ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ პროდუქტის გულმოდგინედ გარეცხვას მის მოხმარებამდე, ამიტომ დარწმუნებული ვართ ჩვენს სისწორეში, როცა კერძის მომზადებამდე აბსოლუტურად ყველაფერს ვრეცხავთ.
აღმოჩნდა, რომ ჩვენ საგრძნობლად ვავნებთ ჯანმრთელობას, რადგან ზოგიერთი პროდუქტის რეცხვა პირიქით, არაა რეკომენდებული.
არასდროს გარეცხოთ ქათამი!
უმი ქათამი შეიცავს მავნე ბაქტერიებს, კერძოდ, კამპილობაქტერსა და სალმონელას – კვებითი მოწამლვის ორ მთავარ დამნაშავეს. წყლით მათ ვერ გაანადგურებთ, ისინი ბოლომდე არ გაირეცხება.
ქათმის გამდინარე წყალში რეცხვისას ან მისი თასში ჩადებისას, ბაქტერიებს არ რეცხავთ, სამაგიეროდ, აინფიცირებთ ნიჟარას, ჭურჭელს, სამუშაო ზედაპირს და ყველა იმ ადგილს, სადაც წყლის შხეფი მოხვდება.
წარმოიდგინეთ, ყველა ეს მიკროსკოპული ბაქტერია, რომლებიც ხორცის ნაჭერზე ცხოვრობენ. წყლის მოლეკულებთან ერთად, ისინი პირდაპირ თქვენს პირში ან ცხვირში ხვდებიან, სახლდებიან ნიჟარის გარშემო და ჩვენს ტანსაცმელზეც კი.
თითოეული ბაქტერია, რომელიც ხორცზე ცხოვრობს, თერმული დამუშავებისას დაიხოცება.
სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით ბაქტერიებზე, რომლებიც ნიჟარაზე, ჭურჭელზე, ტანსაცმელსა და საჭრელ დაფაზე დასახლდნენ. ეს ყველაფერი ცხელი წყლისა და საპნის ხსნარით უნდა დაამუშავოთ, შემდეგ გააშროთ და გაწმინდოთ ქაღალდის ხელსახოცებით.
უკეთეს შემთხვევაში, ქათმის რეცხვის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს გემუქრებათ საჭმლის მონელების დარღვევები, უარეს შემთხვევაში კი – მძიმე მოწამლვა. განსაკუთრებულ რისკს ექვემდებარებიან დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები და, რაღა თქმა უნდა, ბავშვები.
გამოკითხვების მიხედვით, ადამიანთა 90% რეცხავს უმ ფრინველს, ამასთან, უამრავ რეცეპტშია მითითებული “გარეცხეთ ქათამი და გააშრეთ”.
აი, რა წესები უნდა დაიცვათ ხორცთან მუშაობისას:
- დაიცავით სისუფთავე – მაქსიმალურად ხშირად დაიბანეთ ხელები და გაწმინდეთ ზედაპირები;
- განაცალკევეთ – არ შეახოთ უმი ფრინველი და მისი წვენი სხვა პროდუქტს;
- მოამზადეთ გულმოდგინედ – მზა ფრინველის მინიმალური შიდა ტემპერატურა უნდა შეადგენდეს 74 °C-ს;
- გააგრილეთ – დროულად მოათავსეთ ფრინველი მაცივარში.
თქვენ რეცხავთ ხორცს მომზადებამდე?