იმკურნალეთ სწორად: როგორ გავარჩიოთ უბრალო გაციება გრიპის ვირუსისგან

1684

ცხივირიდან ონკანივით წვეთავს, ტკივათ ყელი და ცემინებას ვერ წყვეტთ. ტემპერატურა არ გაქვთ, თუმცა თავს დაღლილად და დაუძლურებულად გრძნობთ – გინდათ იატაკზე დაეცეთ და დაიძინოთ. რა არის ეს, გაციება თუ გრიპი?

ექსპერტები ამბობენ, რომ გაციების(ზედა სასუნთქი გზების ინფექცია) გრიპისგან განსხვავება შეიძლება იმაზე რთული იყოს, ვიდრე ადამიანთა დიდ ნაწილს გონია.

-“გრიპის სიმპტომები და სიმპტომები, გამოწვეული გაციებით, ხშირ შემთხვევაში, ემთხვევა”. – ამბობს ექიმი ბრუს ბარეტი, ვისკონსინის უნივერსიტეტის ოჯახური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი. მიუხედავად იმ აზრისა, რომ გრიპის დროს ტემპერატურა არ უმატებს, ბარეტი ამბობს, რომ ეს ყოველთვის არ ხდება ასე. -“მეც კი მიჭირს ხოლმე იმის განსაზღვრა, გაციებაა ეს თუ გრიპი, მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით”. – ამბობს იგი.

მაგრამ, გაციებასა და გრიპს შორის მაინც არსებობს გარკვეული არსებითი განსხვავებები.

გრიპისა და გაციების სიმპტომები

ექიმი შტეინბაუერის თქმით, გაციება, ჩვეულებრივ, 4-5 დღე გრძელდება, გრიპი კი დაახლოებით ორჯერ უფრო დიდხანს გასტანს.

გარდა ამისა, გრიპით დაავადებულებს უფრო ხშირად აქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილები, სხეულში მტვრევის შეგრძნება და მშრალი ხველა. მეორე მხრივ, თუ ხველას თან ახლავს დიდი რაოდენობით სითხე ან ლორწო, ყელი გტკივათ, აცემინებთ ან სურდო ან გაჭედილი ცხვირი გაწუხებთ, ეს გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. ღორის გრიპს შეიძლება თან ახლდეს ღებინება და დიარეა.

*უნდა აღინიშნოს, რომ მუცლის ტკივილი, დიარეა და სხვა სიმპტომები თავს იჩენს ბავშვებში, ხოლო უფროსებში, გაციების ან ჩვეულებრივი გრიპის დროს ეს სიმპტომები არ გვხვდება. თუ მსგავსი სიმპტომები გაქვთ, შესაძლოა, საქმე ნაწლავურ ვირუსთან ან მოწამლვასთან გაქვთ.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეზონურობაც. გაციება ყველაზე მეტად გავრცელებულია შემოდგომის დასაწყისში(ჩვეულებრივ, როცა სკოლა იწყება) და გაზაფხულზე. თქვენ შეიძლება ნებისმიერ დროს გაცივდეთ, თუმცა გრიპის ეპიდემია, უფრო ხშირად, ზამთარშია მოდებული.

გრიპი ორი ოჯახის ვირუსებით ვრცელდება, რომლებიც A და B გრიპების სახელებითაა ცნობილი. მათ შორის უამრავი განსხვავებაა, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და ყოველთვის არაა იმდენად ეფექტური, როგორც ჯანდაცვის წარმომადგენლები იმედოვნებენ ხოლმე.

გაციებასა და გრიპს შორის არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავება: გრიპი სიცოცხლისთვის საშიშია, გაციება – არა.

-“გრიპი წელიწადში 35 000-მდე ამერიკელს ღუპავს, როცა გაციება იშვიათად თუ აყენებს ადამიანს ხანგრძლივ ზიანს.” – ამბობს ექიმი ნორკროსი. ის გვაფრთხილებს, რომ გრიპისკენ მიდრეკილ ადამიანებში(სუსტი იმუნური სისტემით, მოხუცებსა და ნაადრევად გაჩენილ ბავშვებში) გრიპი პნევმონიისა და გარდაცვალების გავრცელებული მიზეზია.

თუმცა, საბედნიეროდ, გაციება და გრიპი, ჩვეულებრივ, არ მოითხოვს ექიმის ყურადღებას,
თუ ჯანმრთელი ზრდასრული ან ბავშვი დაავადდა. ადამიანებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ გრიპი შეეყარათ, აჯობებს დაავადების მოხდა სახლში ყოფნით. ექიმების თქმით, თქვენ უფრო ნაკლები შანსი გექნებათ სხვების დაინფიცირებისთვის, გაციება და გრიპი კი დამოუკიდებლად გადაივლის 1 კვირაში. თუ მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა კი არ ეცემა, დროა ექიმს მიმართოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს