ყველა წამალი სასარგებლო არაა. თუმცა, ყველა ბუნებრივი წამალი – სასარგებლოა, თუ მას ზომიერად მიიღებთ.
ტირიფის ხე სწორედაც რომ ბუნების საჩუქარია, რომლის გამოყენებაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ შეიძლება. სად ვიპოვოთ და როგორ გამოიყურება იგი? ჩვენს მიდამოებში ტირიფის ორი სახეობაა გავრცელებული.
ტირიფის კვირტების სასარგებლო თვისებები
პირველ სახეობას ტირიფს უწოდებენ, ხოლო მეორეს – ძეწნას. ძეწნა წყალსაცავთან ან ჭაობებთან ახლოს ხარობს, მრგვალი ფორმისაა და დაშვებული ტოტები, გრძელი რტოები აქვს, რომლებიც კარგად იღუნება. მას ნაცრისფერი ან მომწვანო ქერქი, გრძელი, წაწვეტებული ფოთლები და ვიწრო, მოყვითალო კვირტები აქვს.
ტირიფი კი უფრო ოვალური ფორმისაა. იგი ყველგან ხარობს. აქვს წითელი ან შინდისფერი ქერქი აქვს, საშუალო ზომის ფოთლები და მოკლე, მომრგვალებული, ღია ნაცრისფერი კვირტები. ტირიფი პირველი ხარობს ზამთრის შემდეგ, ძეწნაზე გაცილებით ადრე.
ტირიფის ხეების სხვადასხვა ნაწილს სიცხისდამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, სისხლდენის შემაჩერებელი, ნაღველმდენი, აღმდგენი თვისებები აქვს. ტირიფის კვირტები კი დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს. გაზაფხულის დასაწყისში, როცა იმუნიტეტი დაქვეითებულია, ორგანიზმს არ ჰყოფნის ვიტამინები, იკლებს ძალებიც. ტირიფის კვირტები სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.
ტირიფის კვირტების ჩაის ლამაზი ოქროსფერი ადევს, გემოთი კი ოდნავ მწკლარტეა. მისი მიღება რეკომენდებულია გაციებისა და გრიპის დროს. შესანიშნავად ამცირებს ტემპერატურას, გამოდევნის ტოქსინებს და აქვს ოფლმდენი ეფექტი. აიღეთ 50 გ კვირტები 1 ლ მდუღარე წყალზე.
ეს ჩაი ხსნის კუნთებისა და სახსრების ტკივილს. სწორედ ამიტომაა რეკომენდებული მისი მიღება მათთვისაც, ვისაც პოდაგრა, ოსტეოქონდროზი ან რევმატიზმი აქვს.
ტირიფის კვირტებისგან რძეზე მომზადებული სასმელი ამოსახველებელი საშუალებაა მშრალი ხველის დროს. 1 ს.კ. კვირტებს 1 ჭიქა რძე უნდა დაასხათ. სასარგებლო იქნება 1 ჩ.კ. კურკუმას დამატებაც.
დეპრესიისა და ნერვული აშლილობის დროს, დააყენეთ ტირიფის ქერქის ნახარში. 1 ს.კ. ქერქს დაასხით 200 მლ მდუღარე, გააჩერეთ 3 საათით და მიირთვით დღეში სამჯერ, რამდენიმე ყლუპი.
თუ ტირიფის ჩაის ცოტაოდენ შავბალახას ან სვიას დაუმატებთ, მიიღებთ უძილობის, გაღიზიანებადობის, ემოციური აშლილობის საწინააღმდეგო საშუალებას. ამავე ნახარშით შეგიძლიათ ყელისა და პირის გამოვლება პირის ღრუს ანთებითი პროცესების, სტომატიტის, პაროდონტოზის ან კბილის ტკივილის დროს.
ტირიფის ძირითადი სამკურნალო თვისებები თავმოყრილია მის ქერქში, ხოლო მისი ტოტები და კვირტები შეიცავს ტანინებსა და მცენარეულ ანტიბიოტიკებს.