ფსიქოსომატიკა: მას, ვისაც დიდი მუცელი აქვს, შიგნით საკუთარ დედას ატარებს. დედა, მე უარგყოფ და ამიტომ გატარებ მუცლით!

2737

ჭარბ წონასა და დედასთან ურთიერთობას შორის კავშირი მართლა არსებობს? ოჯახური კონსოლიდაციის თეორიის დამფუძნებელი, პრაქტიკოსი და ფსიქოთერაპევტი ბერტ ჰელინგერი თვლის, რომ კავშირი ნამდვილად არსებობს. მშობლებთან არსებუ პრობლემებს გარეგნობასა და ბედზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

მშობლების სიყვარული შვილების მიმართ

უკვე დიდი ხანია ცნობილია ფაქტი, რომ ნეგატიური ემოციები დაავადებას იწვევენ. ამ ფენომენს ხსნის ფსიქოსომატიკა – მედიცინისა და ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვანი ემოციების (სიბრაზის გამოხატვის უუნარობა, შიშის გრძნობაში დაუცველობა, გრძნობის გამოვლენის აკრძალვა) ფიზიკურ მდგომარეობასა და დაავადებებზე ზეგავლენას სწავლობს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა დაავადება ნერვებით არის გამოწვეული. ნებისმიერ ემოციურ მდგომარეობას ასე თუ ისე ფიზიკური ექვივალენტი გააჩნია. თუ ადამიანს აქვს ჩახშობილი ემოციები, ფსიქოლოგიური ტრავმა ბავშვობიდან, ძლიერი სტრესი, ეს პრობლემები სხეულზე გარკვეულწილად იმოქმედებს.

თავის ერთ-ერთ წიგნში ბერტ ჰელინგერი წერს: „მას, ვისაც დიდი მუცელი აქვს, მასში საკუთარ დედას ატარებს. დედა, მე შენ უარგყოფ და ამიტომ საკუთარი მუცლით გატარებ“. ეს ფრაზა იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს დიდი მუცელი აქვს, მას დედის მიმართ პრეტენზია გააჩნია. მოხდენილობის დასაბრუნებლად საუკეთესო გზა ამ პრეტენზიის მოგვარება იქნება.

როცა მშობლების შვილების მიმართ (და პირიქით) სიყვარულზე საუბრობენ, სასიამოვნოა იმის ჩათვლა, რომ სიყვარული უპირობო უნდა იყოს. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ცხოვრებაზე სხვადასხვა შეხედულებები და კონფლიქტები ნეგატიურ ემოციებს იწვევენ.

მშობლებს მტკიცედ სწამთ, რომ უკეთ იციან, თუ რა არის უკეთესი. გააზრებულად ან ქვეცნობიერად ცდილობენ საკუთარი მოსაზრებები (საუკეთესოს განზრახვით) ბავშვებს თავს მოახვიონ, რითაც მათზე ზეწოლას ახდენენ და ბავშვების ინტერესებს ზიანს აყენებენ. ბავშვს, მნიშვნელობა არ აქვს 3 წლის არის თუ 33 წლის, დედის იმედგაცრუების, შეცდომის დაშვების და მოლოდინის არ გამართლების ეშინია.

ადრეული ბავშვობიდან წყენა და სულიერი ტკივილი ჩნდება, რომელიც არსად ქრება და შიგნით რჩება. მშობლების მიმართ თავსმოხვეული მოვალეობის გრძნობა ემოციების ჩახშობას აიძულებთ.

უკვე გაზრდილი ბავშვები მშობლების მიმართ წყენას სხვადასხვანაირად უმკლავდებიან. ზოგი ივიწყებს და ურთიერთობას ისე აგრძელებს, რომ ამას ყურადღებას არ აქცევს, თვლის, რომ ყველაფერი კარგადაა, რადგან დედა ხომ წმინდანია! ზოგი ძლიერად და მტკივნეულად განიცდის, სხვები კი მშობლებთან კავშირს წყვეტენ და მთელი ცხოვრება გულნატკენი ცხოვრობენ. თუმცა სულს ყველაფერი ახსოვს და პრობლემის შესახებ სხეულიდან თავს გვახსენებს.

მუცლის თითოეულ ნაკეცს მაშველ რგოლს ტყუილად არ უწოდებენ. ცხიმის სქელი ფენა დედის გავლენისგან დაცვის სიმბოლოა. ადამიანი ქვეცნობიერად დაცვას საჭიროებას არა მარტო უყურადღებობის, არამედ ზედმეტი ზრუნვის დროსაც. დიდი მუცელი გვიცავს იმისგან, რასაც ჩვენ საფრთხედ და უსარგებლოდ მივიჩნევთ.

გამობერილი მუცელი, როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური ნიშანი, საკუთარ თავთან არაგულწრფელობის ნიშანია. ადამიანი ამბობს: დედასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მასზე საერთოდ არ ვფიქრობ, ნორმალური დედაა, მადლობა, რომ გამაჩინე. პრობლემები კი სხეულის დონეზე ვლინდება.

ბავშვურ წყენას ვივიწყებთ, მაგრამ ჩახშობილი ემოციები მუცელში გროვდება და ზომაში იზრდება. ერთგვარი შეშუპება წარმოიქმნება, რომელიც წარმატებულ ცხოვრებაში ხელს გიშლით. ჰელინგერი ტყუილად არ ამბობდა: „წარმატებას დედის სახე აქვს. როგორც ეპყრობით დედას თქვენს ქვეცნობიერში, ისეთი იქნება თქვენი წარმატება!“

საკუთარ თავს და ახლობლებს დედასთან კარგი ურთიერთობის შესახებ შეიძლება ბევრი ესაუბროთ, მაგრამ სხეული უხილავ ნიშანს გაძლევთ, რომ ყველაფერი კარგად არ არის. დედის მიმართ ცხადი და ფარული წყენა იწვევს გასუქებას, თავის ტკივილს, ქრონიკულ ჰაიმორიტს, სხეულის სისუსტეს და ფსიქოსომატიკის დაავადებებს შორის ჩემპიონს წარმოადგენს. რა უნდა ვუყოთ ამ გრძნობას?

პირველ რიგში, სულიერად მშობელს უნდა შეურიგდეთ. მათთან ჭეშმარიტი დამოკიდებულება უნდა გააცნობიეროთ. მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადეთ: როგორია დედის და მამის მიმართ თქვენი სიყვარული?

გრძნობების ჭეშმარიტების გასაგებად მშობლების სინათლის სხივი ფიქრებით გაუგზავნეთ. თუ ის ფართო და ნათელია, თითქმის უსაზღვრო, მაშინ ყველაფერი მართლაც კარგადაა. სხვა შემთხვევაში, პრეტენზიები არსებობს.

ფსიქოლოგიური ან ეზოთერული პრაქტიკა მოძებნეთ, რომელიც პრობლემის გამოვლენასა და მისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. საკუთარ თავში ჩაიხედეთ, რომ მშობლების მიმართ პრეტენზია მოიშოროთ. შედეგად პატიებას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, წარმატების მიღწევას და ურთიერთობის შეცვლას შეძლებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს