ესინორი ოსუმი: „1996 წლიდან რეგულარულად ვშიმშილობ. სწორედ ამიტომ 70 წლის ასაკში 50 წლის კაცივი გამოვიყურები“

2195

შიმშილობასა და მის შედეგებზე ჩვენი წარმოდგენები ბევრ სტერეოტიპს და ჭორებს ეყრდნობა, რომლებიც უკვე მრავალი წელია არსებობს.

ასეა თუ ისე, ყოველთვის რამდენიმე თვალსაზრისი უნდა განიხილოთ, რომ ობიექტური დასკვნა გამოიტანოთ.

პერიოდული შიმშილობა

დღეს „ვივიენი“ გიამბობთ ბიოლოგიისა და დიეტოლოგიის სფეროში უახლოეს აღმოჩენებზე, რომ შიმშილობის შესახებ საკუთარ ცოდნას კიდევ რამდენიმე სასარგებლო ინფორმაცია დაუმატოთ.

რამდენიმე წლის წინ იაპონელმა ექიმმა ესინორი ოსუმიმ შიმშილობისა და ჩვენს ორგანიზმზე მისი გავლენის კვლევაში მნიშვნელოვანი გარღვევის გამო ნობელის პრემია მიიღო.

ამ აღმოჩენამდე ადამიანების უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ შიმშილობას ნეგატიური გავლენა და მცირე სარგებელი მოაქვს.. თუმცა ექიმმა ოსუმიმ საპირისპირო დაამტკიცა.

მისი გამოცდილება ადასტურებს, რომ პერიოდული შიმშილობა თითქმის ყველა დაავადების პანაცეას წარმოადგენს. საქმე ჩვენი ორგანიზმის უჯრედებს ეხება და იმას, თუ ისინი როგორ ფუნქციონირებენ, კვდებიან და აღდგებიან.

შიმშილობის დროს აღდგენა ისე არ ხდება, როგორც ადამიანის ჩვეულებრივი კვების დროს. ორგანიზმი არაჯანსაღ უჯრედებს აღდგენილი და ახალშექმნილი უჯრედებით ანაცვლებს. კვლევამ დაამტკიცა, რომ შიმშილობა ორგანიზმს დაავადებული უჯრედების განადგურებისკენ მოუწოდებს და ამრიგად ნარჩენებისგან თავისუფლდება.

სწორედ ამ უჩვეულო ქცევის გამო ჩვენი ორგანიზმი ძალიან ბევრ დაავადებას თავიდან იცილებს. ექსპერიმენტში მონაწილე ერთ-ერთი პაციენტი ამბობს, რომ ექიმის მეთვალყურეობით თითქმის ნახევარი წელი შიმშილობდა. პერიოდული შიმშილობის მენიუ ერთ კვირაზე იყო გაწერილი.

შიმშილობა ასე ხდებოდა: 3 კვირა წყალზე, შემდეგ 3 კვირა ჩვეულებრივ კვებაზე. ქალი ჰყვება, რომ ცხოვრებაში ამაზე უფრო გამაახალგაზრდავებელი და გამაჯანსაღებელი არაფერი გამოუცდია. პერიოდული შიმშილობის ასეთი სისტემა მას ჰაიმორიტის, გასტრიტის და კოლიტის მოშორებაში დაეხმარა.

პრაქტიკისთვის როგორი სახის შიმშილობა არის სასარგებლო?

1. დღიური შიმშილობა

ამისთვის თქვენ უნდა ისაუზმოთ, ხოლო მეორე კერძის მიღება უკვე 24 საათის შემდეგ, მომდევნო დილით იქნება. ასეთი სახით შეგიძლიათ 1 კვირა იშიმშილოთ.

2. შიმშილობა ყოველ მეორე დღეს

ასეთი სისტემა გთავაზობთ ერთი დღე ნორმალურ კვებას, მეორე დღეს კი შიმშილობას. თუმცა გახსოვდეთ, რომ სასურველია შიმშილობის დღეს კალორიების მიღება მხოლოდ 500-600 კალორიამდე შეამციროთ და საკვებზე სრულად უარი არ თქვათ.

3. მინუს ერთი კერძის მიღება

ამ შემთხვევაში ერთი საკვების მიღება – საუზმე, სადილი ან ვახშამი, აირჩიეთ, რომელზეც უარს იტყვით. ასეთი ტიპის შიმშილობა დამწყებ ადამიანს გამოადგება, რომელიც ჯერ დიდხანს შიმშილობას მიჩვეული არაა. დღეში ერთ საკვების მიღებაზე უარის თქმა თქვენს ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს და ორგანიზმის გაწმენდის პროცესს გაუშვებს.

შიმშილობა არც ისეთი სახიფათოა, როგორც მიაჩნიათ. თუ გონივრულად მიუდგებით, შიმშილობა სარგებელს მოგიტანთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს