„შინაური ზეთისხილი“ – ზათმრისთვის ყოველ წელს ვამზადებ გემრიელ კონსერვებს.

3723

ზაფხული გვახარებს სასიამოვნო დღეებით და კარგი მოსავლით: ხილი და ბოსტნეული, რომელთაც მთელი ზამთარი ველოდით, როგორც იქნა საკმარისად გვაქვს. ზამთრისთვის ჯემების და სხვა მსგავსი კონსერვების მომზადება უნდა მოასწროთ, რადგან წელიწადის ცივ პერიოდში კიტრის მწნილის ან გემრიელი კომპოტის მირთმევა ძალიან სასიამოვნოა.

ყურძნის მტევანი

ხშირად ჭარბ მოსავალს მეგობრებსა და ნათესავებს ვურიგებთ და თავს ვიმტრევთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება რომ პროდუქტი არ გაფუჭდეს. ასეა ყურძნის შემთხვევაშიც. ყურძენს არა მხოლოდ მეღვინეები, არამედ მებოსტნეებიც, რომელთაც ყურძნის ჭამა უყვართ, ზრდიან.

როცა საკუთარი შესაძლებლობები გადააჭარბეთ, ღვინის ან კომპოტის გარდა, კონსერვის რეცეპტების ძებნა გიწევთ.

ყურძნის მტევანი გიზიდავთ და სურვილს გიჩენთ, რომ მარცვალს კიდევ ერთი მარცვალი მიაყოლოთ, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა მისი მირთმევის შესაძლებლობა მხოლოდ ამ სეზონზე არ გექნებათ. „ვივიენი“ ყურძნის მწნილის უჩვეულო რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ. ყურძნის მწნილი გემოთი ზეთისხილს ჰგავს და ნებისმიერ სუფრაზე სასურველი კერძი გახდება.

ინგრედიენტები:

  • 800 გრ ყურძენი
  • 700 მლ წყალი
  • 100 მლ ღვინის ძმარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 300 გრ შაქარი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ღერო როზმარინი
  • 2 რგოლი ჩილეს წიწაკა
  • 3 პილპილის მარცვალი
  • 5 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. ყურძენი გარეცხეთ და მარცვლები დააცალკევეთ. თითოეული მარცვალი ფრთხილად მოაშორეთ, მასზე მცირე ყუნწი დატოვეთ. ასე ყურძენი მთლიანობას შეინარჩუნებს, სანამ დამწნილდება. შეგიძლიათ ნებისმიერი სახეობა გამოიყენოთ, მთავარია, რომ მარცვალი საკმაოდ მაგარი იყოს. თეთრი ყურძნის მტევანი უფრო ტკბილი იქნება, ვიდრე ლურჯი ყურძნის მტევანი. ლურჯი ყურძენი თავისი სიმჟავით გაგახარებთ, რომელიც ამ რეცეპტისთვის შესაფერისი იქნება.

2. ქილის ფსკერზე მოათავსეთ როზმარინის ღერო, გასუფთავებული ნიორი და 2 რგოლი ჩილეს წიწაკა.

3. წყალი, შაქარი, მარილი და ძმარი ადუღებამდე მიიყვანეთ. ოდნავ გააგრილეთ და ყურძენს დაასხით, ბოლომდე არ აავსოთ, დაახლოებით 3 სმ დატოვეთ.

4. ქილას ზეთი დაასხით და მოხუფეთ.

ასეთი ყურძნის მწნილი უკვე 2 თვის შემდეგ მზად იქნება. ცივ გრილ ადგილას, ჰერმენტულად დახურულ ქილაში შეგიძლიათ ნახევარი წელი შეინახოთ. თუ ყურძნის მარცვლების დაცალკევება გეზარებათ, შეგიძლიათ მთლიანი მტევანი დაამწნილოთ.

ყურძნის მწნილი შესანიშნავად ერწყმის მარილიან წასახემსებელ კერძებს. უჩვეულო, მაგრამ შესაფერისი ინგრედიენტი იქნება ბოსტნეულის სალათებსა და ხორციან კერძებში. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს