დაკონსერვებული წიწაკა შემდგომი ფარშირებისთვის: ქილიდან ამოღებისას ახალივითაა

14531

ფარშირებული წიწაკა მსუყე და სასარგებლო კერძია. ტკბილი წიწაკა შეიცავს В1, В2, В9, Р, РР ვიტამინებს, მაგნიუმს, იოდს, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინასა და ნატრიუმს.

C ვიტამინის შემცველობით, იგი არ ჩამორჩება ლიმონსა და მოცხარს, ხოლო A ვიტამინის შემცველობით – სტაფილოს.

მისი მიღება რეკომენდებულია დეპრესიის, შაქრიანი დიაბეტის, მეხსიერების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, ასევე, უძილობისა და ძალების დაქვეითების დროსაც.

წიწაკის შემადგენლობაში, ასევე, შედის ალკალოიდი კაპსაიცინი. ეს ნივთიერება ასტიმულირებს კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებას, აღაგზნებს მადას, ამცირებს არტერიულ წნევას, აბლანტებს სისხლს და ხელს უშლის თრომბების გაჩენას.

დაკონსერვებული წიწაკა

რა თქმა უნდა, წიწაკის მიღება უმად, სალათებშია რეკომენდებული. თუმცა, ზამთრისთვის მათი დაკონსერვებაა საჭირო. თანაც, ნაჭრებად კი არა, არამედ სრულად. ასეთი წიწაკის ფარშირებაც შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს.

ინგრედიენტები

  • 0.5 კგ ბულგარული წიწაკა
  • 1.5 ს.კ. მარილი
  • 1.5 ს.კ. შაქარი
  • 50გ 9%-იანი ძმარი
  • 3 მარცვალი შავი პილპილი
  • 3 დაფნის ფოთოლი

მომზადება

1. მოაჭერით წიწაკებს ქუდები, გააცალეთ თესლები. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15 წუთით.

2. ამ დროში ბოსტნეული დარბილდება, უფრო ელასტიური გახდება, რის წყალობითაც მის ქილაში მოთავსებას შეძლებთ დაუზიანებლად.

3. მოამზადეთ მარინადი: აადუღეთ 2 ლ წყალი, დაელოდეთ 3 წუთი, სანამ ცოტათი გაგრილდება, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი, სანელებლები და კარგად შეანჯღრიეთ ან მოურიეთ.

4. მოათავსეთ წიწაკები სამლიტრიან ქილაში, დაასხით მარინადი პირთამდე და მაშინვე მოხუფეთ. შეინახეთ კონსერვი გრილ, ბნელ ადგილას.

წიწაკა ზამთრამდე რომ შეინახოთ, შეარჩიეთ მხოლოდ ახალი, ნატურალური ბოსტნეული ნიტრატებისა და გარეგანი დაზიანებების გარეშე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს