უნივერსალური საშუალება ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის: უბრალო ბაბუაწვერა

1952

ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერა ძალიან ფართოდ გამოიყენება. მებალახეები მის გამოყენებას გვირჩევენ ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა ათეროსკლეროზი, ანთებითი პროცესები ღვიძლსა და თირკმლებში, ნაღველ- და შარდკენჭოვანი დაავადებები, ქოლეცისტიტი, გასტრიტი შემცირებული მჟავიანობით, ორგანიზმში კალიუმის დეფიციტი და ღვიძლის ციროზი.

გთავაზობთ ბაბუაწვერას გამოყენების რამდენიმე გზას სხვადასხვა დაავადების დროს.

ბაბუაწვერას წვენით მკურნალობა

ადრეულ გაზაფხულზე ძალიან სასარგებლოა ბაბუაწვერას ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი. კარგად გარეცხეთ ნედლეული, გააჩერეთ მარილის კონცენტრირებულ ხსნარში 20-30 წუთით, ისევ გარეცხეთ ცივი წყლით და მოასხით მდუღარე, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპში და დაწურეთ მისგან წვენი. მიღებული სითხე გააზავეთ წყალთან 1:1 პროპორციით და ადუღეთ 2-3 წუთით. მიირთვით 1/4 ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ხერხემლისა და ძვლების დაავადებების დროს, ასევე, კბილების საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია ბაბუაწვერას, სტაფილოსა და თალგამის წვენებისგან მიღებული მასის მომზადება და მოხმარება.

ბაბუაწვერას ფოთლებსა და ფესვს ღვიძლის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, რადგან ამ საშუალებას სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება შეუძლია. რეკომენდებულია შემდეგი ნაყენი: 100 გ ახლადდაწურული ბაბუაწვერას ფესვის წვენი შეურიეთ 15გ 90-გრადუსიან სპირტს, 15 გ გლიცერინსა და 17 მლ წყალს. გაწურეთ და მიიღეთ 1-2 ს.კ. დღეში. რეკომენდებულია დღეში ბაბუაწვერას 50-100 გ წვენის მიღება, რადგან მას სისხლმწმენდი თვისება აქვს და შეგიძლიათ მიიღოთ მატონიზირებელი და შარდმდენი საშუალების სახით კუჭის პრობლემების, საყვითლოს, კანის დაავადებებისა და პოდაგრას დროს. ითვლება, რომ ბაბუაწვერა ამცირებს ღვიძლისკენ სისხლის ნაკადს და შლის ნაღვლის კენჭებს.

ბაბუაწვერას ფესვებით მკურნალობა

ბაბუაწვერას ფესვებისგან შეგიძლიათ სასარგებლო ნაყენის მომზადება, რომელიც ეფექტური სისხლმწმენდი, მატონიზირებელი და ოფლმდენი თვისებებით გამოირჩევა. რამდენადაც ამ მცენარის ფესვებს შაქრისდამწევი თვისებაც აქვს, რეკომენდებულია დიაბეტიკებისა და ჭარბწონიანებისთვის.

ფესვების ნახარში გამოიყენება მადის გასაუმჯოებესებლად, უძილობის, შემცირებული მჟავიანობის გასტრიტის, საყვითლოს დროს.

სქლად დაფქვეულ 5 ს.კ. ფესვს მოასხით 1 ლ მდუღარე წყალი და ხარშეთ თავდახურული 20 წუთით. გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთსამჯერ დღეში, 1/2 ჭიქის ოდენობით, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ბაბუაწვერა კურნავს ღვიძლის ციროზსაც

მოხარშეთ 1 ჩ.კ. ბაბუაწვერას ფესვი 1.5 ჭიქა წყალში, ადუღეთ 5 წუთით და მიირთვით ჩაის სახით.

ბაბუაწვერას ზეთი კურნავს ყაბზობას და ამსუბუქებს დისკომფორტს დამწვრობისას. ეს ხალხური საშუალება შემდეგნაირად მზადდება: მზიან დღეს მოაგროვეთ ბაბუაწვერას ოქროსფერი ყვავილები თავის რძიან ღეროებთან ერთად. დააფქვიეთ და ნახევრამდე გაავსეთ შუშის ქილა. შემდეგ დაასხით ნებისმიერი არარაფინირებული მცენარეული ზეთი. დაახურეთ მარლა და დადეთ ჭურჭელი მზეზე. სამ კვირაში ზეთი მზად იქნება. ყაბზობის დროს მიიღეთ ყოველ ჭამამდე 1 ს.კ. ოდენობით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს