ექიმი კომაროვსკი: რა შემთხვევაში შეიძლება ბავშვისთვის “ჩუტყვავილას საღამოს” მოწყობა

1460

ჩუტყვავილა შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეგხვდეთ, თუმცა ის მაინც საბავშვო დაავადებად ითვლება. გარდა ამისა, ზრდასრულებს იგი გაცილებით უფრო რთულად გადააქვთ. ამიტომ, არსებობს მის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავების ორი ვარიანტი – დაავადების მოხდა ან ვაქცინაცია. ასევე, ამერიკაში, ბოლო დროს, მშობლებმა ბავშვებისთვის “ჩუტყვავილას საღამოს” მოწყობა დაიწყეს, სადაც სტუმრებს შორის ერთი ბავშვი მაინცაა ჩუტყვავილათი დაავადებული.

ითვლება, რომ ინფექციის კერასთან კონტაქტის შედეგად, ჯანმრთელი ბავშვის ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები აღნიშნული ვირუსის საწინააღმდეგოდ და, საერთო ჯამში, ორგანიზმის დამცავი ძალები ძლიერდება. ექიმმა კომაროვსკიმ ახსნა, თუ რა სიტუაციაში შეიძლება ასეთი “წვეულების” დასწრება დაავადების მოსახდელად და იმუნიტეტის გამოსამუშავებლად და როდისაა ვაქცინაცია სასიცოცხლოდ აუცილებელი.

კომაროვსკი: ჩუტყვავილა ბავშვებში

ექიმ კომაროვსკის თქმით, არსებობს იმუნიტეტის გამომუშავების 2 გზა: 1) ორგანიზმში შესუსტებული ინფექციის შეყვანა ვაქცინის სახით; და 2) დაავადების სრულყოფილად მოხდა ინფექციის კერასთან კონტაქტის შემდეგ. პირველი ვარიანტი ცივილიზებულია და მთელ მსოფლიოში გამოიყენება. თუმცა, თუ მშობელს გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლია ბავშვის აცრა, ან ეჭვი ეპარება პრეპარატის ხარისხში, მეორე ვარიანტი სავსებით დასაშვებია.

მას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. მშობლები ხომ თავად ირჩევენ მოსახერხებელ დროს იმისათვის, რომ შვილმა ჩუტყვავილა მოიხადოს და იმუნიტეტი გამოიმუშავოს. ბავშვის ე.წ. “ჩუტყვავილას საღამოზე” მიყვანით, მას აძლევთ საშუალებას, იკონტაქტოს დაავადებულ ბავშვთან და ამით ახვედრებთ, რომ დაავადებაში ცუდი არაფერია და რომ სხვა ბავშვებთან კონტაქტი დაშვებულია.

რა თქმა უნდა, ეს მოსახერხებელია. მშობლებმა იციან, როდის ექნებათ ბავშვთან ყოფნის დრო, ამით კი სამომავლოდ დროსა და ფულს დაზოგავენ(მაგალითად, დასვენებაზე არ მოუწევთ უარის თქმა ჩუტყვავილას გამო). თუმცა, ყველა ბავშვისთვის როდი შეიძლება მსგავს ღონისძიებაზე. რიგ შემთხვევებში ვაქცინაცია უკეთესი არჩევანია.

უნდა აღინიშნოს, რომ დაავადების მოსახდელად საუკეთესო პერიოდია 2-დან 7 წლამდე. ამ პერიოდის შემდეგ, ექსპერიმენტირება საშიშია. ასევე, უმჯობესია აცრის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს იმუნოდეფიციტი აქვს. ექიმი კომაროვსკი ამბობს: “არ ღირს ბავშვის მიყვანა მსგავს საღამოზე, თუ არსებობს დაავადების მძიმე ფორმის ალბათობა. მაგალითად, თუ ბავშვი უკვე მოზრდილია ან რომელიმე მშობელმა, თავის დროზე, იგივე დაავადება რთულად გადაიტანა”.

საუკეთესო გზა გართულებების თავიდან ასაცილებლად – ესაა ექიმთან კონსულტაცია მანამ, სანამ ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდეთ. ასევე, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ადამიანი არ ექვემდებარება ინფექციებს და შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰქონდეთ ინფექციასთან კონტაქტი ისე, რომ არ დაინფიცირდნენ. ამიტომ, ინფიცირებულ ბავშვთან კონტაქტი 100%-იან გარანტიას ვერ მოგცემთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს