ქალები სამზარეულოში ბევრ დროს ატარებენ, ცდილობენ ოჯახის წევრები გემრიელი და სასარგებლო საკვებით გაახარონ. ამასთან უსაფრთხოების წესის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ცეცხლთან ან ცხელ ნივთებთან ურთიერთობის დროს. აშშ-ში სახლში სახანძრო შემთხვევების ორი მესამედი სამზარეულოში დამწვარი საკვების ან სამზარეულოს ნივთების გამო არის გაჩენილი.
შეცდომები სამზარეულოში, რომელთა დაშვება არ შეიძლება
არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთა დაშვებაც საკვების მომზადების დროს დაუშვებელია და ამის შესახებ დიასახლისებმა ან არ იციან, ან უგულებელყოფენ.
1. საკვების მომზადების წინ ხელის არ დაბანა
მიკრობები ელოდებიან იმ მომენტს, როცა ხელიდან საკვებ პროდუქტზე გადასვლას შეძლებენ. საკვების მომზადების დროს ხელის დაბანის შემდეგ სჯობს ხელები ქაღალდით შეიმშრალოთ და გადააგდოთ, რადგან პირსახოცზე მიკრობები რჩება.
2. ნედლი პროდუქტების გალღობა საერთო მაგიდაზე
მავნე პროდუქტები შეიძლება მაგიდაზე ან ჭურჭელზე დარჩეს და შემდეგ საკვებში მოხვდეს. სჯობს ეს მიკროტალღურ ღუმელში ან წინასწარ მაცივარში გააკეთოთ.
3. საკვების გასინჯვა მისი ვარგისიანობის შესამოწმებლად, რომ ეჭვი თავიდან მოიშოროთ
გაფუჭებული პროდუქტის მცირე ნაჭრის ჭამაც საკმარისია, რომ მოიწამლოთ.
4. საკვების ბოლომდე გაგრილებას ელოდებით, რომ მაცივარში შეინახოთ
ამ დროში საკვებში, რომელიც თბილ შენობაში რჩება, შეიძლება მავნე ბაქტერიები განვითარდეს.
5. ერთი ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის ხანგრძლივად გამოყენება
ღრუბელზე ბევრი მავნე მიკროორგანიზმი გროვდება. სწორედ ამიტომ, ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი რაც შეიძლება ხშირად გამოცვალეთ.
6. იატაკზე დაღვრილ წყალს არ ამშრალებთ
თუ იატაკზე შემთხვევით წყალი დაგეღვარათ, იმწამსვე უნდა მოამშრალოთ, რომ ფეხი არ დაგისრიალდეთ.
სამზარეულოში ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოთ. საკვების მომზადების დროს წინსაფარი გაიკეთეთ, თმა შეიკარით, ხელზე სამაჯურები ან მძიმე მძივები მოიხსენით, რომ ჭურჭლის სახელურს არ წამოედოთ. დანა სპეციალურ შეფუთვაში უნდა იყოს, რომ პატარა ბავშვები მათ ვერ მიწვდნენ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.