ბევრ მურაბას ვაკეთებ, ოქტომბრიდან მარტამდე დღეში 1 კოვზს ვჭამ. სურდო და გრიპი არ მეკარება

2573

„გირჩის მურაბით დათვსაც კი გავუმასპინძლდები!“ – ვმღერი ყოველდღე, როცა ფიჭვის გირჩის მურაბის ქილას ვხსნი. ბებიამ ბავშობიდან შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ამ სასარგებლო დელიკატესის ჭამას მიმაჩვია: ბავშვებს – 1 ჩ/კ, ხოლო ზრდასრულებს – 1 ს/კ. სწორედ ამიტომ, ავად იშვიათად ვხვდებით, ხოლო სურდოს ან გრიპს რამდენიმე დღეში თავს ვაღწევთ. ყოველ გაზაფხულს ტყეში გირჩების შესაგროვებლად მივდივარ. მურაბას ბევრს ვაკეთებ, ავადმყოფობა ძალიან არ მსურს.

ფიჭვის გირჩების მურაბა

„ვივიენი“ ფიჭვის გირჩის მურაბის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც შესანიშნავი ზოგადი გამაძლიერებელი, ვიტამინებით სავსე საშუალებაა. ამასთან იმუნიტეტს ზრდის და ორგანიზმს რესპირატორული ინფექციებისა და დაღლილობის დროს ეხმარება.

პროფილაქტიკის მიზნით მურაბა დღეში ერთხელ 1 ს/კ (ბავშვებში 1 ჩ/კ), ჭამამდე 20 წუთით ადრე უნდა მიიღოთ. ავადმყოფობის დროს დღეში 3-ჯერ 1 ს/კ სრულ გამოჯანმრთელებამდე. დაღლილობის, ენერგიის არ ქონის ან ზოგადი სისუსტის დროს მურაბა შეგიძლიათ ჩაის შაქრის ნაცვლად დაუმატოთ.

გირჩის მურაბა თირკმლის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, ასევე ორსულებისა და 6 წლამდე ბავშვებისთვის უკუჩვენებულია.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: როდის შევაგროვოთ ფიჭვის გირჩები? ეს გაზაფხულზე ბზობის დღიდან ზაფხულამდე, 21 ივნისამდე უნდა შეაგროვოთ. შესაგროვებლად საუკეთესო დრო მაისის დასაწყისი და შუა პერიოდია.

ახალგაზრდა და მწვანე გირჩები უნდა შეაგროვოთ! მაქსიმუმ 4 სმ სიგრძის უნდა იყოს, დანით ადვილად იჭრებოდეს. გირჩები შეგროვების დღესვე დაამუშავეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამუქდება და გაფუჭდება.

მომზადების წინ წყალი დაასხით და გამდინარე წყალში გარეცხეთ, რომ მტვერი და ნაგავი მოაშოროთ. მურაბა შეგიძლიათ ნებისმიერ ჭურჭელში ხარშოთ, მაგრამ დაბალ ტემპერატურაზე (80-90 გრადუსი), წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩები გაიხსნება. 2 კგ გირჩისგან 1,5 – 2 ლ მზა მურაბა გამოვა. ახლა რეცეპტზე გადავიდეთ.

ინგრედიენტები:

  • 80 გირჩი (800 გრ)
  • 1,5 – 2 ლ წყალი
  • 1 – 1,5 კგ შაქარი

მომზადება:

1. გირჩები გარეცხეთ და ბოლომდე წყლით აავსეთ. ისეთი ჭურჭელი შეარჩიეთ, რომ სითხე გირჩებს ბოლომდე ფარავდეს.

2. გირჩები წყალში 40 წუთით ხარშეთ, შემდეგ 10-12 საათით დააყენეთ. დროის გასვლის შემდეგ სამ ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ (ეს აუცილებელი, რომ გაიგოთ, რამდენი შაქარი დაგჭირდებათ). გირჩები არ გადაყაროთ!

3. ერთ ჭიქა ნაყენზე 1 ჭიქა შაქარი აიღეთ. სიროფი დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათით ხარშეთ.

4. მომზადებამდე 20 წუთით ადრე მურაბას ნახევარ ლიტრ ქილაზე 8-12 ცალი გირჩი დაუმატეთ.

5. მზა მურაბა მშრალ, სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ.

6. მურაბის გემო მომწარო-მოტკბო გამოვა, ცოტათი თაფლის მსგავსი, მაგრამ მკაფიო წიწვის გემოთი და არომატით.

თუ მურაბის მომზადების დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ახალი გირჩები ოთხად გაჭრათ და თაფლი დაასხათ. ყველაზე უკეთ აკაციის ან ცაცხვის თაფლი გამოდგება. ქილა ფანჯრის რაფაზე დადეთ, მაგრამ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არა. ყოველდღე სიროფი შეანჯღრიეთ, 2-3 თვეში მზად იქნება.

შემდეგ სითხე გადაასხით, საწურში გაწურეთ. თავად გირჩი გადააგდეთ. მიღებული სიროფი მაცივარში შეინახეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ.

ჯანმრთელობის გაძლიერებას დღესვე შეუდექით. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს