კისრის ლიმფური კვანძების ანთება გაქვთ? ნახეთ, რით არის გამოწვეული და როგორ უნდა უნდა მოიქცეთ

9049

კისრის ლიმფური კვანძების ანთების უგულებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის, ძირითადად, ვირუსის ან ინფექციის შედეგია. ინფექციებთან ბრძოლის დროს მნიშვნელოვან როლს სწორედ ლიმფური ჯირკვლები მუშაობენ, ისინი აკონტროლებენ, რომ ინფექცია სხეულში მეტად აღარ გავრცელდეს.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ლიმფური კვანძების ანთება შეიძლება სიმსივნის შედეგი იყოს, ამიტომ ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

კისრის ლიმფური კვანძების ანთების სხვა მიზეზები

  1. სურდო ან გაციება;
  2. აივ-ინფექცია;
  3. ყელის ანთება;
  4. ყურის ან კბილის ინფექცია;
  5. სინუსი;

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ლიმფური კვანძის ანთება გაქვთ?

თუ კისერზე ალუბლის ან ბარდის მარცვლის ზომა „ბურთი“ გაგიჩნდათ, ეს ლიმფური კვანძის ანთების ნიშანია. პროცესს თან ახლავს შეხებაზე, ან შეხების გარეშე ტკივილი. კისრის ორივე მხარეს შესიებული ლიმფური კვანძები მაშინაც შეიძლება გტკიოდეთ, როცა თავს გვერდზე აბრუნებთ, ან საკვებს ღეჭავთ. გრიპით გამოწვეული ლიმფური კვანძების ანთებას შეიძლება ასეთი ნიშნები ახლდეს:

  • ხველა
  • ციებ-ცხელება;
  • ჟრჟოლა;
  • სურდო;
  • ჭარბი ოფლიანობა;

როდის უნდა მიმართოთ ექიმს დაუყონებლივ?

  1. ლიმფური კვანძის ანთების ცხადი ნიშანი არ არსებობს. თქვენ ზუსტად იცით, რომ გაციებული არ ხართ;
  2. 2 კვირაზე მეტია ანთება არ ქრება;
  3. მისი ზომა სულ უფრო და უფრო იზრდება;
  4. თქვენ ძლიერი ციებ-ცხელება გაქვთ;

მთავარი  რეკომენდაცია – ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. თვითმკურნალობა და ხალხური საშუალებების გამოყენება არ ღირს. გაციების დროს „მშრალი“ სითბო (თბილი შარფი) გამოიყენეთ. თუ ლიმფური კვანძების შესიება სიმსივნით არის გამოწვეული, ის შეიძლება განკურნებამდე არ გაქრეს. გახსოვდეთ, რო ლიმფური კვანძების ანთების უგულებელყოფა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია გართულება: აბსცესის (ჩირქგროვის) ჩამოყალიბება, ან ინფექციური სისხლდენა. ექიმის რეკომენდაციას აუცილებლად მოუსმინეთ და მისი რჩევები გაითვალისწინეთ! ჯანმრთელობას გისურვებთ!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს