47 წლის ასაკში კვანძური ტოქსიკური ჩიყვის გამო ოპერაცია გამიკეთეს. ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა, ტახიკარდია გაქრა და უფრო მშვიდად ვიყავი.
10 წლის შემდეგ ფარისებრმა ჯირკვალმა ზრდა დაიწყო. ექიმებმა მითხრეს, რომ განმეორებითი ოპერაციაა საჭირო – ახლა უკვე მის მოსაშორებლად. მედიკამენტებით მკურნალობამ ალერგია გამოიწვია.
ქალიშვილი საავადმყოფოში მუშაობდა და ექიმს კონსულტანცია სთხოვა. ლუბა დონიკოვამ მირჩია, 2 კვირა მედიკამენტი ობზიდანი მიმეღო, შემდეგ უკვე აუცილებლობის შემთხვევაში. ასევე ბაბუაწვერას ნაყენიც მირჩია.
საბედნიეროდ, გაზაფხული იყო. ქალიშვილმა ბაბუაწვერას ფესვები მოთხრა, გაასუფთავა და გააშრო.
3 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვებს 0,5 ლ არაყი ( ან სპირტი) დავასხი და 21 დღე გავაჩერე. პერიოდულად ვანჯღრევდი. 1 ს/კ ნაყენს დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთის წინ ვიღებდი.
აი, უკვე 13 წელია ოპერაციის გარეშე ვცხოვრობ და ლუბა ექიმს სიყვარულით ვიხსენებ. ბაბუაწვერას ფესვები გაზაფხულზე, ყვავილობის დაწყებამდე უნდა შეაგროვოთ.
ბაბუაწვერა: სარგებელი და ზიანი
ბაბუაწვერით უკვე ვერავის გააკვირვებთ. ის ყველგან გვხვდება: მინდორში თუ მდელოზე, სოფელსა თუ ქალაქში. გზებზეც კი შეგიძლიათ ასლფეტის ფილებს შორის ამოსული ბაბუაწვერა დაინახოთ, რომელიც ოდნავ მოღუნულია, მაგრამ ყვავილი ისეთივე სიცოცხლით აღსავსე, მზიანი ყვითელი აქვს.
მთელი თავის გარეგნობით გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ვიყოთ სიცოცხლით აღსავსე და როგორ გადავლახოთ ნებისმიერი უსიამოვნება. შესაძლოა ბუნებამ სპეციალურად ჩვენთვის შექმნა?
ჩვენ დასახმარებლად სამკურნალო თვისებები მიანიჭა. უბრალოდ ქალაქის ქუჩებში მისი მოგროვება არ ღირს. სჯობს ქალაქის დასახლებიდან შორს მოაგროვოთ და სამკურნალო საშუალება მოამზადოთ.
ოღონდ რამდენიმე წესი უნდა დაიმახსოვროთ
თუ ფოთლების გამოშრობა ან წვენის გამოღება გსურთ, სჯობს ეს ადრეულ გაზაფხულზე გააკეთოთ, სანამ ყვავილობას დაიწყებს. ამ დროს ყველაზე მეტ სამკურნალო თვისებას შეიცავს. ბაბუაწვერა შეგიძლიათ მთელი მაისი და ივნისის პირველ ნახევარში შეაგროვოთ. ივლისსა და ზაფხულის ბოლომდე მცენარე სამკურნალო თვისებებს მნიშვნელოვნად კარგავს.
სხვათა შორის, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის უნარში მაისის ჭინჭარს არაფრით ჩამოუვარდება. ის იმ მცენარეებს მიეკუთვნება, რომელიც სჯობს ნედლი სახით გამოიყენოთ.
ბაბუაწვერას სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრი რამ წიგნიდან „ძლიერი ბალახები“ გავიგე. ახალი რეცეპტები დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება.
ცოტა რამ ბაბუაწვერას წვენის შესახებ. თუ სხვა მცენარის წვენს კონსერვისთვის თანაბარი რაოდეობის არაყს ვასხამ, ბაბუაწვერის შემთხვევაში ასე ვიქცევი: 700 მლ წვენს 150 მლ არაყს ვასხამ.
გრილ ადგილას ვინახავ. გარკვეული დროის შემდეგ წვენი ამჟავდება, მაგრამ არ შეგეშინდეთ. სუსტი ფერმენტაციის დროს წარმოებული რძის მჟავა წვენის ხარისხსს ზრდის. ის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს და საყლაპავი მილის ლპობის პროცესს აფერხებს, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
უკუჩვენება
ბაბუაწვერამ შეიძლება განავლის შესუსტება გამოიწვიოს, ძირითადად, ნაღვლის ნაკადის ზრდის ხარჯზე. სწორედ ამიტომ მცენარის ბალახსა და ფესვებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების დროს არ იყენებენ.
ბაბუაწვერას სამკურნალო საშუალების მიღება ნაღვლის ბუშტის მძიმე ჰიპოტენზიური დისკინეზიის დროს რეკომენდებული არაა, რადგან ჭარბი ნაღველი შემცირებული უნარის მქონე ნაღვლის ბუშტის გაჭიმვას და ტკივილის ზრდას გამოიწვევს.
ბაბუაწვერას გამოყენება ალერგიული დერმატიტის დროს რეკომენდებული არაა. ალერგიული რეაქცია შეიძლება ბაბუაწვერას ყვავილმა ან მტვერმა გამოიწვიოს. სურდოს ნიშნების დროს ბაბუაწვერით მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ