არტ-თერაპია – ფსიქოლოგიისა და შემოქმედების კომბინაციაა. იგი შემთხვევით არ შეიცავს სიტყვას “თერაპია”, რადგანაც შემოქმედებითი საქმიანობა ამშვიდებს ადამიანს, აშორებს საშინელ აზრებს, ადუნებს და, ამავდროულად, აძლევს კონცენტრირებისა და ძალების მოკრების საშუალებას, ხსნის ფარულ რესურსებს.
არტ-თერაპიის მეთოდიკა მხატვარმა ადრიან ჰილმა 1938 წელს მოიხსენია ტუბერკულოზის სანატორიუმში პაციენტებთან მუშაობის აღწერისას. ეს მეთოდები აშშ-ში, მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებიდან დახსნილ ბავშვებთან მუშაობაში გამოიყენებოდა.
არტ-თერაპია ახლაც ფართოდ გამოიყენება ფსიქოთერაპიაში, შინაგანი ჩაკეტილობის მოსახსნელად, ემოციური მდგომარეობის დასარეგულირებლად და ტვინის ცხოველქმედების გასაუმჯობესებლად. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ არტ-თერაპია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
არტ-თერაპიის მეთოდები
1. თუ დაიღალეთ, დახატეთ ყვავილები.
2. თუ გაბრაზებული ხართ, დახატეთ ხაზები.
3. თუ სულიერი ტკივილი გაწუხებთ, დაკავდით ძერწვით.
4. თუ მოწყენილი ხართ, ფურცელზე სხვადასხვა ფერის წერტილები დახატეთ.
5. თუ გეშინიათ, დაწანით ზონარი.
6. თუ აღშფოთებული ხართ, დახიეთ ფურცლები პატარა ნაწილებად.
7. თუ რამეს განიცდით, გააკეთეთ ორიგამის ფიგურები.
8. თუ მოდუნება გსურთ, ხატეთ გაურკვეველი ფორმები.
9. თუ რაღაცის გახსენება გსურთ, დახატეთ ლაბირინთები.
10. სასოწარკვეთილი თუ ხართ – ხატეთ გზები და ბილიკები.
11. თუ რაღაცაში გარკვევა გჭირდებათ, დახატეთ მანდალა.
12. თუ ძალების აღდგენა გსურთ, დახატეთ პეიზაჟები.
13. თუ აზრების სისტემატიზება გჭირდებათ, ხატეთ კვადრატები.
14. თუ საკუთარ გრძნობებში გარკვევა გსურთ, დახატეთ ავტოპორტრეტი.
15. თუ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებთ, დახატეთ ტალღები და წრეები.
16. თუ ჩიხში ხართ და ცხოვრების გაგრძელება გსურთ, დახატეთ სპირალები.
17. თუ მიზანზე კონცენტრირება გესაჭიროებათ, ხატეთ ღობეები და სამიზნეები.
18. თუ რაღაცით უკმაყოფილო ხართ, გადახატეთ რამე ნახატი.
19. თუ მოწყენილი ხართ, დახატეთ ცისარტყელა.
20. თუ რაღაცის დამახსოვრებას ცდილობთ, დახატეთ ფერადი ლაქები.
უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: “ფერწერა – გულის გადაყოლების იდეალური საშუალებაა. მე არ ვიცი სხვა არაფერი, რაც უფრო მეტად ჩაითრევდა გონებას სხეულის გადაუღლელად. როგორიც არ უნდა იყოს წუთიერი შფოთვა ან სიბრაზე, როგორც კი ხატვას იწყებთ, მათი ადგილი უკვე აღარაა გონებაში.”სწორედ ამიტომ, აუცილებლად მოიცალეთ შემოქმედებისთვის, თუნდაც სულ მცირე დროით.