მენინგიტის 8 ნიშანი, რომელთა შესახებაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

37269
მენინგიტის 8 ნიშანი, რომელთა შესახებაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
მენინგიტის 8 ნიშანი, რომელთა შესახებაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

მენინგიტი – დაავადება, რომელიც თავის და ზურგის ტვინის გარსის ანთებასთან არის დაკავშირებული. ამ დაავადების ეტიოლოგია შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ სხვადასხვა სახის მენინგიტის სიმპტომები, როგორც წესი, მსგავსია.

ითვლება, რომ ამ დაავადებით ხშირად ბავშვები ავადდებიან. სწორედ ამიტომ ყველა მშობელს ვურჩევთ დაიმახსოვრონ, თუ როგორ გამოიცნონ მენინგიტის ნიშნები და პირველ რიგში რომელ ნიშნებს უნდა მიექცეს ყურადღება.

უეცარი ციებ-ცხელება


მენინგიტის ერთ-ერთი ნიშანია ციებ-ცხელება, რომელიც მოულოდნელად იწყება. ბავშვი კანკალს იწყებს და ჩივილს იწყებს, რომ მას სულ ცივა. დაავადებულს ტემპერატურა მაღლა ეწევა, რომლის დაწევაც ძალიან რთული ხდება. ეს სიმპტომი ბევრი დაავადების ნიშანიც არის, ამიტომ ყურადღება სხვა ფაქტორებსაც უნდა მიაქციოთ.

 

ძლიერი თავის ტკივილი


მენინგიტის დროს თავის ტკივილი არა უბრალოდ ძლიერი, პრაქტიკულად წარმოუდგენლად აუტანელია. ამასთან ხშირად ტკივილი პაციენტის კისერსაც მოიცავს, მაგრამ იმის გამო თავის ქალა თითქმის “ახდილი” აქვს, შეიძლება პაციენტმა მას ყურადღება არ მიაქციოს. ახალშობილებში ნიშანდობლივი ნიშანია ასევე ამოზნექილი თავის ქალა.

 

თვალებში გაორება


მენინგიტით დაავადებულს მხედველობის ფოკუსირება არ შეუძლია, რის გამოც გამოსახულება თვალებში მუდმივად ორდება.

 

მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება


მენინგიტით დაავადებულს მადა ეკარგება. ხშირად ეს მუდმივი გულისრევის შეგრძნების გამო ხდება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს მუცლის ტკივილი და ღებინება.

 

სინათლის მიმართ მგრძნობელობა


მენინგიტის კიდევ ერთი ნიშანია კაშკაშა სინათლის შიში, რის გამოც ბავშვს თვალები ცრემლიანი უხდებათ, ასევე გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი უძლიერდება.

 

კეფის კუნთის სიხისტე


მენინგიტით დაავადებული ბავშვი განსაკუთრებულ პოზაში იმყოფება:ზურგზე მწოლიარე გადაწეული თავით და მოღუნული ფეხებით. კისრის გასწორების მცდელობისას მას არაფერი გამოსდის.

 

მუხლების გამართვის შეუძლებლობა


მაშინაც კი, თუ ბავშვის თავის მკერდისკენ დახრას ახერხებთ, მას მაშინვე ფეხები ეღუნება, რომელთა გასწორებაც ამ მდგომარეობაში შეუძლებელია. ამ მოვლენას ზედა ბრუძინსკის სინდრომს უწოდებენ.
მენინგიტის დროს მასთან ერთად კერნიგის სინდრომიც ჩნდება. მის დროს ფეხების მოღუნვა შეუძლებელია, თუ ფეხები 90°-მდე არის აწეული.

 

კანზე ანთება არ ფერმკრთალდება


მენინგიტის დროს შეიძლება კანზე ანთებითი პროცესი გაჩნდეს. ჩვეულებრივი გამონაყარის მის გარჩევაში მარტივი ტესტი დაგეხმარებათ.
აიღეთ გამჭირვალე მინის ჭიქა, ანთებაზე დაიდეთ და დააჭირეთ ისე, რომ კანი გაფერმკრთალდეს. თუ ასეთი ზეწოლის შედეგად გამონაყარიც ფერს იცვლის, მაშინ მენინგიტი არ გაქვთ. თუ გამონაყარმა ფერი შეინარჩუნა, დროა ფრთხილად იყოთ.

 

რა გავაკეთოთ?


მენინგიტი – საშიში დაავადება, სწორედ ამიტომ მისი აღმოჩენისთანავე აუცილებლად სასწრაფო დახმარებას უნდა მიმართოთ. ექიმთან მისვლამდე პაციენტს სიმშვიდე, სიწყნარე შეუქმენით და კაშკაშა სინათლეს მოაშორეთ.

 

ექიმს ყველა ნიშნის შესახებ უნდა უამბოთ. მენინგიტის ვარაუდის შემთხვევაში საავადმყოფოში წასვლაზე უარის თქმა კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან მასთან ეფექტურად ბრძოლას მხოლოდ სტაციონარულ პირობებში შეძლებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს