ალბათ, თქვენც გეგონათ, რომ ბაბუაწვერა უბრალო სარეველა ბალახია ულამაზო ყვავილებით. მეც ასე ვფიქრობდი, სანამ ერთმა ნაცნობმა მისგან ნაყენის მომზადება არ მასწავლა. როგორც აღმოჩნდა, ამ გავრცელებულ მცენარეს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. მათ შორის:
- ამოსახველებელი;
- შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღველმდენი;
- მატონიზებელი, გამაძლიერებელი;
- სპაზმოლიტური;
- კუჭის ამშლელი;
- დამამშვიდებელი, საძილე;
- მადის მარეგულირებელი;
- მჟავიანობისა და ტუტოვნობის მარეგულირებელი;
- დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ჯირკვლებზე, თირკმლებზე, ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტზე, ელენთაზე;
- აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასტიმულირებს შრომისუნარიანობას, ხსნის მოდუნებასა და დაღლილობას;
- არეგულირებს ნივთიერებათა მიმოცვლას;
- ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
- აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას ანემიის დროს;
- მონაწილეობს სისხლის უჯრედების წარმოქმნაში, ასტიმულირებს ლეიკოციტების წარმოქმნასაც;
- აღადგენს ძალებს, აუმჯობესებს მეტაბოლისტურ პროცესებს ორგანიზმში.
როგორ მოვამზადოთ ბაბუაწვერას სპირტიანი ნაყენი
- 2/3 ჭიქა ბაბუაწვერას ფესვებს დაასხით ნახევარი ბოთლი არაყი ან სპირტი.
- მჭიდროდ დაახურეთ და შეინახეთ 2 კვირით.
- შეანჯღრიეთ ნაყენი პერიოდულად.
ამ წამლით კურნავენ ეპილეფსიას – ამისთვის დღეში სამჯერ, ჭამამდე უნდა მიიღოთ 1 ს.კ. ნაყენი, ან მიირთვით 25-30 წვეთი ჭამამდე, სამჯერ დღეში.
ნაყენის მოსამზადებლად უმჯობესია 70-გრადუსიანი სპირტის მოხმარება, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სასარგებლო ნივთიერებები. სპირტი და არაყი კარგი კონსერვანტებია, რომლებიც მცენარიდან სასარგებლო ნივთიერებებს გამოიწოვს.
ნაყენისთვის გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამომშრალი ბაბუაწვერა, დანაყული ან დანით წვრილად დაჭრილი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!