ბებია ყოველთვის ამბობდა: “ღუმელში დარჩენილი ფერფლი უნდა ჩაყარო…” და აი რატომ.

2459

ახლა სააგარაკო სეზონის დასაწყისი, აყვავების, გაზაფხულის სიახლისა და… ბაღის მავნებლების დროა. ამ მომაბეზრებელი არსებების თავიდან მოსაშორებელ საშუალებას ამ სტატიაში გასწავლით. ეს და კიდევ რამდენიმე ხრიკი და საიდუმლო ბაღისთვის, რომლებიც თქვენს ნაკვეთს ყველაზე სასიამოვნო და ლამაზ ადგილად აქცევს.

ბაღის მავნებლები

ხშირად, სწორედ ბაღის მავნებლები უშლიან ხელსა და ნერვებს მებაღეებსა და მეაგარაკეებს. სამწუხაროდ, ისინი არამხოლოდ დროის სასიამოვნოდ გატარებას არ გვაცდიან, არამედ სერიოზულ გავლენას ახდენენ მოსავალზეც. შესაძლოა, ზოგიერტი ჩვენი რეკომენდაცია დაგეხმაროთ ამ უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილებაში ან ამ პრობლემის სრულად მოგვარებაშიც კი.

რჩევები მებაღეს

1. კოლორადული ხოჭოები – კარტოფილის ნარგავებისთვის ნამდვილი წყევლა. თუ თქვენს მინდორსა და ნაკვეთებზე ეს მავნებლები დაძრწიან, გემრიელი პიურეს ჭამა არ გეღირსებათ.

თუ მათგან თავს ვერ აღწევთ, გთავაზობთ ყველაზე რადიკალურ საშუალებას: აიღეთ 300 გ მშრალი მდოგვი, დაუმატეთ მეტი წყალი და 1/2 ჭიქა ზმარი. კარგად გახსენით მდოგვი და შეაშხეფეთ ეს სითხე კარტოფილის ბუჩქებს.

2. თუ თქვენი საყვარელი ვარდის ბუჩქის ყვავილობა ნამდვილ სიამოვნებას განიჭებთ, თუმცა ეს უკანასკნელი აყვავებას არ ჩქარობს, გახსენით 100 გ საფუარი 10 ლ წყალში და მორწყეთ ამ ხსნარით თქვენი საყვარელი ყვავილები თვეში ერთხელ.

3. სამწუხაროდ, შავი მიწა თითქმის ყველგან უკვე უნაყოფოა, ამიტომ, კარგი მოსავლის მისაღებად, აუცილებელია ნიადაგის კარგად შესუქება. თუმცა, სად იშოვით ამდენ სასუქს, ან რა აზრი აქვს სეპციალური სასუქების შეძენას, თუ სტაფილო იმისთვის დარგეთ საკუთარ ნაკვეთზე, რომ ეკონომიის გაკეთება გინდოდათ?

პასუხი მარტივია: გამოიყენეთ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნარჩენები. მიწის შესასუქებლად შესანიშნავი საშუალებაა ყავის ნალექი, კვერცხის ნაჭუჭი და ჩაის ნაყენიც კი ბანანის კანთან ერთად.

4. სეზონის დასაწყისი, ხშირად, ცივია ზოგიერთი მცენარისთვის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ჯერ კიდევ ნაზი და მგრძნობიარე ნერგების დაცვა. ამ დავალებას გაუმკლავდება ინდივიდუალური სათბურები. ისინი იაფია. მოხერხებულად მზადდება ხელმისაწვდომი მასალებისგან და სამომავლოდაც გამოგადგებათ.

5. მხოლოდ მწერები არ ვნებენ თქვენს მოსავალს. არსებობენ მღრღნელებიც, რომელთა შემოსევა გაცილებით სერიოზული ამბავია. არადა, ნამდვილად არ გვინდა მძიმე ქიმიკატების გამოყენება და ბოსტნეულის მოწამლვა, რომელიც შემდგომში საკუთარ შვილებს უნდა ვაჭამოთ.

არცაა საჭირო! დამიჯერეთ, ჩვეულებრივი საპნის ხსნარიც კარგად გაუმკლავდება ამ დავალებას.

6. წვრილი მწერებისა და კოლორადული ხოჭების განდევნა კი გვინდა, მაგრამ პეპლები უწყინარი და ძალიან ლამაზი არსებები არიან. შეგიძლიათ, ისინი ნაკვეთზე მოიზიდოთ საკუთარი და ბავშვების თვალის გასახარებლად.

ამისათვის ყველგან დადგით ხილის ნაჭრებითა და წყლით სავსე პატარა ჭურჭლები. ტკბილი სურნელი სწრაფად მიიქცევს მათ ყურადღებას და თქვენი ბავშვებიც გაიხარებენ ამ სილამაზის დანახვით.

7. ჩვენს ბებიებს შეეძლოთ, ხის ფერფლის გამოყენების 10 გზა მოეძებნათ. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ. ხის ფერფლი შესანიშნავი ეკოლოგიური საშუალებაა კომბოსტოს ტკიპის, ტილებისა და ლოკოკინების წინააღმდეგ. უბრალოდ დაყარეტ ფერფლი მცენარის ირგვლივ.

8. როგორ შეიძლება მცენარის მორწყვა მისი ფესვთა სისტემის დაუზიანებლად? ამაში ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი დაგეხმარებათ. გახვრიტეტ რამდენიმე ადგილას და ჩარგეთ მცენარესთან ახლოს. ბოთლში წყლის ჩასხმით თქვენ მორწყავთ ფესვებს ისე, რომ მას წყლის ნაკადით არ დააზიანებთ.

9. თუ გჯერათ იმ ცრურწმენის, რომ მცენარეები, რომლებიც საყრდენს ეხვევა, ენერგიას გაიწოვს ან რაღაც უარესს დაგმართებთ, ახლავე დაივიწყეთ ეს სისულელე და თამამად დარგეთ აბრეშუმა ან ვარდი თქვენს ღობესთან. ასეთი მცენარეები გაამრავალფეროვნებს სახლის უსიამოვნო ფასადს და მორთავს ძველ ღობეს.

10. სუფთა ჰაერი არამხოლოდ ადამიანებს, არამედ მცენარეებსაც ესაჭიროებათ. თუ აგარაკზე ყვავილები არ გაქვთ, აუცილებლად წაიღეთ ქოთნის ყვავილები და დადგით ბაღსა და ეზოში. ოთახის მცენარეების უმრავლესობა თავს შესანიშნავად გრძნობს სუფთა ჰაერზე.

თქვენ როგორი მებაღე ხართ? გაქვთ გამოცდილება აღნიშნულ საკითხებში? აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს