აღდგომის დღესასწაულისთვის ყოველ წელს ძალიან გემრიელი შიგთავსის მქონე ღვეზელებს ვაცხობ. ეს ნაზი და არომატული ფუნთუშები ისეთივე ცომისგან მზადდება, როგორც კულიჩი, მაგრამ საკუთარი ფორმით უფრო სააღდგომო კვერცხს ჰგავს.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თითოეულ ღვეზელში ტკბილი სიურპრიზი დაგხვდებათ. ასეთი გამომცხვარით ჩემი ბავშვები აღფრთოვანებულნი არიან!
ღვეზელი სხვადასხვა შიგთავსით
„ვივიენი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სააღდგომო ღვეზელი სამი სხვადასხვა შიგთავსით.
ცომის ინგრედიენტები:
- 250 გრ ფქვილი
- 7 გრ მშრალი საფუარი
- 250 გრ ხაჭო (გახეხილი)
- 60 გრ შაქარი
- 3 ს/კ რძე
- 25 გრ კარაქი
- 5 გრ ვანილის შაქარი
- მწიკვი მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- 1 სტაფილო
- 2 ს/კ შაქარი
- 4-5 შოკოლადის კანფეტი
- 4-5 ნაღების კარამელის კანფეტი
მომზადება:
1. ჭიქა თბილ რძეში მშრალი საფუარი გახსენით. აურიეთ და 5-7 წუთით გააჩერეთ, რომ საფუარი გააქტიურდეს.
2. კომფორტულ ჭურჭელში ფქვილი, შაქარი, ვანილის შაქარი და გახეხილი 4%-იანი ხაჭო აურიეთ. შეგიძლიათ ნებისმიერი ხაჭო გამოიყენოთ, მაგრამ ფქვილში დამატებამდე ბლენდერის დახმარებით უნდა ათქვიფოთ.
3. გამდნარი კარაქი და გახსნილი საფუარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ცომი მოზილეთ.
მზა ცომს თავზე დაახურეთ და თბილ ადგილას 1 საათით დატოვეთ.
4. 1 სტაფილო გახეხეთ. ამ რაოდენობით 5-6 ღვეზელის შიგთავსი გამოგივათ. გახეხილი სტაფილო ტაფაზე მცენარეულ ზეთში შაქართან ერთად შეწვით. პერიოდულად აურიეთ. სტაფილოს შაქარი შეწვის დაწყებიდან 2-3 წუთში დაუმატეთ. შაქრის რაოდენობა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
5. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ, შემდეგ ცომს ძეხვის ფორმა მიეცით და 14 თანაბარ ნაწილად გაყავით.
6. თითოეული ნაწილი დაამრგვალეთ და ფქვილში ამოავლეთ. ღვეზელის ფორმის მისაღებად ცომის ბურთი გააბრტყელეთ და შუა შიგთავსი მოათავსეთ.
5-6 ღვეზელი სტაფილოს შიგთავსით მოამზადეთ, კიდევ 4-5 ნებისმიერ შოკოლადის კანფეტთან ერთად, დანარჩენი კი ნაღების კარამელის კანფეტთან ერთად.
7. ცომის კუთხეები კარგად შეაერთეთ, ღვეზელის ერთი კუთხე უფრო ბასრი გააკეთეთ, რომ ვიზუალურად კვერცხის ფორმა ჰქონდეს, მეორე კი უფრო მომრგვალებული. ღვეზელი შენაერთი კუთხით ქვევით ტაფაზე შეწვით.
8. ღვეზელი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. როცა კონფეტები ცხობის დროს გადნება, ძალიან გემრიელი გამოვა!
9. ესეც ასე, სააღდგომო ღვეზელი შიგთავსით მზადაა! გემრიელად მიირთვით!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.