დღეისათვის, კისრის ეს პრობლემა სამჯერ უფრო მეტ ადამიანს იწირავს, ვიდრე ონკოლოგია

28180

არ გჯერათ? აი, ექიმ-რეაბილიტოლოგ ალექსანდრე შიშიონინის პაციენტთა ურიცხვმა რაოდენობამ იცის: უმჯობესია, სწორად ატრიალონ კისერი, ვიდრე მუჭებით იყარონ წნევის დამწევი აბები და ინფარქტისა და ინსულტის მუდმივ შიშში იცხოვრონ.

რა თქმა უნდა, “კისრის ტრიალში” სავარჯიშოები იგულისხმება, რომლებიც ექიმმა შიშიონინმა შეიმუშავა და, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, სრულდება დამატებითი სავარჯიშოებით სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით.

№ 1 მკვლელი – ატლასი

ალექსანდრე შიშიონინი: “ასაკთან ერთად, კისრის მალების განლაგება იცვლება(ვითარდება ოსტეოქონდროზი) და აწვება სისხლძარღვებს, რომლებიც თავის ტვინს კვებავს. ეს უკანასკნელი ვეღარ იღებს საკმარისი რაოდენობით სისხლს და გულს უგზავნის ბრძანებას – გააძლიეროს მუშაობა და გაზარდოს გულის კუნთის კუმშვების რაოდენობა. წნევა იზრდება და ტვინისკენ სისხლის ნაკადიც იმატებს. თუ გული სუსტია, არ აძლიერებს მუშაობას, და ტვინი ამ დროს შეკუმშვის ბრძანებას სისხლძარღვ-კაპილარებს უგზავნის. სწორედ ამიტომ აქვთ ჰიპერტონიკებს ცივი ფეხები. თუ კაპილარებიც არ ემორჩილება, ტვინი უტევს თირკმელებს: უკრძალავს წყლის გაშვებას ორგანიზმიდან, რათა სისტემაში წნევა შეინარჩუნოს. იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდება ტვინის ჟანგბადური შიმშილი(ოსტეოქონდროზი ხომ ამ დროს არ იკურნება), იცვლება სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობა, იზრდება გლუკოზის რაოდენობა – ტვინი ხომ როგორღაც უნდა გამოიკვებოს. როცა ყველა მარაგი ამოიწურება, დგება ინსულტი. თუმცა, თუ კისრის ვენებსა და არტერიებში დროულად მოხსნით ზეწოლას, წნევა დარეგულირდება დამოუკიდებლად, პრეპარატების გარეშე.

საიდან ჩნდება ზეწოლა სისხლძარღვებზე?

ოსტეოქონდროზი დაკავშირებულია კისერში სტრესული და ტრავმატოლოგიური ფაქტორების დაგროვებასთან. ნებისმიერ ნერვულ შერყევას თან ახლავს კისრის კუნთების დაჭიმულობა – თავის დასაცავად მხრებში თავის ჩარგვა გვინდება.

ეს რეაქცია ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა, რადგან, ჩვეულებრივ, მტაცებელი მსხვერპლს კისერში ავლებს კბილებს. ჩნდება კისრისა და მკერდის მონაკვეთების კუნთოვანი სპაზმი. ირღვევა სისხლის მიკროცირკულაცია და გარშემო ქსოვილების კვება, მალთაშუა დისკები და მყესები სუსტდება, მალები არასტაბილური ხდება და ავიწროვებს სისხლძარღვებს. მუდმივად გროვდება მიკროტრავმებიც. ყველაზე ხშირად, მთელ ამ უბედურებაში ბრალი მიუძღვის კისრის პირველ მალას – ატლასს.

რატომ ატლასი?

მასზე, ჩვეულებრივ, მაქსიმალური ზეწოლა მოდის, რადგან სწორედ ის, თავის ქალასთან დაკავშირებული მყესით, აბრუნებს თავს და, ასაკთან ერთად, იგი სცილდება მყესს. ჰიპერტონიკთა 70%-ს ტიპური ჩივილები აქვს: გაღვიძებისას თავს საშინლად გრძნობენ, დილის 5-ზე უკვე მაღალი წნევა აქვთ, ადგებიან, გაივლიან და უკეთ ხდებიან.

საქმე კი ისაა, რომ, როცა ადამიანს სძინავს, განსაკუთრებით კი მაღალ ბალიშზე, ატლასი იცვლის ადგილს და აწვება სისხლძარღვებს. როცა ადამიანი სიარულს იწყებს, სიტუაცია ცოტათი მსუბუქდება. ხდება ხოლმე, რომ ვერტიკალური მდგომარეობის მიღებით მდგომარეობა არ უმჯობესდება და მაშინ დგება ჰიპერტონული კრიზისი ან ინსულტი.

რა მოვიმოქმედოთ?

კარგი იქნება, თუ შეასრულებთ ამ ცნობილ სავარჯიშოების კომპლექსს, ხოლო თუ თვეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა საგრძნობლად, დრო იქნება, მიმართოთ პროფესიონალურ დახმარებას. შესაძლოა, მალა ან სისხლძარღვი არატიპურადაა განლაგებული, ესე იგი, უნივერსალური ვარიანტი არ გიხდებათ.

დაგეხმარებათ დიეტაც, იმის მიხედვით, თუ რა მარაგი გამოიყენა ორგანიზმმა ტვინში სისხლის მიწოდების დარღვევისას. ხანდახან, მალების არევის გარდა, მას ართულებს ათეროსკლეროტული კოლტები სისხლძარღვებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია კვების რეჟიმი სისხლის ბიოქიმიური ანალიზის მიხედვით.

გთავაზობთ სავარჯიშოებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს