ექიმები ხშირად გვირჩევენ ცხოველური წარმომავლობის პროდუქტის მიღებას, რაც ინფექციასთან(და არამარტო) ბრძოლისა და დაავადებების პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ლორი.
ლორის სარგებელი ორგანიზმისთვის
ლორის მავნებლობის შესახებ უამრავი ლეგენდა დადის, რომლითაც ამ პროდუქტის მოყვარულებს აშინებენ. დღეს ჩვენ გაგარკვევთ ამ საკითხის ყველა მხარეში და დავამსხვრევთ მითების უმრავლესობას.
როგორ იწვევს ლორი სიმსუქნეს
ეს მცნება ბოლომდე სწორი არაა: ლორი, როგორც სხვა ნებისმიერი საკვები პროდუქტი, ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს მხოლოდ ჭარბ რაოდენობაში. ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები არ აწუხებთ, ლორი დიდ სარგებელს მოუტანს. ამ პროდუქტის დღიური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის 10-30 გრამს შეადგენს.
მითია ისიც, რომ ჯანმრთელ ადამიანებს ლორი, თითქოსდა, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის. ცხოველის კანქვეშა ცხიმი წარმოუდგენლად სასარგებლოა ადამიანისთვის, რადგან ეს პროდუქტი ჩვენი სხეულის ტემპერატურაზე დნება. უნდა აღინიშნოს, რომ მისი მიღება დაუშვებელია მათთვის, ვისაც ნაღვლის გამომუშავების პრობლემები აქვს.
ლორი – ცარიელი ცხიმია
და ვინ თქვა, რომ ეს ცუდია? კანქვეშა ცხიმი უნიკალური სტრუქტურაა, რომელიც მდიდარია იშვიათი არაქიდონული მჟავით. ეს ნივთიერება უკიდურესად აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან მის გარეშე ვერც ერთი იმუნური რეაქცია ვერ ჩაიცვლის. ეს მჟავა, ასევე, აუცილებელია ქოლესტერინის მიმოცვლისთვის.
ლორი დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს
როგორც ნებისმიერი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, ლორი ქოლესტერინს შეიცავს. მხოლოდ მისი რაოდენობა არც იმდენად ბევრია, რამდენიც გვგონია. 100 გ ახალი ლორი 70-100 მგ ქოლესტერინს შეიცავს. შედარებისთვის, 100 გ საქონლის თირკმელში 1126 მგ ქოლესტერინია.
თუმცა, არ უნდა იდარდოთ, თუ ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტი მიირთვით. ექიმებმა უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ სისხლსა და ქსოვილებში ქოლესტერინის რაოდენობა დიდად არაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა რაოდენობას მიიღებთ საკვებით.
გაცილებით მნიშვნელოვანია ქოლესტერინის მიმოცვლა. ორგანიზმმა სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმი უნდა მიიღოს და სწორად გადაამუშავოს ისინი. ამაში მას დაეხმარება მჟავები, რომლებსაც ლორი შეიცავს – ლინოლეური და არაქიდონული მჟავები.
ლორი პურთან ერთად – ძალიან მავნეა
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ესეც მითია. ასეთი კომბინაცია დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე: ორივე პროდუქტი შესანიშნავად აითვისება იმ პირობით, რომ ადამიანი სავსებით ჯანმრთელია.