ნაწლავების დისკომფორტის შეგრძნებისას ბევრი ფიქრობს, რომ ამ ორგანოს წიდებისგან გაწმენდა სჭირდება. თუმცა ასეთი რამ არ არსებობს: ეს უფრო მითია, რომელსაც სამედიცინო პრეპარატების, დიეტური დანამატების და რიგი კვების პროდუქტების არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები წლებია იყენებენ.
მსხვილი ნაწლავის მთავარი ამოცანაა საკვების მონელების პროცესში მონაწილეობა, სითხის შთანთქმა, ნარჩენების დაგროვება და მათი ორგანიზმიდან გამოდევნა.
დისკომფორტს ყაბზობა და დუღილის პროცესი იწვევს. ორივე შემთხვევაში ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია, რომ მთავარი მიზეზი იპოვოთ და რაციონი შეცვალოთ. ყაბზობის, განსაკუთრებით ქრონიკული ყაბზობის დროს პროდუქტის ნარჩენები შეიძლება სისხლში მოხვდეს, ამიტომ ნაწლავების მუშაობის სტიმულირება მნიშვნელოვანია. დუღილის პროცესი ფერმენტების წარმოქმნის დარღვევით არის გამოწვეული. ეს მდგომარეობა დიეტით და დამხმარე ან შემცველი ფერმენტების თერაპიით შეიძლება გამოსწორდეს.
არარსებული წიდების მოშორება ნაწლავის მიკროფლორის განვითარებაში ხელის შეშლას წარმოადგენს, რაც განწყობის და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. ამასთან არსებობს რიგი პროდუქტები, რომლებიც მსხვილი ნაწლავის ბუნებრივად გაწმენდაში დაგეხმარებათ.
1. დიეტა უჯრედისის მაღალი შემცველობით
მცენარეული ბოჭკოები, რომლითაც მდიდარია ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, კაკალი და თესლი ნაწლავების მუშაობას სტიმულირებენ, მას უფრო აქტიურს ხდიან და რეგულარულ განავალს უზრუნველყოფენ.
2. მარილიანი ხსნარი
ყაბზობის დროს ეფექტური საშუალება ჰიმალაის ან ზღვის მარილის და სუფთა წყლის სუსტი ხსნარი შეიძლება იყოს. ნარევი დილით, უზმოზე უნდა დალიოთ. თუმცა ეს მეთოდი უკუჩვენებულია ჰიპერტონიის, თირკმლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისა და ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის დროს.
3. წვენი და სმუზი
ახალდაწურული წვენი და სმუზი ვიტამინების, მინერალების და მცენარეული ბოჭკოების წყაროა. მათი ხშირად გამოყენება არ ღირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ შაქრიანი დიაბეტი ან ქრონიკული გასტრიტი გაწუხებთ.
4. მცენარეების ჩაი
ზოგიერთ მცენარეს ზომიერი საფაღარათო ეფექტი აქვს და ყაბზობის დროს მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლია. მათ მიეკუთვნება ალოე ვერა, მრავალძარღვა და ტუხტის ფესვები. ითვლება, რომ კოჭა, ნიორი და კაიენის წიწაკა ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობენ და პათოგენურ ბაქტერიებს ებრძვიან. ამ საშუალების მიღებამდე ექიმთან კონსულტანციის გავლას გირჩევთ.
5. ბროკოლი
კომბოსტო, კერძოდ ბროკოლი და ყვავილოვანი მცენარეული ბოჭკოების და უჯრედისის მნიშვნელოვანი წყაროა, რომელთაც მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკის შემცირება შეუძლიათ.
6. ნიგოზი
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, რომელსაც ნიგოზი შეიცავს, ჯანსაღი ნაწლავური გარემოს ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.
7. იოგურტი
ნატურალური იოგურტი ბუნებრივი პრობიოტიკია. მისი რეგულარული მიღება გაზის წარმოქმნას და კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს ამცირებს.
ზოგადად, მსხვილი ნაწლავის მუშაობის პრობლების თავიდან ასაცილებლად ეს მარტივი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ:
- ნორმალურ წონას ყურადღება მიაქციეთ;
- ჯანსაღი დიეტა დაიცავით;
- მავნე ჩვევებზე (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება) უარი თქვით;
- გამოკვლევები რეგულარულად ჩაიტარეთ;
- აქტიური ცხოვრების წესი დაიცავით;
ცოტამ თუ იცის, რომ ჯანსაღ მსხვილ ნაწლავზე ადამიანის კარგი განწყობა არის დამოკიდებული. ამასთან ამ ორგანოს არასწორი კვებითა და პერიოდულად არარსებული წიდების გამოდევნით თავად ვანადგურებთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.