სახე 10 წლით გამიახალგაზრდავდა მას შემდეგ, რაც დღეში 10 000 ნაბიჯისა და 1 სავარჯიშოს შესრულება დავიწყე

1936

ჩვენს ორგანიზმში არამხოლოდ სისხლი, არამედ ლიმფას ცირკულირებს. ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმი 2-4 ლ ლიმფას შეიცავს, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცილების, წყლების, მარილების, მეტაბოლიტების დაბრუნება და ტოქსინების გამოდევნა ქსოვილებიდან სისხლში.

ლიმფური სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა მიმოცვლისა და ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების გაწმენდის პროცესში. თუმცა, სისხლძარღვთა სისტემისგან განსხვავებით, იგი ჩაკეტილი არაა და არც ცენტრალური საქაჩი გააჩნია.

როგორ გავაუმჯობესოთ ნივთიერებათა მიმოცვლა

ლიმფური სითხე გარშემო კუნთების შეკუმშვისა და ლიმფურ სადინარებში ლიმფის უკუსვლის ხელშემშლელი არხების არსებობის ხარჯზე მოძრაობს. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი სხეულის აქტიური მოძრაობა.

მოძრაობა – ეს ცხოვრებაა. იგი ამუშავებს ლიმფურ სისტემას და გვეხმარება ნივთიერებათა მიმოცვლის დარეგულირებაში, ხოლო ენერგიის ინტენსიური ხარჯვის შემთხვევაში კი გახდომასაც გვპირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეში 10 ათასი ნაბიჯის გადადგმის იდეას სერიოზული საფუძველი აქვს.

ასევე, ჯანმრთელობისა და ლიმფის სწორი ცირკულაციის შესანარჩუნებლად ძალიან სასარგებლოა გუთნის პოზა, იგივე ხალასანა იოგაში. ეს ძალიან მარტივი, თუმცა ეფექტური პოზაა.

ლიმფა ქვემოდან ზემოთ მიედინება, ხელისა და ფეხის თითებიდან მკერდის ლიმფურ სადინრამდე. აღნიშნული პოზა კი დინებას არეგულირებს.

1. დაწექით ზურგზე, ხელები ტორსის გასწვრივ დაალაგეთ. წამოწიეთ ფეხები მაღლა და გადაიტანეთ თავსუკან. გაჩერდით ასე რამდენიმე წუთით.

მუცლის კუნთების ძალისა და ფეხების უკანა ზედაპირის დაჭიმულობის მიხედვით, შეგიძლიათ აწიოთ და თავის უკან, იატაკზე დაალაგოთ მუხლებში მოხრილი ან ბოლომდე გასწორებული ფეხები.

2. ცერები იატაკზე უნდა იდოს, ფეხები კი შეტყუპებული უნდა გქონდეთ. ლავიწი მიიზიდეთ ზემოთ და სცადეთ ხერხემლის გაწელვა.

კისერზე ზეწოლა არ უნდა ხორციელდებოდეს. სხეულის მასა მხოლოდ ბეჭებსა და მხრებზე უნდა მოდიოდეს. ბეჭები, შეძლებისდაგვარად, ერთმანეთისკენ უნდა გქონდეთ მიზიდული.

3. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ზურგის სისწორე. თუ გიჭირთ – დაეყრდენით ხელებს.

გუთნის პოზა მხოლოდ ლიმფის ნაკადის გასაუმჯობესებლად არ გამოიყენება. მას უამრავი სხვა უპირატესობა აქვს. ითვლება, რომ ხალასანას რეგულარული შესრულება წელავს მთლიან ხერხემალს, აუმჯობესებს თავში სისხლის მიწოდებას, უზრუნველყოფს მუცლის ღრუს ორგანოების მასაჟს, ასტიმულირებს ჰორმონალური ჯირკვლების ფუნქციონირებას, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ხსნის თავის ტკივილებსა და დაღლილობას, გვეხმარება უძილობის დროს.

ლიმფის დინების შენელება, რაც კისრის სტატიკის დარღვევის შედეგად ჩნდება, იწვევს სახის ოვალის შეშუპებასა და ფორმის ცვლას. ადამიანი იწყებს შესიებას და თავის ასაკში გაცილებით უფროსად გამოიყურება. გუთნის პოზა ამ პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ, მოგაშორებთ მოხრილობას, მხრებში თავის ჩარგვის ჩვევას, მოხსნის დაძაბულობას კისრის უკანა ნაწილში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს