ავოკადო – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოდური ხილია ჩვენს დროში. რომელი სოციალური ქსელიც არ უნდა გახსნათ, ყველგან შეგხვდებათ ავოკადოს კერძების მკვეთრი ფოტოები.
მკვებავი, გემრიელი, დაუჯერებლად სასარგებლო და, ამასთან, კვერცხთან ყველაზე გემრიელი პროდუქტი ფიტნესის მიმდევრებს განსაკუთრებით უყვართ. ითვლება, რომ საუზმის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია გახუხული პური ავოკადოსთან და კვერცხთან ერთად. არ შემიძლია არ დავეთანხმო ამ აზრს, რადგან თავადაც ძალიან მიყვარს ავოკადოიანი პაშოტით საუზმობა.
მაგრამ… გარდა იმისა, რომ ამ ხილზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად უზარმაზარი ფართობის ტყეები იჩეხება, თავად ავოკადოსაც აქვს მთელი რიგი უკუჩვენებები, რომელთა შესახებაც ავოკადოს ყველა მოყვარულმა უნდა იცოდეს.
ავოკადოს მავნე თვისებები
1. დიეტოლოგთა დიდი ნაწილი თვლის, რომ დიდი რაოდენობით ავოკადოს მიღება ჭარბ წონას იწვევს ცხიმების მაღალი შემცველობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხილი მხოლოდ უჯერ ცხიმებს შეიცავს.
2. კატეგორიულად დაუშვებელია ავოკადოს მიღება მათთვის, ვისაც ე.წ. ლატექსური ალერგია, ანუ ლატექსის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს, რამდენადაც ეს ნივთიერება მოცემული ხილის შემადგენლობაშია.
3. რაციონიდან ავოკადო უნდა ამოიღონ მეძუძურმა დედებმა და ფეხმძიმეებმა. ამ ხილის მოხმარება საგრძნობლად ამცირებს რძის რაოდენობას.
4. არ უნდა მიირთვათ ავოკადო, თუ ციტრუსზე გაქვთ ალერგია.
5. დაუშვებელია ავოკადოს ხის ფოთლებისა და ნაყოფში არსებული კურკის გამოყენება საკვებად – ისინი შეიცავს შხამიან ნივთიერებებს და არამხოლოდ ალერგიის, არამედ სერიოზული კვებითი მოწამლვის გამოწვევაც შეუძლია. საშიშია ავოკადოს კანი და კურკა როგორც ადამიანების, ისე ცხოველებისთვისაც.
სამაგიეროდ, მექსიკაში შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლის გამოყენებითაც ავოკადოს კურკებისგან ერთჯერად ჭურჭელს ამზადებენ. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი 240 დღეში იშლება, რითიც ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.
ავოკადოს დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება არავისთვის მისი ალერგიულობისა და კალორიულობის გამო. ერთ ჯერზე დღეში მხოლოდ 1 ნაყოფი უნდა მიირთვათ. ავოკადოს სასარგებლო ნივთიერებების კომპლექსი სრულად ნარჩუნდება მხოლოდ უმ მდგომარეობაში მიღებისას – თერმული დამუშავების შემდეგ სასარგებლო თვისებების უდიდესი ნაწილი იკარგება.
თქვენ გიყვართ ავოკადო? გაქვთ განსაკუთრებული რეცეპტები მისი შემცველობით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.