ჩემ ქმარს მეორე ტიპის დიაბეტი აწუხებს. 2002 წლის 23 ივნისს მას მარცხენა ფეხის თითი, შემდეგ კი მუხლს ზემოთ მთელი ფეხი მოაჭრეს.
ექიმის მიერ გამოწერილ ყველა მედიკამენტს ვღებულობდით, მაგრამ უკვე მეორე ფეხის შეშუპებაც დაეწყო. უბრალოდ გაოგნებული ვიყავი. მეუღლეს „ბერლიტიონ-300“-ის აბები დაუნიშნეს, მაგრამ არ უშველა.
„ბერლიტიონ-300“-ის 7 გადასხმა გაუკეთეს, მაგრამ მარჯვენა ფეხზე შეშუპება და სილურჯე არ ქრებოდა. გადავწყვიტე ერთ-ერთი გაზეთის რეცეპტები გამომეყენებინა. 2003 წლის მე-12 ნომერში ოროვანდის შესახებ კლარა დორონინოვის სტატია იყო გამოქვეყნებული.
მთლიანად შეშუპებულ ფეხსა და ტერფზე თაფლს ვუსვამდი. შემდეგ 4 აბ ასპირინს ვაქუცმაცებდი და თაფლწასმულ ფეხზე ვუსვამდი.
ზემოდან სამ ფენა ოროვანდას (შიდა მხრიდან) ვამატებდი. შარფს ვახვევდი და ქმარს ლოგინში ვაწვენდი. დღეში 2-ჯერ ვაკეთებდი. 5 პროცედურის შემდეგ შეშუპება გაქრა და ფეხი ნორმალური გახდა. სილურჯეც გაქრა.
შემდეგ სახვევებს მხოლოდ ღამით ვაკეთებდი. ზამთარში ოროვანდის ფოთლები გავაშრე და ახლა მას თბილ წყალს ვასხამ. როგორც კი დარბილდება, სახვევს ვაკეთებ.
ოროვანდის გამომშრალ ფესვებს ასე ვიყენებდი: 1 ჩ/კ გამომშრალ ფესვს მდუღარე წყალს ვასხამდი და მეუღლეს ჭამამდე 15 წუთით ადრე, 0,5 ჭიქას ვასმევდი. შაქრის დონე 12-დან 6,3-მდე შეუმცირდა.
კლარა დორონინოს უდიდეს მადლობას ვუხდი, მისი სტატიის დახმარებით მეუღლემ მეორე ფეხის შენარჩუნება შეძლო.
ოროვანდი დიაბეტის საწინააღმდეგოდ
ოროვანდის ფესვების ნაყენი ხალხურ და ოფიციალურ მედიცინაში შაქრიან დიაბეტს კურნავს.
ექსპერიმენტებით დამტკიცებულია, რომ ფესვების მოხმარება ღვიძლში გლიკოგენის რაოდენობას ზრდის, პროტეოლიზური ფერმენტების წარმოებას სტიმულირებს და ინსულინის საწარმოებლად პანკრეასის მუშაობას აუმჯობესებს.
უკრაინელი მეცნიერის, ტომილინის კვლევის მონაცემებით, ოროვანდის ფესვებმა ნედლი სახით და თხევადი ექსტრაქტის ფორმით შესანიშნავი შედეგი აჩვენა.
ეფექტური ნარევის რეცეპტი დიაბეტიკებისთვის
თანაბარი პროპორციით: ოროვანდის ფესვები, ლობიოს მარცვლების გარსი, მოცვის ფოთლები, ნიგვზის ფოთლები და 1 ლ წყალი.
მომზადების მეთოდი: 4 ს/კ ნარევი აიღეთ, ცივი წყალი დაასხით და 12 საათით დააყენეთ. 5 წუთით ადუღეთ, 1 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. დღეში 5-ჯერ ¾ ჭიქა, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ.
ოროვანდის ფესვები სამკურნალოდ ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, განსაკუთრებით ბულგარეთში, პოლონეთში, ავსტრიასა და გერმანიაში უყვართ. ოროვანდს განსაკუთრებულ ყურადღებას ჩინეთსა და იაპონიაში უთმობენ. ჩინური მედიცინა მცენარის ყველა ნაწილს, მათ შორის თესლს, იყენებს და მათი დახმარებით სხვადასხვა წარმოშობის შეშუპებას მკურნალობს. იაპონიაში ოროვანდის მთელ ბაღს აშენებენ. ყველაზე გემრიელ სახეობას „გობო“ ეწოდება.
ოროვანდი ჩინეთიდან იაპონიაში ჯერ კიდევ მე-10 საუკუნემდე გავრცელდა. იაპონია და საფრანგეთი, სხვათა შორის ერთადერთი ქვეყნებია, სადაც ოროვანდის კულტურას საკვებში იყენებენ.
იაპონურ სამზარეულოში ოროვანდი და ბრინჯი იდეალური კომბინაციაა. ბრინჯი აღმოსავლური პრინციპით, მარილის გარეშე წყალზე მოხარშული იყოს იყოს. ოროვანდის სპეციფიკური სუნი ევროპელებს და ამერიკელებს არ მოსწონთ, განსაკუთრებით ღეჭვის დროს უსიამოვნო შეგრძნება, რაც მასში შემავალი ინულინით და ბოჭკოვანი ცელულოზით აიხსნება.
ამ ნივთიერებების შემცველობით ოროვანდი ბოსტნეულებს შორის პირველ ადგილს იკავებს და სხვა ყველაფერთან ერთად კუჭის გაწმენდას ხელს უწყობს. ამ თვისების წყალობით იაპონიაში ძალიან პოპულარულია, როგორც დაბალკალორიული პროდუქტი სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად.
იაპონური რეცეპტი
- 300 გრ ოროვანდის ახალი ფოთლები
- 80 გრ ხახვი
- 50 გრ ბრინჯი
- 40 გრ კარაქი
- 1 ლ წყალი
- მარილი და სანელებელი გემოვნებით
მომზადება:
წყალი აადუღეთ, ბრინჯი ჩაყარეთ და მომზადებამდე მოხარშეთ. ამ დროში ხახვი ზეთში ოდნავ შეწვით. შემწვარი ხახვი და დაქუცმაცებული ოროვანდის ფოთლები ბრინჯს დაუმატეთ. მარილი და სანელებლები დაუმატეთ. 2-3 წუთით წვნიანი ხარშეთ, 15 წუთის შემდეგ სუფრაზე გაიტანეთ.
ახალგაზრდა ფოთლები წვნიანების და სალათების გასაკეთებლად გამოიყენება, ხოლო პირველი წლის ფესვები საკვებში ნედლი, მოხარშული, გამომცხვარი, შემწვარი სახით გამოიყენება და წვნიანში კარტოფილის ნაცვლად იყენებენ. მისი დახმარებით გარნირს საერთოდ ანაცვლებენ. საფრანგეთში ოროვანდის დახმარებით ძალიან გემრიელ კერძს ამზადებენ. დიაბეტიკებს შეუდარებელი სალათის რეცეპტს გთავაზობთ.
ფრანგული რეცეპტი
- 100 გრ ოროვანდის ფესვები
- 50 გრ მწვანე ხახვი
- 30 გრ პირშუშხას ფესვები
- 20 გრ მოცხარის ფოთლები
- 20 გრ ფრანგული მდოგვი
- 50 გრ არაჟანი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
ოროვანდის გარეცხილი ფესვები მდუღარე წყალში 5-7 წუთით ჩადეთ. წვრილად დაჭერით, დაქუცმაცებული ხახვი, მოცხარის ფოთლები, გახეხილი პირშუშხა და მდოგვი დაუმატეთ. არაჟანი მოასხით და მარილი მოაყარეთ. ფრანგებს მოთუშულ ხბოს ხორცთან ერთად გააქვთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.