როგორ არ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ დეზოდორანტს იყენებთ

1477

დეზოდორანტი შეუცვლელ დამხმარედ იქცა, რომელიც გვიცავს ოფლისა და უსიამოვნო სუნისგან იღლიების ზონაში. ეს სასარგებლო გამოგონება უფრთხილდება გარშემომყოფების კომფორტს და თავდაჯერებულობას მატებს მფლობელს. თუმცა, მხოლოდ სწორად გამოყენების შემთხვევაში.

ნუ გააზვიადებთ პირად ჰიგიენას: დეზოდორანტი მხოლოდ მშრალ, სუფთა და უთმო იღლიებზე უნდა დაიტანოთ, თორემ სასურველი ეფექტის საწინააღმდეგოს მიიღებთ. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ უსიამოვნო სუნის გადაფარვა უკვე გაოფლიანებულ იღლიებზე – ასე სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებთ. იღლიის ზონაში არსებულ თმებზეც გროვდება ოფლი და ბაქტერიები, ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი მათი რეგულარული მოშორება.

დეზოდორანტის შემადგენლობა

მაღაზიის თაროებზე თავიანთ ტანდემს ელოდებიან სპრეები, თხევადი, მშრალი დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები. თუმცა, მათ შემადგენლობაში, თუნდაც მცირე რაოდენობით, შედის მძიმე მეტალები, მაგალითად, ალუმინი, რომელსაც ორგანიზმში კიბოს უჯრედების გაჩენა შეუძლია.

მაშ, როგორ ვიცხოვროთ დეზოდორანტის გარეშე? ჩვენი რედაქცია დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ნატურალური, შინ მომზადებული დეზოდორანტის რეცეპტს.

საშინაო დეზოდორანტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მომზადება ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესია საშინაო პირობებში, იგი უსაფრთხოა, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და მზადდება ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან.

დაგჭირდებათ

  • 1.5 ს.კ. ქოქოსის ზეთი
  • 1 ს.კ. სოდა
  • 1.5 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • 2 წვეთი როზმარინის ზეთი
  • მშრალი დეზოდორანტის ცარიელი ფლაკონი

მომზადება

1. შუშის ან კერამიკულ თასში შეურიეთ სახამებელი, სოდა და ქოქოსის ზეთი. აირჩიეთ ცივი დაწურვის ქოქოსის ზეთი და არ გააკეთოთ ეკონომია ამ ინგრედიენტზე.

2. ქოქოსის ზეთი ატენიანებს და აცოცხლებს კანს, სახამებელი და სოდა კი აშრობს. სოდა – ბუნებრივი ანტისეპტიკია, კარგად უმკლავდება ბაქტერიებს, ყოველგვარი ზიანის მოტანის გარეშე.

3. დაუმატეთ 5 წვეთი ჩაის ხის და 2 წვეთი როზმარინის ეთერზეთი. ჩაის ხე ამშვიდებს კანს და ეფექტურად ებრძვის უსიამოვნო სუნს, როზმარინის ზეთი კი მატებს არომატს. როზმარინის ნაცვლად შეგიძლიათ სხვა, სასურველი ეთერზეთი დაუმატოთ.

4. ფრთხილად გადაასხით სითხე ფლაკონში პირთამდე და დაახურეთ თავსახური. თუ ფიქრობთ, რომ მასა თხევადია, დაუმატეთ ცოტაოდენი სახამებელი.

5. შედგით დეზოდორანტი მაცივარში 8-10 საათით ან დატოვეთ მთელი ღამით – მეორე დილით უკვე შეგეძლებათ მისი გამოყენება. რადგანაც ქოქოსის ზეთი სწრაფად დნება, შეინახეთ პროდუქტი მაცივარში.

ნატურალური შემადგენლობის დეზოდორანტი ხელს უშლის უსიამოვნო სუნს, თუმცა არ ამცირებს ოფლის გამოყოფას, რადგან არ ხერგავს ფორებს, ანტიპერსპირანტებისგან განსხვავებით. ასეთი დეზოდორანტით თამამად შეიარაღდით დარბაზში ვარჯიშისას.

 

სანამ დეზოდორანტის გამოყენებას დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ შემადგენელ კომპონენტებზე ალერგია არ გაქვთ. ჩაატარეთ მგრძნობელობის ტესტი – დაიტანეთ საშუალება მაჯაზე. თუ 15 წუთში ამ მონაკვეთში სიწითლე არ გაჩნდება, თამამად გამოიყენეთ ნატურალური პროდუქტი ყოველდღიურად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს