ეს 1895 წლის გინეკოლოგიის სახელმძღვანელო გაიძულებთ ბედნიერი იყოთ იმით, რომ 21 საუკუნეში ცხოვრობთ

1501

1895 წელს გამოვიდა წიგნი „სამკურნალო ტანვარჯიში გინეკოლოგიაში: საშვილოსნოს და მისი დანამატების დაავადების მექანიკური მკურნალობა ტურე ბრანდტის მეთოდით“, რომელსაც თან საკმაოდ უცნაური სურათები ახლავს.

როგორც ჩანს, მის გვერდებზე გინეკოლოგიურ ტანვარჯიშს უცხოპლანეტელები გვიჩვენებენ.

წიგნის სათაურიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მასში აღწერილი ვარჯიშები შვედი მეან-გინეკოლოგის ტურე ბრანდტის (1819 – 1895) სწავლებას ეფუძნება.

მან ქალების მკურნალობა 1861 წელს დაიწყო და ქალებს მასაჟის, გაწელვების და საერთო ფიზიკური ვარჯიშის კომბინაციას სთავაზობდა, როგორც გინეკოლოგიური დაავადების დროს თერაპიის საშუალებას.

1886 წელს მისი მეთოდი გერმანელმა გინეკოლოგმა იენში შეისწავლა, ამის შემდეგ კომპლექსი ევროპაში ფართოდ გავრცელდა.

ფიგურები, რომლებიც ვარჯიშის დემონსტრირებას ახდენენ „ნაცრისფერ უცხოპლანეტელებს“ ძალიან ჰგვანან.

უსქესო არსება დიდი თავით, მსხვილი თვალებით – ეჭვი არაა, რომ ეს გამოსახულების დესექსუალიზაციის მცდელობა იყო.

გასაოცარია, რომ მაშინ უცხოპლანეტელების გამოსახულება მასობრივად ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული.

როგორ ფიქრობთ – ასეთი საშინელი გამოსახულების დახატვა რატომ იყო საჭირო? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს