ვედენსკოს მონასტერში იციან: თუ ირგვლივ ვანილის და ტკბილი ცომის სუნი ტრიალებს, ანუ მონაზვნებმა სააღდგომო კულიჩების გამოცხობა დაიწყეს. მობრაწული, არომატული და წარმოუდგენლად გემრიელი – აი, როგორი კულიჩი გამოდის მონაზონს. ყველაფერი კი ცომის მომზადების მეთოდშია.
დღეს „ვივიენი“ გიზიარებთ სააღდგომო კულიჩის ცომის რეცეპტს, რომლის მიხედვით სააღდგომო ტკბილეული წარმოუდგენლად გემრიელი გამოვა.
როგორ მოვამზადოთ კულიჩი
კულიჩის ცომი ძალიან ნაზია, სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად უნდა მოამზადოთ. პირველ რიგში, მას რამდენიმე მიდგომა და ზეთის, კვერცხის და შაქრის ნელ-ნელა დამატება სჭირდება. მეორე მხრივ, ცომი ფაქტიურად უნდა დარგოთ და იზრუნოთ, რომ სათანადოდ ამოვიდეს. კულიჩის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა არსებობს ინგრედიენტი, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა – ლოცვა. მონაზვნები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ ეს არის მთავარი საიდუმლო.
სუფთა გულით და ლოცვით სააღდგომო კულიჩის მომზადებას შეუდექით. ინგრედიენტები დაახლოებით 10-15 კულიჩის მომზადებისთვის არის გათვლილი.
ინგრედიენტები:
- 2 კგ ფქვილი
- 1 ლ რძე
- 1,5 შეფუთვა დაპრესილი საფუარი
- 1,5 კგ შაქარი
- 500 გრ კარაქი
- 250 გრ მარგარინი
- 250 გრ არაჟანი
- 125 გრ მზესუმზირას ზეთი
- 20-30 კვერცხი
- 5 პაკეტი ვანილი
- კოჭა და მუსკატის კაკალი სურვილის მიხედვით
მომზადება:
1. თავიდან აფუებული ცომი უნდა მოამზადოთ. ამისთვის რძე გააცხელეთ, ოღონდ დუღილამდე არ მიიყვანოთ. 500 გრ შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ საფუარი დაუმატეთ, აურიეთ და მათ შერწყმას დაელოდეთ. ჩვეულებრივ ამას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება.
2. ამ დროში ცომის სხვა ინგრედიენტები მოამზადეთ. კარაქი ნაჭრებად დაჭერით და ქვაბში მოათავსეთ, ცეცხლზე დადგით და სრულ გადნობას დაელოდეთ.
3. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. თითოეული ცალ-ცალკე ათქვიფეთ. ცილა სქელ ქაფად უნდა გადაიქცეს.
4. ახლა დიდ ფორმაში ყველა ინგრედიენტი აურიეთ: ფქვილი მოაყარეთ, დარჩენილი შაქარი, ვანილი და მუსკატის კაკალი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ თხევადი ინგრედიენტები: კარაქი და მსეზუმზირას ზეთი, არაჟანი, ათქვეფილი კვერცხის გული და ბოლოს კვერცხის ცილა. ყველაფერი აურიეთ და ცომი მოზილეთ. კულიჩის ცომი დაახლოებით 1 საათით უნდა მოზილოთ.
5. როგორ მივხვდეთ, რომ ცომი მზადაა? ცომი ხელზე არ უნდა გეკვროდეთ, მაგრამ არც ძალიან მკვრივი უნდა იყოს. მასა რბილ პლასტელინს უნდა გაგონებდეთ. როცა მოზელვას შეწყვეტთ, ცომი შეფუთეთ და ამოსასვლელად თბილ ადგილას დადგით.
6. ცომის ამოსვლამდე საცხობი ფორმები მოამზადეთ. თითოეულს მზესუმზირას ზეთი ან გამდნარი კარაქი კარგად უნდა წაუსვათ. ასე ცომი ფორმის კედლებს არ მიეკვრება.
7. ცომს შეგიძლიათ ოდნავ ტკბილეულობა დაუმატოთ. აქ ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგს კლასიკური კულიჩის ყველაფერის გარეშე უყვარს, ზოგს კი შიგნით ბევრი რამის ჩადება უყვარს. მონაზვნები გირჩევენ ლიმონის ცედრა დაუმატოთ, რომელიც კულიჩს განსაკუთრებულ არომატს და გემოს შემატებს. ასევე შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ცუკატები, შოკოლადის ნატეხი ან სანელებლები დაუმატოთ.
8. ცომის ამოსვლის შემდეგ (დაახლოებით ნახევარი საათი) ტკბილეულობა დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ ცომში თანაბრად გადანაწილდეს. ამის შემდეგ საცხობ ფორმებში გადაანაწილეთ. მცირე ზომის ბურთები გააკეთეთ და ფორმაში ჩადეთ. შემდეგ ფორმებს სუფთა პირსახოცი დააფარეთ და 40 წუთით გააჩერეთ, რომ ცომი ამოვიდეს.
9. საცხობი ფორმა სითბოში გააჩერეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ორპირი ქარი და ზედმეტი ხმაური არ იყოს, რადგან ასე ცომი შეიძლება დაეცეს. ფორმებში ამოსული ცომი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით შედგით.
ჯერ კიდევ ცხელი კულიჩი ფორმებიდან ამოიღეთ. მონაზვნები კულიჩებს სუფთა პირსახოცს აფარებენ. გაგრილებული კულიჩი შეგიძლიათ შაქრის ჭიქურით ან სხვადასხვა ფერადი საკონდიტრო მოსაყრელით მორთოთ.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.