა, რომ სწორედ ახლა ჩვენ ყველაზე ლამაზები ვართ!

12. “მიყვარხარ” თქმის შიში

როცა დაბერდებით, აღარ იღელვებთ იმაზე, ორმხრივი იყო თუ არა ეს სიყვარული. სამაგიეროდ აუცილებლად ინანებთ, რომ გრძნობების გამოხატვის შეგეშინდათ.

13. მშობლების დაუმორჩილებლობა

მშობლების მოსმენა არ გინდათ ახალგაზრდობაში, თუმცა, სიმართლე ისაა, რომ მათი შენიშვნების დიდი ნაწილი სწორი იყო.

14. ახალგაზრდობის გაფლანგვა მხოლოდ საკუთარ თავზე

გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს საშინლად შეგაწუხებთ.

15. იმაზე ნერვიულობა, თუ რას ფიქრობენ სხვები

20 წლის შემდეგ გაოცდებით, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენდა ეს თქვენზე.

16. სხვისი ოცნებების მხარდაჭერა, საკუთარის შესახებ დავიწყება

სხვების მხარდაჭერის უნარი ძალიან კარგი თვისებაა, თუმცა არა მაშინ, როცა ეს თქვენი ოცნების ასრულებას უშლის ხელს.

17. რაღაცის კეთება ძალიან ნელა

სიბერეში მიხვდებით, რომ ამდენი დრო ტყუილად დაკარგეთ.

18. წყენის შენახვა(განსაკუთრებით მათგან, ვინც გიყვართ)

რა დატვირთვა აქვს ერთი გაბზარების ხელახლა განცდას?

19. საკუთარი ინტერესების უგულებელყოფა

არასდროს შესწიროთ მსხვერპლად ვინმეს ან რამეს საკუთარი ოცნებები და მიზნები. ვინ, თუ არა თქვენ, განახორციელებს მათ?

20. ნაკლები მოხალისეობა

აქციეთ ეს სამყარო უკეთეს ადგილად. ცხოვრებაში ყველაფერი ფულით არ ისაზღვრება.

21. კბილების ჯანმრთელობის დაუცველობა

ისინი ძალიან დაგაკლდებათ, როცა კბილებს საკუთარი სიზარმაცის გამო დაკარგავთ.

22. დროის არგატარება ბებიასა და ბაბუასთან

ეს ადამიანები ჩვენს ცხოვრებას ძალიან მალე ტოვებენ, ამიტომ გაატარეთ მათთან მაქსიმალურად ბევრი დრო.

23. მეტისმეტი მუშაობა

სამსახური ვერ გაგათბობთ საღამოობით და ვერ დაამყარებს ურთიერთობას საყვარელ ადამიანებთან.

24. ცუდი მზარეულობა

ხანდახან საჭიროა სამზარეულოში ფუსფუსი, ამიტომ იმაზე მეტი უნდა იცოდეთ, ვიდრე კვერცხის შეწვაა.

25. ამ მომენტის დაუფასებლობა

ახალგაზრდები მუდმივად გზაში არიან, თუმცა ხანდახან უნდა შეჩერდნენ და უბრალოდ დატკბნენ მომენტით.

26. დაწყებულის დაუმთავრებლობა

ამას მართლა ძალიან ინანებთ.

27. წვეულებებზე ჩუმად ჯდომა

მაშ, საერთოდ რატომ უნდა წახვიდეთ იქ? იცხოვრეთ მთელი არსებით და არ იფიქროთ იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები.

28. კულტურული სტერეოტიპებით შეპყრობა

ცხოვრებაში აკეთეთ ის, რასაც სახელდობრ თქვენ თვლით საჭიროდ.

29. ადამიანებზე დამოკიდებულება

ჩვენ ყველა ვიცვლებით, ამიტომ უნდა აღიაროთ, რომ შეიძლება თქვენც შეიცვალეთ სხვა ადამიანისთვის. უნდა ისწავლოთ გაშვება და დავიწყება.

30. ბავშვებთან არასაკმარისი თამაში

ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან. დააფასეთ მომენტი, როცა მათი გულში ჩაკვრა უმიზეზოდ შეგიძლიათ.

31. ცხოვრება რისკის გარეშე

გარისკეთ მაშინაც კი, თუ იცით, რომ შეიძლება წააგოთ. ადრენალინი ამად ღირს!

32. გარემოცვის გაუფართოებლობა

დიახ, ამას დიდი დრო სჭირდება, თუმცა ეს საჭირო კონტაქტებს გაცილებით სწრაფად გაპოვნინებთ.

33. ძალიან ბევრი შფოთვა

ნუ დახარჯავთ დროს ამაოდ.

34. დიდი რაოდენობით დრამა

ეს ვის რაში სჭირდება? შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რაც არ უნდა მოხდეს.

35. საყვარელ ადამიანებთან ერთად არასაკმარისი დროის გატარება

ეს ცხოვრებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები ჩვენი ერთადერთი საზრუნავი უნდა იყოს.

36. სახალხოდ გამოსვლის შიში

მართლაც, ეს ამაღელვებელია. თუმცა, ამის გაკეთება ნამდვილად ღირს იმისთვის მაინც, რომ ბოლოს ფანტასტიკური გრძნობა დაგეუფლოთ.

37. უმადურობა

ჩვენ ღმერთს ყველაფერ იმისთვის უნდა ვუმადლოდეთ, რაც გვაქვს. ჩვენ ხომ იმაზე ხშირად ვგრძნობთ თავს ბედნიერად, ვიდრე გვგონია.

თქვენ ნანობთ რამეს წარსულიდან?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს