წელს 75 შემისრულდება, რათქმაუნდა მრავალი რამე მაწუხებს ამიტომ დიეტის დაცვა გადავწყვიტე, ასევე მოვიძიე კარგი რეცეპტი შაქრის დონის ნორმალიზებისთვის და მე ყველაფერი გამომივიდა.
წავედი ბაზარში და შევიძინე 3 კილოგრამი ხახვი, სახლში მოტანის შემდეგ დავყავი ის 10 თანაბარ ნაწილად. შემდეგ დილით ერთი წილი გავარჩიე და დავჭერი წვრილად, მოვათავსე პატარა ემალირებულ ქვაბში და დავასხი 250მლ ადუღებული წყალი. ვადუღე 8-10 წუთი.
შემდეგ გადმოვდგი ცეცხლიდან გავწურე. ხახვი გადავყარე ხოლო სითხე გავყავი 3 ნაწილად და ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3 ჯერ ვღებულობდი 10 დღის განმავლობაში. ეს კურსი 6 თვის შემდეგ გავიმეორე….
ხახვი 7 დაავადების წინააღმდეგ
ხახვი მდიდარია მარტივადშეთვისებადი ნახშირწყლებით, რომელთა შორის გლუკოზა, ფრუქტოზა, შაქაროზა კერატინი და სხვა B,PP,E, ჯგუფის ვიტამინებია.
ხახვის შემადგენლობაშია ასევე მინერალები: რკინა, ნატრიუმი, კალიუმი, კობალტი, ფოსფორი, კალციუმი, სპილენძი, თუთია, მანგანუმის.
ასვე ორგანული მჟავები: ვაშლის, ლიმონის, ეთერზეთები, ფიტონოიდები.
ხახვის თავისგან განსხვავებით მისი ღერო უფრო გამდიდრებულია ვიტამინური მინერალებით.
ხახვის საკვები ღირებულება ყველასთვის კარგად ცნობილია. ხახვი – ეფექტური ანტისკლეროზული საშუალებაა, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ახასიათებს ნაღველმდენი მოქმედებები, სტიმულირებს კუჭის სეკრეტორულ აქტივობას, სპერმის წარმოქმნას, აუმჯობესებს სასქესო პოტენციას.ხახვი შესანიშნავად მოქმედებს და გვეხმარება პროსტატის ჯირკვალის ჰიპერტროფიისას.
ხახვი საგრძნობლად აუმჯობესებს კერძის გემოს ხარისხს, ამდიდრებს მას ვიტამინებით და მინერალებით, აუმჯობესებს მადას, სტიმულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას.
ვინაიდან ხახვის შემადგენლობაში შედის როგორც ვისაუბრეთ ეთერზეთები, რომელსაც გამოხატული გამაღიზიანებლის მოქმედებები ახასიათებს ლორწოვან გარსზე, მისი საკვებად გამოყენება აკრძალულია გასტრისი, როგორც კუჭის ასევე თორმეტგოჯას წყლულის დროს, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების, თირკმელის, ღვიძლის დაავადების დროს.
ხახვის ფიტონციდები ანადგურებს ყველა ცნობილ ბაქტერიას – რომელიც ადამიანის დაავადებების გამღიზიანებლები არიან.
ხახვი ხშირად გამოიყენება დაჩირქებული ჭრილობების, კანის დამწვრობის, მასტიტის, ოსტეომელიტის, სტომატიტის, ტროპიკული წყლილის, ზედა სასუნთქი გზების და ფილტვების სამკურნალოდ.
ხახვი ასევე სასარგებლოა გრიპის დროს, ვინაიდან აფერხებს ბაქტერიულ გართულებებს.
ყველა ზემოთჩამოთვლილ თვისებას აუცილებლად უნდა მივამატოთ ხახვის უნარი აამაღლოს ორგანიზმის იმუნიტეტი, ის ასევე დაგეხმარებათ ანგინისა და გაცივების დროს, შეაფერხებს ისეთი დაავადებების განვითარებას როგორებიცაა ათეროსკლეროზი და ჰიპერტონია.
როგორ იყენებენ ხახვს ხალხურ მედიცინაში
ხალხურ მედიცინაში ხახვს იყენებენ ნედლი, მოხარშული, გამომცხვარი სახით. ახალი ფოთოლს, ზედა ბოჭკოებს და თესლს კი წვენის, ფაფის, ნახარშის და ნაყენის სახით.
ნედლი ხახვის მიღება რეკომენდირებულია შინაგანად, დაწყებული 10 გრამიდან, მუდმივი მომატებით საშუალო ზომის თავამდე ანგინის, ზედა სასუნთქი გზების ანთების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის, ტუბერკულიოზის, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის, შეკრულობის, პროსტატიტის დროს.
ხახვი ასევე სასარგებლოა ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიული დაავადებების დროს, ვინაიდან ის სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
მწვავე დაავადებების დროს ხახვს იღებენ დღეში 2 ჯერ, ქრონიკული დაავადებებისას 1 ხელ 15-20 წუთით ადრე ჭამამდე.
ამ ნორმების დაცვის შემთხვევაში ის აუმჯობესებს მადას, ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას, ეხმარება ორგანიზმს საკვების და საჭირო მინერალების ათვისებაში, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. უკანასკნელმა თვისებამ კი შესაძლოა გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაშიც ჰპოვოს.
იმ დაავადებების შემთხვევაში როდესაც ნედლი ხახვის გამოყენება სამკურნალოდ რეკომენდირებული არ არის, არანაკლებ ეფექტურად გამოიყენებენ მოხარშულ ან გამომცხვარ და გამომშრალ ხახვს, იქიდან გამომდინარე რომ მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა ძალიან მაღალია, ხოლო ისეთი ეთერზეთების რაოდენობა რომელიც გარკვეული ორგანოების ან ქსოვილის გაღიზიანებას იწვევს ძალიან დაბალია.
განსაკუთრებული სარგებლიანობით გამოირჩევა გამომცხვარი და გამომშრალი ხახვი, გულის იშემიური დაავადებების, გულისცემის რითმის დარღვევის, ჰიპერტონიული დაავადებების, ტუბერკულიოზის, პანკრეატიტის, გასტრიტის – კუჭის წვენის მჟავიანობის დაბალი დონის, მკურნალობის დროს, კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადებების, ღვიძლისა და თირკმელის დაავადების, ანემიის(სიხლისსიმცირე), კოლიტის, რადიაციული დასხივების, სკორბუტის, იმპოტენციის, მამაკაცებში სპერმის არასაკმარისად გამომუშავების, წყალმანკის, ასაკობრივი შეკრულობის, ქავილიანი დერმატიტის, დაუმწიფებელი ფურუნკულის და კანის სხვა სახის დაავადებების დროს.
ასეთი მიზნებისთვის ორთქლზე აცხობენ ან აშრობენ ხახვს და ღებულობენ შნაგანად 50-100 გრამის ოდენობით დღეში 1-2 ჯერ 15 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას. 10 დღიანი შესვენების შემდეგ კურს იმეორებენ.
კანის დაავადებების დროს, პროცესების სიმწვავისა და სიმძიმის მიხედვით, დღეში 1-4 ჯერ იკეთებენ კომპრესებს მოხარშული ან გამომცხვარი ხახვით.
ფურუნკულების შემთხვევაში მიღებულია გამოაცხოთ ხახვის თავი, გაჭრათ შუაზე და ერთი ნაჭერი დაიდოთ დაზიანებულ არეზე, შემდეგ კი გადაიხვიოთ. შეცვალოთ საფენი ყოველ 4-5 საათში.
ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად სასარგებლო ინფორმაცია მოგვეწოდებინა ხახვის, ხალხურ მედიცინაში გამოყენების შესახებ – თუ თვლით, რომ ეს ინფორმაცია მართლაც სასარგებლოა გთხოვთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც.